ნემსიწვერა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ნემსიწვერა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Geranium | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
ნემსიწვერა (Geranium), მცენარეთა გვარი ნემსიწვერასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახებია. ცნობილია 400-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია ყველგან, ძირითადად კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ ზონაში. საქართველოში 27 სახეობაა, მათგან 3 კავკასიის ენდემია; სახეობათა უმრავლესობა იზრდება ტყისა და სუბალპურ სარტყელში; Geranium silvaticum ფიჭვნარებსა და ნათელ ტყეებში, Geranium gymnocaulon ქმნის მაღალმთის ფორმაციას, Geranium renardii სუბალპურ მდელოთა ერთ-ერთი ედიფიკატორია. მცირე ნაწილი გვხვდება ველებისა და ნახევრად უდაბნოების სარტყელშიც (Geranium dissectum, Geranium molle). ნემსიწვერას ზოგიერთ დეკორატიულ სახეობას ამრავლებენ.
- ნემსიწვერას სახელწოდებით ცნობილია ამავე ოჯახის პელარგონიუმის (Pelargonium) გვარის სახეობები.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ივანიშვილი მ., ქსე, ტ. 7, გვ. 377, თბ., 1984
სტატიის