ბასტილიის დღე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბასტილიის დღე (ფრანგ. Fête Nationale) — საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული, აღნიშნავენ ყოველი წლის 14 ივლისს, 1790 წლის ამ დღეს გამართული ფედერაციის დღესასწაულის (Fête de la Fédération) მოსაგონებლად, რომელიც 1789 წლის 14 ივლისს ბასტილიის აღების პირველ წლისთავზე გაიმართა. ეს დღესასწაული ყოველი ფრანგის მიერ აღიქმებოდა როგორც სიმბოლო თანამედროვე ფრანგი ერის შეგნების აღმოცენების, რომელსაც ქვეყნის ჯერ კონსტიტუციურ მონარქიაში, შემდეგ კი პირველ რესპუბლიკად გაერთიანება მოჰყვა საფრანგეთის რევოლუციის დროს.