მიუმხრობლობის მოძრაობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიუმხრობლობის მოძრაობის რუკა

მიუმხრობლობის მოძრაობა (ინგლ. Non-Aligned Movement) — საერთაშორისო მოძრაობა, აერთიანებს მსოფლიოს 119 ქვეყანას, რომელთა მიზანია არ მიიღონ მონაწილეობა სამხედრო ბლოკებში. მოძრაობა ოფიციალურად დააარსა ოცდახუთმა სახელმწიფომ ბელგრადის პირველ კონფერენციაზე 1961 წლის სექტემბერში. მოძრაობის შექმნას წინ უძღოდა ბანდუნგის კონფერენცია 1955 წელს და იოსებ ბროზ ტიტოს, გამალ აბდელ ნასერისა და ჯავაჰარლალ ნერუს სამხრივი მოლაპარაკებები 1956 წელს.

შემადგენლობა[რედაქტირება]

2009 წლის მონაცემებით მის შემადგენლობაში შედის 119 ქვეყანა, მათ შორის 1 ევროპული (ბელარუსი), 38 აზიური (მათ შორის პალესტინა, თურქმენეთი, უზბეკეთი), 53 აფრიკული, 26 სამხრეთამერიკული და კარიბის ქვეყანა.

დამკვირვებლის სტატუსი აქვს 15 ქვეყანას: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, კოსტა-რიკა, მექსიკა, პარაგვაი, სალვადორი, სერბია, ჩერნოგორია, უკრაინა, ურუგვაი, ხორვატია. იგივე სტატუსს ატარებს 5 საერთაშორისო და 2 ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაცია:გაერო, აფრიკის კავშირი, არაბული ქვეყნების ლიგა, ორგანიზაცია ისლამის კონფერენცია, კანაკის სახალხო-განმათავისუფლებელი სოციალისტური ფრონტი (ახალი კალედონია) და ახალი მოძრაობა პუერტო-რიკოს დამოუკიდებლობისათვის.

მე-14-ე ჰავანის კონფერენციაზე მოძრაობის წევრებად მიიღეს ჰაიტი და სენტ-კიტსი და ნევისი, წევრთა რიცხვი გაიზარდა 119-მდე.

2011 წელს ინდონეზიაში გაიმართება მიუმხრობელი ქვეყნების მორიგი კონფერენცია, რომელიც ორგანიზაციის 50 წლისთავს ეძღვნება და რომელზედაც წევრებად მიიღებენ აზერბაიჯანსა და ფიჯის.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]