ეიზენჰაუერის დოქტრინა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეიზენჰაუერის დოქტრინა მიუთითებს დუაიტ ეიზენჰაუერის მიმართვაში კონგრესისადმი 1957 წლის 5 იანვარს. დოქტრინის მიხედვით ქვეყანას შეეძლო ეკონომიკური ან(სხვა ქვეყნიდან აგრესისიის შემთხვევაში) სამხედრო დახმარება ეთხოვა ამერიკისთვის. აიზენჰაუერმა გამოარჩია სსრკ–დან საფრთხე და აშშ–ს სამხედრო კომიტეტს უფლება მისცა "დაეცვა ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა ისეთი ქვეყნებისა, რომლებიც ითხოვენ დახმარებას რომელიმე საერთაშორისო კომუნიზმს დაქვემდფებარებული ქვეყნის აშკარა აგრესიის წინააღმდეგ"[1].

გლობალურ პოლიტიკურ კონტექსტში, დოქტრინა იყო გამოხმაურება შესაძლო ომისა, რომელსაც სსრკ–ს, სუეცის კრიზისის საბაბით, გვიპტეში შესაძლო შესვლა მოასწავებდა. რეგიონში წარმოქმნილი უხელისუფლებობის გამო, რომელიც ინგლისური და ფრანგული მხარეების წარუმატებლბას მოჰყვა, აიზენჰაუერმა ჩათვალა, რომ თავისი გავლენის გაზრდა აუცილებელი იყო. სიტუაციას ართულებდა ეგვიპტის პრეზიდენტის ნასარის პოლიტიკა. მან განალაგა ბაზები, რომლებსაც იყენებდა აშშ–სა და სსრკ–ს ინტერესთა შესაჯახებლად. ამასთან ნასარი იღებდა სსრკ–სგან დახმარებას.

რეგიონაალურ დონეზე, დოქტრინის მიზანი იყო დახმარება არაბული რეჟიმებისა უზრუნველეყო ნასარის პოლიტიკური კონტროლის ალტერნატივა.

დოქტრინა 5 მარტს დაამტკიცა კონგრესმა 422 ხმით 79 ხმის წინააღმდეგ. 9 მარტს გამოცხადდა ოფიციალურად კონგრესის რეზოლუციაზე პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ.

შეიარაღებული ძალები პირველად გამოიყენეს ლიბანის კრიზისისას, როცა ამერიკის სამხედრო ძალებმა მოახდინეს ინტერვენცია ლიბანში.

დოქტრინის მიზნები[რედაქტირება]

დოქტრინა მიზნად ისახავდა არაბულ ქვეყნებში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩაშობას, აგრეთვე იქ(სუეცის კრიზისის გამო ინგლის–საფრანგეთის პოზიციების დასუსტებასთან დაკავშირებით) აშშ–ის პოზიციების განმტკიცებას. დოქტრინის განსახორციელებლად ასიგნებულ იქნა 200 მლნ. ამერიკული დოლარი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

ქსე, ტ. IV, გვ. 59–60, თბ. 1979.

სქოლიო[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.