ლეონიდ ბრეჟნევი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეონიდ ბრეჟნევი

ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი (რუს. Брежнев, Леонид Ильич); (დ. 1 იანვარი, 1907/19 დეკემბერი, 1906, ქ. კამენსკოე, ამჟამად დნეპროძერჟინსკი (უკრაინა) — გ. 10 ნოემბერი, 1982, მოსკოვი) - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1964-იდან), ხოლო 1966 წლიდან გენერალური მდივანი და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე 1960-1964 წლებში და 1977-1982 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ლეონიდ ბრეჟნევი დაიბადა სოფ. კამენსკოეში, მუშა-მეტალურგის ოჯახში. შრომითი ცხოვრება 15 წლისამ დაიწყო. 1927 წელს დაამთავრა კურსკის სამიწათმომწობო-სამელიორაციო ტექნიკუმი. 1923 წელს შევიდა კომკავშირში, 1931 წელს სკკპ რიგებში.

სამხედრო და პარტიული მოღვაწეობა[რედაქტირება]

1923-1936 წლებში ბრეჟნევი იყო წითელი არმიის სამხედრო სამსახურში. საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის (1941-1945) პირველივე დრეებიდან იგი პოლიტიკურ და ორგანიზატორულ მუშაობას ეწეოდა მოქმედ არმიაში, ხოლო სამამულო ომის დამთავრების შემდეგ იგი ხელმძღვანელ პარტიულ სამუშაოზეა. 1946 წლის აგვისტოდან იყო უკრაინის კპ-ის ზაპოროჟიეს, 1947 წლის ნოემბრიდა - დნეპროპეტროვსკის საოლქო კომიტეტების პირველი მდივანი, 1950-1952 წლებში მოლდავეთის კპ ცკ-ის პირველი მდივანი. XIX ყრილობაზე ბრეჟნევი აირჩიეს სკკპ ცკ-ის წევრად, სკკპ ცკ-ის 1952 წლის ოქტომბრის პლენუმზე - სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატად და სკკპ ცკ-ის მდივნად. 1952-1954 წლებში გენერალ-ლეიტენანტის წოდებით მუშობდა საბჭოთა არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1954 თებერვლიდან ყაზახეთის კპ ცკ-ის მეორე, ხოლო 1955 აგვისტოდან პირველი მდივანია.

საქართველოს სსრ მშრომელთა დელეგაცია სტუმრად მე–18 არმიაში. სხედან მარცხნიდან მარჯვნივ: პოეტი ლეონიძე გიორგი ნიკოლოზის ძე, მე–18 არმიის სამხედრო საბჭოს წევრი გენერალ–მაიორი კოლონინი სიმონ ეფიმის ძე, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი ბარამია მიხეილ ივანის ძე, მე–18 არმიის სარდალი გენერალ–პოლკოვნიკი ლესელიძე კონსტანტინე ნიკოლოზის ძე, პარტიის ახალციხის რაიკომის პირველი მდივანი კირვალიძე გიორგი ვასილის ძე; დგანან: არმიის სარდლის ადიუტანტი დუბროვინი დიმიტრი ივანეს ძე, ჩრდილო კავკასიის ფრონტის პოლიტსამმართველოს მუშაკი მაიორი ა. ა. დოჭვერი, მხატვარი ჯაფარიძე უჩა (ილია) მალაქიას ძე, პოეტი ჩიქოვანი სიმონ ივანეს ძე, მე–18 არმიის განსაკუთრებული განყოფილების უფროსი პოლკოვნიკი ზარელუა ვლადიმერ ექვთიმეს ძე, მსახიობი ხორავა აკაკი ალექსის ძე, მე–18 არმიის პოლიტგანყოფილების უფროსი პოლკოვნიკი ბრეჟნევი ლეონიდ ილიას ძე. 1943წ.
ლ. ი. ბრეჟნევი ესაუბრება ო. კ. ლესელიძეს მის მამაზე, მე-18 არმიის სარდალ კონსტანტინე ლესელიძეზე. 1974 წ. ქ. ნოვოროსიისკი. მარცხნიდან მარჯვნივ: ო. კ. ლესელიძე, გ. ს. ძოწენიძე, ლ. ი. ბრეჟნევი

სქოლიო[რედაქტირება]