კოლომბო
|
ქალაქი
კოლომბო
කොළඹ; கொழும்பு
|
კოლომბო (სინჰალ.කොළඹ, ტამილ. கொழும்பு) — შრი-ლანკის უდიდესი ქალაქი და ყოფილი დედაქალაქი. მდებარეობს კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე და ესაზღვრება ამჟამინდელ დედაქალაქ შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტეს. კოლომბო საქმიანი, ცოცხალი ქალაქია, სადაც თანამედროვე ცხოვრება და კოლონიური არქიტექტურა თუ ნანგრევები ერთმანეთშია შერწყმული.[1] 2001 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 647 100 ადამიანს შეადგენდა.[2] კოლომბოს მეტროპოლიური არეალი, რომელიც ასევე გამპაჰასა და კალუტარას რაიონებსაც მოიცავს, 3 694.20 კმ²-ზეა გადაჭიმული და მისი მოსახლეობა 5 648 000 - აღწევს.[3][4]
ფართო ნავმისადგომის გამო, კოლომბო აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო გზებზე სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და ის ცნობილი იყო ჯერ კიდევ უძველესი ვაჭრებისათვის, დაახლოებით 2 000 წლის წინ.
1978 წელს, ადმინისტრაციული დედაქალაქი კოლომბოდან შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტეში გადავიდა, ხოლო ქვეყნის კომერციულ დედაქალაქად დღემდე კოლომბო რჩება.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Jayewarden+-e, Mr.. How Colombo Derived its Name. წაკითხვის თარიღი: 2007-01-18.
- ↑ Census July 17, 2001 (via citypopulation.de)
- ↑ Department of Census and Statistics, Sri Lanka; Statistical Abstract 2007, Estimated mid year population by district, 2002 - 2006 (pdf-file) Total population of the three districts of the Colombo Metropolitan Region. Retrieved on 2008-12-31.
- ↑ Buildsrilanka.com; Summary of the CMR Structure Plan Definition and description of the Colombo Metropolitan Region. Retrieved on 2008-12-31.