სუჰარტო
| სუჰარტო | ||
| ინდონეზიის პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 12 მარტი 1967 – 21 მაისი 1998 | ||
| წინამორბედი | აჰმედ სუკარნო | |
| მემკვიდრე | ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი | |
|
|
||
| დაბადებული | 8 ივნისი 1921 კემუსუკი ინდონეზია |
|
| გარდაცვლილი | 27 იანვარი 2008 ჯაკარტა ინდონეზია |
|
| პოლიტიკური პარტია | გოლკარი | |
| რელიგია | ისლამი | |
ჰაჯი მუჰამედ სუჰარტო (დ. 8 ივნისი, 1921, კემუსუკი, ინდონეზია - გ. 27 იანვარი, 2008, ჯაკარტა, ინდონეზია) — ინდონეზიელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, გენერალი. ინდონეზიის პრეზიდენტი 1967-1998 წწ.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
დაიბადა 1921 წლის 8 ივლისს, ცენტრალურ იავაზე. 1940-1942 წწ მსახურობდა ჰოლანდიურ ჯარში და მიიღო სერჟანტის წოდება. შემდეგ მონაწილეობდა ჰოლანდიელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ 1945-1949 წლებში ინდონეზიელი ხალხის შეიარარებულ ბრძოლაში. ომის დამტავრების შემდეგ ეკავა მარალი სამეთაურო და საშტაბო თანამდებობები ინდონეზიის არმიაში. 1963-1965 წწ. სახმელეთო ძალების სტრატეგიული რეზერვის ჯარების მეთაური. 1966 წლიდან აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იყო: გამოიყენა ანტიკომუნისტური სტუდენტური დემონსტრაციები და თავის თავზე აიღო პრეზიდენტის ფუნქციები 1967 წელს. 1968 წელს აირჩიეს პრეზიდენტად. 1973, 1978, 1983, 1988, 1993 და 1998 წლებში კვლვ აჩეულ იქნა პრეზიდენტის თანამდებობაზე.
გადადგომა [რედაქტირება]
1998 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ გამარჯვებულდ გამოცხადდა სუჰარტო, რასაც მოჰყვა ანტისამთავრობო გამოსვლები, ამ ყველაფერს ზედ დაერთო 1998 წლის აზიური კრიზისი და პრეზიდენტი სუჰარტო 21 მაისს თანამდებობიდან გადადგა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 617, თბ., 1985 წელი.
| წინამორბედი: აჰმედ სუკარნო |
ინდონეზიის პრეზიდენტი 1967 – 1998 |
შემდეგი: ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი |
|
|||||||