სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Association of Southeast Asian Nations
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია

დროშა
სამდივნოს
შტაბ-ბინა
ჯაკარტა, ინდონეზია
წევრი ქვეყნები 10 წევრი ქვეყნა
ოფიციალური ენა ინგლისური
გენერალური მდივანი Surin Pitsuwan
ფართობი 4,464,322 კმ²
მოსახლეობა

 - 2007
 - სიმჭიდროვე


575.5 მილიონი
129 ად/კმ²
ვებ-საიტი http://www.asean.org

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია (ინგლ. Association of Southeast Asian Nations (ASEAN)) - პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაცია. მისი წევრია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 10 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობია 4,464 ათასი კმ², მოსახლეობა - 575.5 მილიონი. ასოციაციის შექმნას 1967 წლის ბანგკოკის ხელშეკრულებით საფუძველი ჩაუყარეს ინდონეზიამ, მალაიზიამ, ფილიპინებმა, სინგაპურმა და ტაილანდმა. 1984 წელს მათ შეუერთდათ ბრუნეი, 1995 წელს ვიეტნამი, 1997 წელს მიანმარი და ლაოსი, ხოლო 1999 წელს ამ ორგანიზაციის წევრი გახდა კამბოჯა. ასოციაციის 10 ქვეყნიდან 6 რესპუბლიკური მმართველობისაა, ოთხი კი მონარქიული ქვეყანაა, მათ შორის ბრუნეი აბსოლუტური მონარქიაა.



პირადი ხელსაწყოები