იალტის კონფერენცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი იალტის კონფერენციაზე

იალტის კონფერენცია, აგრეთვე ყირიმის კონფერენცია, კოდური სახელი არგონავტთა კონფერენცია — მოკავშირე სახელმწიფოთა (აშშ, დიდი ბრიტანეთი და სსრკ) მეთაურების ომისდროინდელი შეხვედრა 1945 წლის 4-11 თებერვალს. დელეგაციებს მეთაურობდნენ ფრანკლინ რუზველტი, უინსტონ ჩერჩილი და იოსებ სტალინი.

კონფერენცია საბჭოთა კავშირის ყირიმის საკურორტო ქალაქ იალტაში ჩატარდა (ამჟამად უკრაინის შემადგ.). ამერიკის დელეგაცია მეფის ყოფილ სასახლეში დააბინავეს, პრეზიდენტი რუზველტი კი ლივადიის სასახლეში, სადაც შეხვედრა იმართებოდა. ბრიტანეთის დელეგაცია კნიაზი ვორონცოვის სასახლეში მოათავსეს, ალუპკაში. დელეგაციების მთავარი წევრები იყვნენ ედუარდ სტეტინიუსი, ევერელ ჰარიმანი, ენთონი იდენი, ალექსანდერ კადოგენი და ვიაჩესლავ მოლოტოვი. გადმოცემით სასახლის ყველა ოთახი ისმინებოდა ენკავედეს მიერ. სტალინი მატარებლით ჩამოვიდა 4 თებერვალს. შეხვედრა ოფიციალური ვახშმით გაიხსნა იმავე საღამოს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]