შიფტას ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიფტას ომი
თარიღი დაახლ. ნოემბერი, 1963–1967
(4 წელი)
მდებარეობა ჩრდილო-აღმოსავლეთი პროვინცია, კენია
შედეგი ცეცხლის შეწყვეტა
მხარეები
კენიის კოლონია (1963 წლამდე)
კენიის დროშა კენია (1963 წლიდან)
მხარდამჭერები:
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
ეთიოპიის დროშა ეთიოპია[1]
ჩრდილოეთ ფრონტის განმათავისუფლებელი მოძრაობა

მხარდამჭერები:
სომალის დროშა სომალი
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი

მეთაურები
ჯომო კენიატა მალიმ მოჰამედ სტამბული (დაროდის ჯგუფი)
დანაკარგები
4,200+ მკვდარი[2]

შიფტას ომი ან გაფ დაბა (1963–1967) — სეცესიური კონფლიქტი, რომელშიც ეთნიკური სომალელები კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სასაზღვრო ოლქში (NFD) აჯანყდნენ და ცდილობდნენ სომალისთან შეერთებას. კენიის მთავრობამ კონფლიქტს უწოდა „შიფტა“, რაც სუაჰილის ენის მიხედვით ნიშნავს „ბანდიტს“. კენიის კონტრ-აჯანყებულთა გენერალური სამსახურის ქვედანაყოფებმა აიძულეს მშვიდობიანი მოქალაქეები გადასულიყვნენ საცხოვრებლად „დაცულ სოფლებში“ (ძირითადად საკონცენტრაციო ბანაკებში) [3] და დახოცეს მეცხოველეობა, რომელიც ეკუთვნოდათ სომალელებს.

ომი დასრულდა 1967 წელს, როდესაც სომალის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა მუჰამედ ჰაჯი იბრაჰიმ ეგალმა ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტას კენიასთან არუშას კონფერენციაზე 1967 წლის 23 ოქტომბერს. [4] თუმცა, კენიაში ძალადობა დეზორგანიზებულ ბანდიტობაში გადაიზარდა, რაც გაგრძელდა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.

კონფლიქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჯანყების დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონფლიქტი დაიწყო კენიის დამოუკიდებლობამდე რამდენიმე კვირით ადრე, [5] [6] როდესაც რამდენიმე ასეულმა სომალელმა ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში აიღო იარაღი. სომალთან გაერთიანების იმედით დაიწყეს აჯანყება. ჩრდილოეთ პროვინციის ხალხთა პროგრესული პარტიის მხარდამჭერებმა შექმნეს ჩრდილოეთ სასაზღვრო ოლქების განმათავისუფლებელი მოძრაობა (NFDLM). [7] მიუხედავად აჯანყებულთა განსხვავებული წარმომავლობისა და შიდა განხეთქილებისა, ისინი ერთიანდებოდნენ კენიის საფრთხისშემცველი პოლიტიკის წინააღმდეგ. სეპარატისტებს სჯეროდათ, რომ სომალი ნაკლებად ჩაერეოდა მათ საქმეებში, შეინარჩუნებდა სახელმწიფო კონტროლს სუსტად და დაეხმარებოდა მათ. [5]

ამრიგად, პროვინციაში დაიწყო შეტაკებები. პირველი გახმაურებული მსხვერპლი იყო ბორანას ორი ლიდერი, აფრიკის საოლქო კომისარი დაბასო ვაბერა და ტომის უფროსი ჰაჯი გალმა დიდო, რომლებიც მოკლეს ისიოლოსკენ მიმავალ გზაზე, როდესაც ადგილობრივებს თხოვდნენ, მხარი არ დაეჭირათ სეპარატისტებისთვის . [4] მკვლელები იყვნენ კენიის სომალელი მაცხოვრებლები, რომლებიც მოგვიანებით გაიქცნენ სომალის საზღვარზე. 1963 წლის ნოემბერში ვითარება დაიძაბა ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში, რადგან შიფტამ დაიწყო უშუალო შეტევა პოლიციისა და არმიის პერსონალზე. [8] კენიას დამოუკიდებლობა მიენიჭა 12 დეკემბერს და საპასუხოდ აჯანყებულები საღამოს თავს დაესხნენ ჩრდილოეთით მდებარე პოლიციის განყოფილებებსა და ადმინისტრაციულ პუნქტებს. [9]

ჯომო კენიატა (სურათი 1966) ცდილობდა აჯანყების ჩახშობას კენიის არმიის გაძლიერების გარეშე.

ძლიერმა წვიმამ ხელი შეუშალა უშიშროების ძალებს ამბოხების წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით იმის გამო, რომ პარტიზანები აჯანყების პირველ წელს ჩრდილო-აღმოსავლეთ ოლქის სამოქალაქო მოსახლეობაში მაღალი მხარდაჭერით სარგებლობდნენ. [5]. მიუხედავად ამისა, იმ დროისათვის კენიის მთავრობა კენიატას მეთაურობით, პრიორიტეტად არ მიიჩნევდა მათთან ბრძოლას. [5]

1963 წლის 28 დეკემბერს ვითარება გამძაფრდა და კენიის მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში. [9] სომალის საზღვრის გასწვრივ შეიქმნა „აკრძალული ზონა“ და სიკვდილით დასჯა სავალდებულო გახდა ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვო შენახვისთვის. ასევე შეიქმნა „სპეციალური სასამართლოები“. ჩრდილო-აღმოსავლეთი გამოცხადდა „განსაკუთრებულ ოლქად“ - ექვემდებარებოდა მთავრობის თითქმის შეუზღუდავ კონტროლს, მათ შორის ინდივიდების ან ჯგუფების დაკავების, დაპატიმრების ან ძალადობრივი გადაადგილების უფლებამოსილებას, აგრეთვე ქონებისა და მიწის კონფისკაციას. [10]

ჩიხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიფტას წევრებს თავდაპირველად ჰქონდათ წარმატებები და ადგილობრივთა მხარდაჭერა, მაგრამ ძალზე ცოტანი იყვნენ რიცხოვნობითა და აღჭურვილობით. შედეგად, შეიქმნა ჩიხი. [5] მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ირუტყვითა და ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობდნენ მშვიდობიან მოსახლეობასთან, ძირითადად დამოკიდებულნი იყვნენ სომალის მიერ მოწოდებულ იარაღზე. [8] 1963 წლიდან სომალის მხარდაჭერა ამბოხებულთათვის „სასიცოცხლო მნიშვნელობის“ გახდა. [5] ამრიგად, 1964 წლის თებერვალში მეამბოხეების აქტივობა გაიზარდა და კენიის არმიის ნახევარი ჩართული იყო ჩრდილო-აღმოსავლეთ ოლქში. [11]

კონფლიქტის დროს ამბოხებულებმა დაარბიეს პირუტყვი, მათ შორის აქლემები.

შიფტას აჯანყების ერთ-ერთი უშუალო შედეგი იყო 1964 წელს ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულების ხელმოწერა ჯომო კენიატას ადმინისტრაციასა და ეთიოპიის იმპერატორ ჰაილე სელასიეს მთავრობას შორის. [5] ეთიოპიასა და სომალს შორის ომის დაწყებამ კიდევ უფრო შეზღუდა იარაღის ნაკადი შიფტამდე. წლის მეორე ნახევარში აჯანყებულები უფრო მეტად ჩაებნენ ადგილობრივ თემთან კონფლიქტებში და ტიპურ „კრიმინალურ“ საქმიანობაში. 1965 წლისთვის მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე თავდასხმები კიდევ უფრო გახშირდა. კენიის ხელისუფლებას თანდათან ურთულდებოდა განესხვავებინა ერთმანეთისგან ძალადობის ადგილობრივი „ტომობრივი“ შემთხვევები და სეპარატისტულ კონფლიქტთან დაკავშირებული თავდასხმები. [8] აჯანყებულთა პოპულარობა შემცირდა, რადგან გახშირდა შიფტას აჯანყებულთა მხრიდან საკვების და სხვა მარაგის მშვიდობიანი მოსახლეობისგან მოპარვის ფაქტები. ზოგადად, აჯანყებულთა არსებობის საკითხიც უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, რადგან სომალის მხარდაჭერა თითქმის ვეღარ აღწევდა ჯგუფებამდე [7]

თანდათან იზრდებოდა ბრიტანეთის გავლენა ომზე. 1964 წლის მარტში კენიის და ბრიტანეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ამ უკანასკნელისთვის კენიის საჰაერო სივრცეში და სამხედრო ობიექტებზე წვდომის მიცემის შესახებ. [5] მომდევნო ორ წელიწადში ხელი მოეწერა დამატებით თავდაცვის ხელშეკრულებებს. [5] შედეგად, ბრიტანელმა კოლონიალური ეპოქის ოფიცრებმა განაგრძეს მნიშვნელოვანი პოზიციების შენარჩუნება კენიის უსაფრთხოების ძალებსა და ადმინისტრაციაში, [5] რამაც ზეგავლენა იქონია მათ სტრატეგიაზე. ერთის მხრივ, ეს ნიშნავდა, რომ კენიის კონტრ-აჯანყება შთაგონებული იყო კოლონიური მეთოდით, რომელიც გამოიყენეს ბრიტანელებმა მაუ-მაუს აჯანყების დროს. [5] მეორეს მხრივ, ბრიტანელები უპირატესობას ანიჭებდნენ პრობლემის გადაჭრის ზომიერ მეთოდებს. კონტრ-აჯანყება ძალიან ძვირი ღირდა და გაერთიანებულ სამეფოს არ სურდა კენიისთვის მიეწოდებინა ფული და იარაღი. ამიტომ, ბრიტანელმა მრჩევლებმა თავშეკავებისკენ მოუწოდეს და ნაკლებად აგრესიული, უფრო ცალმხრივი ტაქტიკისკენ უბიძგებდნენ, რისი საშუალებითაც შეძლებდნენ ამბოხებულების შეკავებას, მაგრამ არა დამარცხებას. [5] კენიის მთავრობა უკმაყოფილო იყო ამ რჩევებით, რადგან მათ რადიკალური ზომების მიღება სურდათ. [5] თუმცა, მათ გაითვალისწინეს ბრიტანელების რჩევები და გადაწყვიტეს, ეზრუნათ ქვეყნის მოდერნიზაციაზე [5]

1963 წელს სომალის მთავრობამ დახმარების თხოვნით მიმართა საბჭოთა კავშირს, რომელმაც უპასუხა ფულის სესხებით, იარაღის მიწოდებით და ტრენერების გაგზავნით. ამან მნიშვნელოვნად გააძლიერა სომალის სამხედროები, რომელთა მნიშვნელობაც გაიზარდა პოლიტიკაში. სომალელი ჯარისკაცები ახდენდნენ ზეწოლას მათ მთავრობაზე, რათა გაეზარდა მხარდაჭერა ამბოხებულებისთვის და დაიწყეს უშუალოდ წვრთნები. 1966 წლისთვის დაახლოებით 1200-მა მეამბოხემ გაიარა მომზადება სომალელი სამხედროების მიერ. [5]

მთავრობის წინსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წლისთვის შიფტას მეამბოხეებმა დაიწყეს რეიდები ურბანულ ცენტრებში და ნაღმავდნენ მიწებს. თუმცა, კენიის არმიამ დაიწყო ტერიტორიის დაბრუნება და მოიპოვა მოქალაქეთა მხარდაჭერაც. სამთავრობო ხელისუფლებამ ფაქტობრივად აკრძალა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით ვაჭრობა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობა გაჭირვებამდე მიიყვანა. [5] დიდი სომალის იდეაც კარგავდა მიმზიდველობას სომალიში და სომალის მთავრობამ შეამცირა შიფტას მხარდაჭერა. [5]

ცეცხლის შეწყვეტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წლის ივნისში მუჰამედ ეგალი აირჩიეს სომალის პრემიერმინისტრად. ის მხარს უჭერდა დიდი სომალის გაერთიანებას და ცდილობდა დიპლომატიურად დასრულებულიყო დაპირისპირება კენიასთან. სექტემბერში კინშასაში გაიმართა აფრიკის ერთობის ორგანიზაციის კრება, სადაც კენიელმა და სომალელმა დელეგატებმა გადაწყვიტეს, მიეღწიათ შეთანხმება ჩრდილო-აღმოსავლეთ ოლქთან დაკავშირებით. ამის შედეგია კიდევ ერთი სამიტი, რომელიც გაიმართა არუშაში, ტანზანია 28 ოქტომბერს ზამბიის პრეზიდენტის კენეთ კაუნდას თავმჯდომარეობით. ორივე სახელმწიფოს მთავრობებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რასაც მოჰყვა კენიასა და სომალიში საგანგებო მდგომარეობის შეჩერება და ორივე სახელმწიფოს შორის დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირების სრულ აღდგენას. [8]

შიფტას აჯანყებულები დანებდნენ და თავიანთი იარაღი ჩაიტანეს სომალიში. იარაღის საზღვარზე გადატანისას კვლავ გაგრძელდა დაპირისპირება კენიელ მესაზღვრეებთან. [7]

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამთავრობო ჩანაწერებში დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა ათასობით იყო, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ დაიღუპა 10000-ზე მეტი ადამიანი. [4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Behr 2018, p. 148.
  2. Jacob Bercovitch and Richard Jackson, International Conflict : A Chronological Encyclopedia of Conflicts and Their Management 1945-1995 (1997)
  3. Rhoda E. Howard, Human Rights in Commonwealth Africa, (Rowman & Littlefield Publishers, Inc.: 1986), p.95
  4. 4.0 4.1 4.2 „Kenya’s first secessionist war“. The Standard. 24 August 2011. ციტირების თარიღი: 21 November 2021.
  5. 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 5.10 5.11 5.12 5.13 5.14 5.15 5.16 Branch 2017.
  6. Anderson 2017.
  7. 7.0 7.1 7.2 Branch 2011.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Whittaker 2014.
  9. 9.0 9.1 Whittaker 2012.
  10. de Waal 1997.
  11. Keesing's 1964.