ბრიონის შეთანხმება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრიონის შეთანხმება (ბრიონის დეკლარაცია) — შეთანხმება, რომელსაც 1991 წლის 7 ივლისს, კუნძულ ბრიუნზე სლოვენიის, ხორვატიის და იუგოსლავიის წარმომადგენლებს შორის მოეწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად იუგოსლავიის სახალხო არმიამ სლოვენიის ტერიტორიაზე შეწყვიტა სამხედრო მოქმედებები, რითაც დასრულდა ათდღიანი ომი. სლოვენიამ და ხორვატიამ ხელშეკრულების ძალაში შესვლა შეაჩერა სამი თვით, იუგოსლავიისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო. იუგოსლავიის არმიის უკანასკნელი ნაწილები სლოვენიიდან 1991 წლის 26 ოქტომბერს გავიდნენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]