გვატემალის სამოქალაქო ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გვატემალის სამოქალაქო ომი
ცივი ომის ნაწილი
თარიღი 13 ნოემბერი, 196029 დეკემბერი, 1996
მდებარეობა გვატემალა
შედეგი სამშვიდობო ხელშეკრულება
მხარეები
გშპ (1960-1982)

გვატემალის ეროვნულ-რევოლუციური კავშირი (1982-1996)


ღარიბების პარტიზანული არმია (1972-1996)
შეიარაღებული ხალხის რევოლუციური ორგანიზაცია (1979-1996)
შეიარაღებული ძალების აჯანყებულები (1962-1996)
მხარდაჭერა:
კუბის დროშა კუბა

გვატემალის დროშა გვატემალის პოლიცია

გვატემალის დროშა გვატემალის შეიარაღებული ძალები
გვატემალის დროშა სამოქალაქო თავდაცვის პატრული
მხარდაჭერა:
აშშ-ის დროშა აშშ

მეთაურები
როლანდო მორანი

ლუის ტურსიოსი
მარკო იონი
ლუის ტრეხო ესკვიველი
ალეხანდრო დე ლეონი †
უმბერტო ალვარადო †
ბერნარდო ალვარადო
ხოსე ალბერტო სარდოსა
როდრიგო ასტურიასი

გვატემალის დროშა მიგელ იდიგორასი

გვატემალის დროშა ალფრედო პერალტა
გვატემალის დროშა ხულიო მენდესი
გვატემალის დროშა მანუელ არანა
გვატემალის დროშა კელ ლაუხერუდი
გვატემალის დროშა ფერნანდო ლუკასი
გვატემალის დროშა ეფრაინ რიოს-მონტი
გვატემალის დროშა სკარ მეხია
გვატემალის დროშა მარკო სერესო
გვატემალის დროშა ხორხე სერანო
გვატემალის დროშა გუსტავო ესპინა
გვატემალის დროშა რამირო დე ლეონი
გვატემალის დროშა ალვარო არსუ

ძალები

6000 (1982)
2000-2500 (1986—1987)
1000-2000 (1988)
1500-2000 (1989)
1000 (1992)
800-1100 (1996)

გვატემალის დროშაგვატემალის შეიარაღებული ძალები

32 000 (1986)
44 200 (1996)
გვატემალის დროშა სამოქალაქო თავდაცვის პატრული
300 000 (1982)

საერთო დანაკარგები:

140 000–200 000 დაღუპული და დაკარგული
[1][2][3][4]
გვატემალის სამოქალაქო ომი ვიკისაწყობში

გვატემალის სამოქალაქო ომი (ესპ. Guerra civil de Guatemala) — XX საუკუნის მეორე ნახევარში გვატემალაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების სერია, რომელიც გამოიწვია 1954 წლის ზაფხულში ამერიკის მხარდაჭერით განხორციელებულმა სამხედრო გადატრიალებამ, რომლის შედეგად პრეზიდენტი ხაკობო არბენს გუსმანი დაამხეს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წლის 13 ნოემბერს ახალგაზრდა ოფიცრების ხელმძღვანელობით ცენტრალურ ყაზარმებში იფეთქა აჯანყებამ მთავრობის წინააღმდეგ. აჯანყებულებმა ხელში ჩაიგდეს სამხედრო ბაზა საკაპაში. 15 ნოემბერს მათი ამბოხება ჩაახშეს. მიუხედავად ამისა, აქტივისტების უმრავლესობამ მოახერხა ქვეყნის დატოვება და სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ მათი უმეტესობა (ალეხანდრო დე ლეონი, მარიო ანტონიო იონ სოსა, ლუის აუგუსტო ტურსიოს ლიმა, ლუის ტრეხო ესკიველი, ვისენტე ლოარკა...) გაერთიანდა სხვადასხვა ოპოზიციურ ძალასთან, რომლებიც შემდეგ სათავეში ჩაუდგნენ პარტიზანულ ბრძოლებს[5].

1962 წლის თებერვლის დასაწყისში პარტიზანული მოძრაობის პირველი კერა გაჩნდა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. მარტის დასაწყისში კი მეორე კერაც დაემატა გვატემალის ცენტრალურ ნაწილში[6].

მეამბოხეთა არმიის ხელმძღვანელობამ ურთიერთობა დაამყარა კუბის მთავრობასთან[7]. 1970-იან წლებში რეჟიმთან ბრძოლას შეუერთდნენ მაიას ტომის ინდიელები, მაიას სოფლები სამხედრო-სადამსჯელო ოპერაციების ობიექტი გახდა.

კონფლიქტმა მიიღო არა მხოლოდ სოციალ-ეკონომიკური, არამედ ეთნიკური ხასიათიც. ევროპული წარმომავლობის მსხვილმა მიწათმფლობელებმა და მათთან დაახლოებულმა მეტისმა ლადინოს ხალხმა ისარგებლეს სამოქალაქო ომის ქაოსური ხასიათით და დაიწყეს ინდიელების რბევა-აწიოკება, მიწების ჩამორთმევა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტა.

80-იანი წლების დასაწყისში ქვეყნის ტერიტორიაზე აჯანყებულთა ოთხი ფრონტი მოქმედებდა[8]:

1982 წლის 7 თებერვალს მეამბოხეთა ოთხი ორგანიზაცია გაერთიანდა და ჩამოყალიბდა გვატემალის ნაციონალურ-რევოლუციური ერთობა. 1 ივლისს გენნერალმა ეფრაიმ რიოს მონტმა ქვეყანაში გამოაცხადა საალყო მდგომარეობა და ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა „ამიერიდან ყოველი აჯანყებული იარაღით ხელში, დაიხვრიტება“[9].

1984 წელს სამხედრო ხუნტამ მოიწვია ეროვნული ასამბლეა და მიიღო ახალი კონსტიტუცია. 1984-1985 წლების არჩევნების შედეგად ქვეყნის პრეზიდენტი გახდა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი მარკო ვინისიო სერესო არევალო. 1987 წელს ცენტრალური ამერიკის ქვეყნების პრეზიდენტები შეიკრიბნენ გვატემალის ქალაქ ესკიპულასში, სადაც კოსტა-რიკის პრეზიდენტის ოსკარ არიას სანჩესის ინიციატივით მიიღეს პოლიტიკური შერიგების რეგიონალური გეგმა და ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც აცხადებდა დემოკრატიის პრინციპებს კონფლიქტის მოგვარების აუცილებელ პირობად.

თავდაპირველად ამ ხელშეკრულების განხორციელებას პრობლემები შეექმნა, რადგან გვატემალის ნაციონალურ-რევოლუციურმა ერთობამაც და არმიამაც ერთმანეთს დამატებითი პირობები წაუყენეს მოლაპარაკების დაწყებამდე. „ომის ჰუმანიზაციის“ და ეროვნული დიალოგის საქმეში გადამწყვეტი როლი ითამაშა კათოლიკურმა ეკლესიამ. 1990 წელს დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნორვეგიაში დაიწყო მოლაპარაკებები კონფლიქტის დასარეგულირებლად მსოფლიო ლუთერანული ფედერაციის ეგიდით.

1990 წლის მარტში ხელი მოეწერა ოსლოს ხელშეკრულებას, რომელიც ავალდებულებდა მხარეებს მოეძებნათ კონფლიქტის დარეგულირების გზები. 1991 წელს გვატემალის ნაციონალურ-რევოლუციურმა ერთობა მოლაპარაკება დაიწყო მთავრობასთან[10], თავდაპირველად გვატემალის ეპისკოპოსის, შემდეგ კი გაეროს შუამავლობით.

1994 წელს თავდაცვის მინისტრმა მარიო ენრიკესმა აჯანყებულებს მოუწოდა სამშვიდობო მოლაპარაკებებისაკენ. 1996 წელს დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაიდო რამდენიმე ხელშეკრულება. ამავე წლის დეკემბერში ხელი მოეწერა „მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის ხელშეკრულებას“, რომელმაც ბოლო მოუღო სამოქალაქო ომს[10].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Briggs, Billy (2 February 2007). „Billy Briggs on the atrocities of Guatemala's civil war“. The Guardian. London.
  2. „Timeline: Guatemala“. BBC News. 9 November 2011.
  3. CDI: The Center for Defense Information, The Defense Monitor, "The World At War: January 1, 1998".
  4. War Annual: The World in Conflict [year] War Annual [number].
  5. Уберто Альварадо Арельяно. Раздумья. Избранные статьи и материалы. М., «Прогресс», 1979. стр.79
  6. Уго Барриос Клее. В Гватемале назревают перемены // «Проблемы мира и социализма», № 11 (51), ноябрь 1962. стр.26-31
  7. John Pike. Guatemala Civil War 1960-1996. Globalsecurity.org. ციტირების თარიღი: 2009-09-03.
  8. Г. Е. Селиверстов. Гватемала: борьба против диктатуры нарастает. М., «Мысль», 1983. стр.28
  9. [Гватемала] Осадное положение // «Известия», № 183 (20164) от 02.07.1982. стр.4
  10. 10.0 10.1 Гватемала // Страны мира: справочник, 2006 / под общ. ред. С. В. Лаврова. М., «Республика», 2006. стр.125-127