ვაჟთა XIX საჭადრაკო ოლიმპიადა
5 - 27 სექტემბერი 1970 ზიგენი, გერმანია
დასავლეთგერმანული ეს პატარა ქალაქი აქმადე მხოლოდ იმით იყო ცნობილი რომ , სწორედ აქ დაიბადა ცნობილი ფერმწერი, პიტერ პაულ რუბენსი, ახლა კი ეს ქალაქი საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობდა. ზიგენში 63 ქვეყნის ნაკრები გუნდი ჩამოვიდა, მაგრამ ორგანიზატორებმა ეკვადორის, ვენესიელას და საფრანგეთის გუნდებს ტურნირში გამოსვლის ნება არ დართო, განაცხადის ვადაზე გვიან შემოტანის გამო. ტურნირი ,,ზიგენლანდჰალეს’’ ვეებერთელა დარბაზში ტარდებოდა, სადაც კომფორტულად იყო განლაგებული 120 მაგიდა. ფიცარნაგზე ყოფნის უფლება მხოლოდ მოჭდრაკეებს, მსაჯებს და გუნდების კაპიტნებს ჰქონდა. გერმანელები ჩვეული პადანტიზმით იცავდნენ ამ წესს და ერთხელ ეს ფიცარნაგი ფიდეს პრეზიდენტსაც დაატოვებინეს.
მთავარი ფავორიტები კვლავ საბჭოთა მოჭადრაკეები იყვნენ, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონი, ბორის სპასკი თავკაცობდა. ძიერი გუნდები ყავდათ უნგრელებს (მათ გუნდში დებიუტი ჰქონდა ზოლტან რიბლის), იუგოსლავიელებს და ჩეხებს. დიდი მიზენები ჰქონდა ამერიკელებსაც, რომლებმაც როგორც იქნა დაიყოლიეს რობერტ ფიშერი თამაშზე. სახელმოხვეჭილი, მაგრამ უკვე ხანდაზმული მოჭადრაკეებით იყო დაკომპლექტებული არგენტინის ნაკრები. სიურპრიზების შემოთვაზება შეეძლოთ გფრ-ს , ბულგარეთის და გდრ-ს გუნდებსაც.
გუნდების ქვეჯგუფებში დასაყოფად პირველად გამოიყენეს კომპიუტერი (ადრე გუნდების კაპიტნები წერდნენ გუნდების სიძლიერის თავთვიანთ ვარიანტს და შემდეგ მსაჯთა კოლეგიას ამ ვარიანტებიდან გამოყავდა საშუალო ვარიანტი), რომელშიც წინა ხუთი ოლიმპიადის შედეგები იქნა შეყვანილი. უნდა ითქვას რომ კომპიუტერმა ამოცანას თვი წარმატებით გაართვა და გუნდები ქვეჯგუფებში ძირითადად თანაბრად გადაანაწილა. ნახევარფინალებში მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ფინალურ ტურნირში უძიერესები გავიდნენ, თუმცა ზოგიერთ მათგანს გაუჭირდა კიდეც. ამერიკელებმა საერთოდ წააგეს გდრ-ს გუნდთან და მხოლოდ ნახევარი ქულით აჯობეს ჰოლანდიელებს. ასევე ნახევარი ქულით აჯობეს ბენტ ლარსენს და კომპანიას უნგრელებმა. თავის ტრადიციებზე სუსტად გამოვიდნენ ინგლისელები , შვედები და პოლონელები.
ფინალში ბრძოლა დაძაბული გამოდგა. მესამე ტურის შემდეგ ლიდერობდა უნგრეთის გუნდი. მას ნახევარი ქულით ჩამორჩებოდნენ საბჭოთა მოჭადრაკეები და ქულით - იუგოსლავიელები და ამერიკელები. მეშვიდე ტურში უნგრელები დამარცხდნენ იუგოსლავიელებთან. ამით კარგად ისარგებლეს საბჭოელებმა, მათ 3 ქულა აართვეს გდრ-ს და პირველად დაწინაურდნენ. შემდგომში საბჭოთა მოჭადრაკეებს ლიდერობა აღარ დაუთმიათ და პირველებმა გადაკვეთეს ფინიშის ხაზი. დიდი ბრძოლა გაჩაღდა მეორე და მესამე საპრიზო ადგილებისათვის. აქ სხვაობა სულ ნახევარ ქულას შეადგენდა. ბოლო ტურში უნგრელებმა 3-1 მოუგეს გდრ-ს გუნდს. იუგოსლავიელებმა მხოლოდ 2,5 ქულა აიღეს არგენტინელებთან შეხვედრაში და მესამე ადგილს დასჯერდნენ. მხოლოდ მეოთხე ადგილი ერგოთ ამერიკელებს. ოკეანისგაღმელებმა მთკლად კარგად ვერ ითმაშეს ფინიშზე (მხოლოდ 5,5 ქულა მერვე-მეათე ტურებში) და შედეგიც შესბამისი მიიღეს.
სექციების სია |
[რედაქტირება] ტექნიკური შედეგები
მონაწილეობდა 60 ქვეყანის ნაკრები გუნდი . ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები ექ ვს ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I - XIV ადგილები). დანარჩენები B, C, D და E ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XV-XXIV, XXV-XXXVI, XXXVII-LXVIII და LXIX-LX ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით
პირველი ეტაპი
- I ჯგუფი: 1.
სსრკ - 31 2.
ესპანეთი - 28,5 3.
პოლონეთი - 24 4.
ავსტრალია - 23 5.
ტუნისი - 18 6.
საბერძნეთი - 17,5 7.
პერუ - 17,5 8.
დომინიკანელთა რესპუბლიკა - 11 9.
ფარერის კუნძულები - 8,5 10.
მონაკო- 1
- II ჯგუფი: 1.
იუგოსლავია - 31,5 2.
კანადა- 23 3.
ინდონეზია - 22,5 4
მონღოლეთი- 22 5.
ინგლისი- 21,5 6.
ირანი - 19,5 7.
შვეიცარია - 18,5 8.
ლუქსემბურგი - 8,5 9.
ანდორა - 7,5 10.
ჰონგკონგი - 5,5
- III ჯგუფი:1.
გდრ - 30,5 2.
აშშ - 28,5 3.
ნიდერლანდი - 28 4.
ფინეთი - 22,5 5.
ბელგია- 19 6.
ბრაზილია - 17 7.
მექსიკა - 12 8.
იაპონია - 12 9.
თურქეთი - 8,5 10.
ამერიკის ვირჯინიის კუნძულები - 2
- IV ჯგუფი: 1.
რუმინეთი - 26,5 2.
უნგრეთი - 26 3.
დანია - 25,5 4.
შვედეთი - 22 5.
ფილიპინები - 21,5 6.
იტალია- 21,5 7.
ირლანდია - 19 8.
ლიბანი - 8 9.
მაროკო - 7,5 10.
გერნსი - 2,5
- V ჯგუფი: 1.
არგენტინა - 26 2.
ჩეხოსლოვაკია- 25,5 3.
ისრაელი - 24,5 4
კუბა- 22,5 5.
ნორვეგია- 22 6.
შოტლანდია - 18,5 7.
სინგაპური - 14 8.
პორტუგალია - 14 9.
მალტა - 8 10.
როდეზია - 5
- VI ჯგუფი:1.
გერმანია - 29,5 2.
ბულგარეთი - 28 3.
ავსტრია - 21,5 4.
კოლუმბია - 20,5 5.
ისლანდია- 19 6.
პუერტო-რიკო - 5 7.
სარ - 14 8.
ალბანეთი - 13,5 9.
ახალი ზელანდია - 13,5 10.
კვიპროსი - 4,5
მეორე ეტაპი
- XLIX-LX ადგილები
49.
ახალი ზელანდია - 36 50.
როდეზია - 28 51.
თურქეთი - 28 52.
მალტა - 27,5 53.
ჰონგკონგი - 26 54.
მაროკო - 25 55.
ფარერის კუნძულები - 19 56.
ანდორა - 18 57.
კვიპროსი - 16 58.
ამერიკის ვირჯინიის კუნძულები - 15 59.
გერნსი - 13 60.
მონაკო - 12,5
- XXXVII-XLVIII ადგილები
37.
შვეიცარია - 29,5 38.
ალბანეთი - 28 39.
პერუ -27,5 40.
სინგაპური - 26,5 41.
პორტუგალია - 24,5 42.
ირლანდია - 23,5 43.
სარ - 22,5 44.
მექსიკა - 21 45.
ლიბანი - 17 46.
ლუქსემბურგი - 15,5 47.
იაპონია - 15 48.
დომინიკანელთა რესპუბლიკა - 13,5
- XXV-XXXVI ადგილები
25.
ინგლისი - 30 26.
ფილიპინები- 27,5 27.
ისლანდია - 26 28.
ბრაზილია - 25,5 29.
ნორვეგია - 24 30.
იტალია- 22,5 31.
საბერძნეთი - 20,5 32.
ირანი - 19 33.
ბელგია - 18,5 34.
შოტლანდია - 18,5 35.
ტუნისი - 17,5 36.
პუერტო-რიკო - 14,5
- XIII - XXIV ადგილები
13.
ისრაელი - 27.
პოლონეთი - 25 15.
ავსტრალია - 24,5 16.
მონღოლეთი- 23,5 17.
შვედეთი - 23 18.
ნიდერლანდი - 23 19.
დანია- 22 20.
ფინეთი - 21,5 21.
კუბა - 20 22.
ავსტრია - 19,5 23.
კოლუმბია- 18 24.
ინდონეზია - 17
I - XII ადგილები
- 1
სსრკ - 27,5 - 2
უნგრეთი - 26,5 - 3
იუგოსლავია - 26 - 4
აშშ - 24,5 - 5
ჩეხოსლოვაკია - 23,5 - 6
გერმანია - 22 - 7
ბულგარეთი - 21,5 - 8
არგენტინა - 21,5 - 9
გდრ - 19 - 10.
რუმინეთი - 18,5 - 11.
კანადა - 17,5 - 12.
ესპანეთი - 16
[რედაქტირება] ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
ბორის სპასკი 9,5 (+7=5-0), ტიგრან პეტროსიანი 10 (+6=8-0), ვიქტორ კორჩნოი 11 (+8=6-1), ლევ პოლუგაევსკი 9 (+7=4-1), ვასილი სმისლოვი 8 (+5=6-0), ეფიმ გელერი 8 (+6=4-2),
ლაიოშ პორტიში 11 (+7=8-1), ლევენტ ლენდიელი 5,5 (+2=7-3), იშტვან ბილეკი 10 (+7=6-0), დიოჟე ფორინტოში 11,5 (+9=5-2), იშტვან ჩომი 10,5 (+8=5-1), ზოლტან რიბლი 4,5 (+3=3-1)
სვეტოზარ გლიგორიჩი 7,5 (+3=9-1), ბორესლავ ივკოვი 10 (+7=6-0), მილან მატულოვიჩი 13 (+10=6-1), ალექსანდრ მატანოვიჩი 10 (+8=4-0), (+9=9-0), ბრუნო პარმა 7 (+3=8-1), დრაგოლუბ მინიჩი 7,5 (+6=3-0).
[რედაქტირება] საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
| პირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| ბორის სპასკი | 9,5 | 12 | 79,2 | |
| რობერტ ფიშერი | 10 | 13 | 76,9 | |
| ბენტ ლარსენი | 13 | 17 | 76,5 |
| მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| ბორესლავ ივკოვი | 10 | 13 | 76,9 | |
| ტუდევ უიუტმენი | 13,5 | 18 | 75,0 | |
| ლოტარ შმიდტი | 9 | 12 | 75,0 |
| მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| უილიამ ჰარტსონი | 12,5 | 16 | 78,1 | |
| მილან მატულოვიჩი | 13 | 17 | 76,5 | |
| ვიქტორ კორჩნოი | 11 | 15 | 73,3 | |
| კრისტიან ლანგევეგი | 11 | 15 | 73,3 |
| მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| ალექსანდრ მატანოვიჩი | 10 | 12 | 83,3 | |
| იან სმეიკალი | 13 | 17 | 76,5 | |
| ლევ პოლუგაევსკი | 9 | 12 | 75,0 |
| პირველი სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| უილიამ ლომბარდი | 11 | 14 | 78,6 | |
| იშტვან ჩომი | 10,5 | 14 | 75,0 | |
| ვასილი სმისლოვი | 8 | 11 | 72,7 |
| მეორე სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| სამუელ ესტიმო | 8 | 10 | 80,0 | |
| იგრემ კონცი | 7 | 10 | 70,0 | |
| ლეიფ ოგარდი | 7,5 | 11 | 68,2 |
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Ю.Авербах, Б.Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006
სტატიის