ფიდე
| ფიდე FIDE |
|
![]() ფიდე |
|
| დაარსების თარიღი | |
|---|---|
| სათავო ოფისი | |
| წევრები |
158 ქვეყანა |
| გენერალური მდივანი |
კორსან ილიუმჟინოვი (პრეზიდენტი) |
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (ფრანგ. Federation Internationale Des Echecs - FIDE) აერთიანებს ეროვნულ საჭადრაკო ფედერაციებს. ეწევა ჭადრაკის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში და ატარებს სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებს: მსოფლიოს ჩემპიონატებს ვაჟებსა და ქალებს შორის, მსოფლიოს ჩემპიონატებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, ვაჟთა და ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებს ანიჭებს საერთაშორისო წოდებებს, აქვეყნებს ელოს კოეფიციენტთა ცხრილს და სხვა.
დაარსდა 1924 წლის ივნისს პარიზში VIII ოლიმპიური თამაშების დროს, ლ.ვენსანის (საფრანგეთი), ლ.რისეს (დიდი ბრიტანეთი) და ალექსანდრ რიუბის (ჰოლანდია) ინიციატივით. ფიდეს დამაარსებლები იყვნენ: არგენტინა, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, იუგოსლავია, კანადა, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, შვეიცარია და ჰოლანდია. პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ჰოლანდიელი ალექსანდრ რიუბი. ამჟამად აერთიანებს 163 ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციას. ფედერაციას აქვს საკუთარი ჰიმნი და დროშა. ფიდეს დევიზია: ,,ჩვენ ერთი ოჯახი ვართ’’(ლათ: Gens una sumus). ფიდესთნ კავშირშია მიმოწერით ჭადრაკის თამაშის საერთაშორისო ფედერაცია , უსინათლო მოჭადრაკეთა საერთაშორისო ასოციაცია (IBCA), ყრუმუნჯთა საერთაშორისო საჭადრაკო კომიტეტი (ICSC), ინვალიდ სპორტსმენთა ასოციაცია (IPCA), საჭადრაკო კომპოზიციის კომიტეტი და საჭადრაკო პრესის საერთაშორისო ასოცოაცია.
ფიდეს სამუშო ენებია: ფრანგული, რუსული (1947 წლიდან), ინგლისური, გერმანული და ესპანური ენები. ფიდეს წევრობის უფლება აქვს ყველა ეროვნულ საჭადრაკო ფედერაციას, მხოლოდ არა უმეტეს ერთისა ერთი ქვეყნიდან. ფიდეს უმაღლესი ორგანოა გენერალური ანსამბლეა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ანსამბლეაზე ოთხი წლის ვადით ირჩევენ პრეზიდენტს და ფიდეს ბიუროს. თუ ფიდეს წევრთა 1/8 მოითხოვს რიგგარეშე ანსამბლეის ჩატარებას, მაშინ პრეზიდენტი ვალდებულია ოთხი თვის ვადაში მოიწვიოს იგი. ფიდეს ბიუროში შედიან: პრეზიდენტი, 3 ვიცე-პრეზიდენტი , გენერალური მდივანი და 4 სხვა წევრი. ბიუროს ექსტრემალურ სიტუაციებში ენიჭება ანსამბლეის უფლებები.
ფიდეს ერთ-ერთი მთავარი ორგანოა ცენტრალური კომიტეტი. მის შემადგენლობაში შედიან პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, რეგიონალური ზონების პრეზიდენტები, გენერალური მდივანი, ხაზინადარი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ბიუროს 8 წევრი, ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლები და მამაკაცთა და ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონები . ცენტრალური კომიტეტი იკრიბება წელიწადში ერთხელ. იგი ამზადებს გენერალური ანსამბლეის ჩატარებას და იმ წელს, როდესაც არ ტარდება ანსამბლეა კომიტეტი წყვეტს ფიდეს წინაშე მდგარ გადაუდებელ საკითხებს.
გარდა ხელმძღვანელი ორგანოებისა, ფიდეში არის სამუშო კომისიებიც.
- საკვალიფიკაციო კომისია
- წესების კომისია
- განვითრებადი ქვეყნებისადმი დახმარების კომისია
- მუდმივი ფონდის ადმინისტრაცია
- საჭადრაკო კომპოზიციის კომისია
- ქალთა ჭადრაკის კომისია
- ბავშვთა ჭადრაკის კომისია
- ბეჭდვითი საქმის და ინფორმაციის კომისია
საქმიანობის გასამარტივებლად შექმნილია კონტინენტალური საჭადრაკო ფედერაციებიც:
- ევროპის საჭადრაკო კავშირი
- აზიის ჭადრაკის ფედერაცია (აქ შედის ავსტრალიაც)
- ამერიკის ჭადრაკის კონფედერაცია
- აფრიკის საჭადრაკო კავშირი
გარდა ამ მთავარი კონტინენტალური საჭადრაკო ორგანიზაციებისა შექმნილია სხვა რეგიონალური საჭადრაკო კავშირებიც:
- თანამეგობრობის ჭადრაკის ასოციაცია
- არაბული ქვეყნების ჭადრაკის ფედერაცია
- ასეან-ის ჭადრაკის ასოციაცია
- შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჭადრაკის ასოციაცია
- ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ჭადრაკის ასოციაცია
- იბერო-ამერიკული ჭადრაკის ფედერაცია
- პატარა ხალხების ჭადრაკის ასოციაცია
- სასკოლო ჭადრაკის საერთაშორისო ასოციაცია
ფიდეს ეგიდით ტარდება შემდეგი (ძირითადი) ტურნირები:
- მსოფლიოს ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის
- მსოფლიოს ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის
- მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ვაჟთა შორის
- მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ქალთა შორის
- ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადები
- ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადები
- ევროპის ჩემპიონატი ვაჟთა შორის
- ევროპის ჩემპიონატი ქალთა შორის
- ევროპის გუნდური ჩემპიონატი ვაჟთა შორის
- ევროპის გუნდური ჩემპიონატი ქალთა შორის
- მსოფლიოს ჩემპიონატები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში
- ევროპისა და სხვა კონტინენტების ჩემპიონატები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში
გარდა ამ ტურნირებისა ტარდება სხვადასხვა რეგიონალური გუნდური ტურნირები როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე.
გარდა ფიდე-ს მიერ ორგანიზებული ტურნირებისა ტარდება მრავალი საერთაშორისო ტურნირი რომლებსაც ცალკეული ფედერაციები, ქალაქების მერიები, მსხვილი კომპანიები და შეძლებული მეცენატები ატარებენ როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის.
ფიდეს პრეზიდენტები
| სახელი გვარი | ქვეყანა | წლები |
|---|---|---|
| ალექსანდრე რიუბი | 1924-1949 | |
| ფოლკე როგარდი | 1949-1970 | |
| მაქს ეივე | 1970-1978 | |
| ფრიდრიკ ოლაფსონი | 1978-1982 | |
| ფლორენსიო კამპომანესი | 1982-1995 | |
| კირსან ილიუმჟანოვი | 1995-დან |
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნები [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
- თენგიზ გიორგაძე. ქართული ჭადრკის მატიანე. თბილისი. განათლება.1995.
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- МОК и международные спортивные обьединения. Москва. изд. „ФиС“ 1979
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- http://www.fide.com The official FIDE website]
სტატიის 