ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადა 1957

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქალთა I საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა 1957 წელს, 2-დან 21 სექტემბრამდე, ქ. ემენში, ნიდერლანდები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

50-ან წლებში ქალთა ჭადრაკმა საკმაო გავრცელება და პოპულარობა მოიპოვა. უკვე რეგულარულად ტარდებოდა მატჩები მსოფლიოს პირველობისათვის, რომელსაც წინ უძღოდა რამდენიმე საფეხურიანი შესარჩევი სისტემა. ამ პერიოდისათვის უკვე 12-ჯერ ჩატარდა ვაჟთა საჭდრაკო ოლიმპიადები, რომლებმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა ჭადრაკის მოყვარულთა შორის. ყოველივე ამის გათვალისწინებით 1953 წლის აგვისტოში შვეიცარიის ქალაქ შაფჰაუზენში გამართულ ფიდეს 24-ე კონგრესზე საბჭოთა დელეგაციამ შეიტანა წინადადება ჩაეტარებინათ ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადები. კონგრესმა წინადადება განიხილა და შექმნა საგანგებო კომისია, რომელსაც უნდა შეემუშავებინა ოლიმპიადის ჩატარების დებულება. კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ ვერა ჩუდოვა (სსრ კავშირი, თავმჯდომარე), რუანა მარია ბრიუსი (ინგლისი), ფენი ჰეემსკერკი (ნიდერლანდები) და ედიტ კელერ-გერმანი (გდრ). კომისიამ უკვე ერთი წლის შემდეგ წარუდგინა ფიდეს დამუშვებული დებულება, მაგრამ ფიდეს ლაბირინთებში გადაწყვეტილების მიღების საქმე ოდნავ გაიწელა და ბოლოს გადაწყდა რომ, ქალთა პირველი საჭადრაკო ოლიმპიადა 1957 წელს გაიმართებოდა. ამავე გადაწყვეტილებაში ფიდემ ქალთა მიმართ ერთი დისკრიმინაციული პუნქტიც ჩადო, გუნდები ორ დაფაზე შეეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და სათადარიგო მოჭადრაკე არ ეყოლებოდათ (კაცები ამ დროს ოთხ დაფაზე და ორი სათადარიგოთი თამაშობდნენ).

1957 წლის 2 სექტემბერს ნიდერლანდების ქალაქ ემენის დონლონის ფაბრიკის სააქტო დარბაზში ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა. გამოფენილი იყო გამარჯვებულისათვის დაწესებული გარდამავალი პრიზი — ვერა მენჩიკის სახელობის თასი. ამ თასისათვის ბრძოლაში კი 21 გუნდი ჩაება. უპირველეს ფავორიტად საბჭოთა ნაკრები ითვლებოდა, რომლის შემადგენლობაში მაშინდელი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლღა რუბცოვა და სსრ კავშირის ჩემპიონი, კირა ზვორიკინა იცავდნენ. ძლიერი გუნდები ჰყავდათ რუმინელებს (მარია პოგორევიჩი, მარგარეტა ტეოდორესკუ), იუგოსლავებს (ლიდია ტიმოფეევა, ტერეზა შტადლერი), აღმოსავლელ გერმანელებს (ედიტ კელერ-გერმანი, ურსულა ალტრიჰტერი). სხვა გუნდებშიც იყვნენ ისეთი ძლიერი მოჭადრაკეები როგორებიც იყვნენ: ვენკა ასენოვა (ბულგარეთი), ფენი ჰეემსკერკი (ნიდერლანდები), კვეტა ერეტოვა (ჩეხოსლოვაკია), კრისტინა ჰოული (შემდგომში — რაძიკოვსკა, პოლონეთი) და სხვა.

თავდაპირველად გუნდები სამ შვიდ გუნდიან ქვეჯგუფად დაიყვნენ. ქვეჯგუფებიდან პირველი სამი საუკეთესო გადიოდა მთავარ ფინალში, ჯგუფებში მეოთხე-მეხუთე ადგილებზე გასული გუნდები გაითმაშებდნენ საერთო მე-10-15 ადგილებს, ხოლო მეექვსე-მეშვიდე ადგილებზე გასულები — მე-16-21 ადგილებს.

პირველ ჯგუფში საბჭოთა მოჭადრაკეებს წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია და მათაც მხოლოდ ნახევარ-ნახევარი ქულა დაუთმეს ჰოლანდიელებსა და რუმინელებს. დიდი ბრძოლა გაჩაღდა ფინალის დანარჩენი ორი საგზურისათვის. ჰოლანდიის, რუმინეთის და ჩეხოსლოვაკიის გუნდები ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს. მატჩები მათ შორის ფრედ დამთვრდა და ყველაფერს წყვეტდა თუ ვინ რამდენ ქულას აიღებდა ფრანგ, ირლანდიელ და ფინელ მოჭდრაკეებთნ. ყველაზე კარგად ეს ნიდერლანდელებმა შესძლეს (5 ქულა). 4,5 მოაგროვეს რუმინელებმა. ჩეხები კი მოულოდნელად დამარცხდნენ ირლანდიელებთნ და მთავარი ფინალის მიღმა დარჩნენ. მეორე ქვეჯგუფში ოთხი გუნდი იბრძოდა ფინალის სამი საგზურისათვის. საბოლოოდ რბოლას ამერიკელები გამოაკლდნენ, რომლებიც გდრ-ის ნაკრებთნ 0-2 წაგებამ დატოვა ფინალის მიღმა. უფრო დიდი ბრძოლა გაიმართა მესამე ქვეჯგუფში. საბოლოოდ ოთხი გუნდი ნახევარქულიან სხვაობაში ჩაჯდა. ზედმეტი პოლონელები აღმოჩდნენ.

ფინალში თავიდანვე დიდი ბრძოლა წარიმართა. სამი ტურის შემდეგ სსრკ-ს, გდრ-ს და უნგრეთის გუნდებს 4-4 ქულა ჰქონდათ. მეოთხე ტურიდან სსრ კავშირის ნაკრები გალიდერდა, თუმცა მეექვსე ტურში მას გდრ-ს გუნდი წამოეწია. ორივე ნაკრებს 8-8 ქულა ჰქონდათ. ამ დროისათვის 6 ქულა ჰქონდათ უნგრელებს და 4,5 — რუმინელებს. ამავე დროს ორივე გუნდს ერთი თამაშით ნაკლები ჰქონდათ ჩატარებული. მეშვიდე ტურში საბჭოელები ისვენებდნენ, რუმინელებმა 2-0 მოუგეს გფრ-ის ნაკრებს, ხოლო გდრ-ს ნაკრებმა დაამარცხა უნგრელები და ფაქტობრივად გამოთიშა ისინი მედლებისათვის ბრძოლას. მეტად მნიშვნელოვანი იყო მერვე ტურის მატჩი საბჭოთა და გერმანელ მოჭდრაკეებს შორის. ეს გერმანელების ბოლო მატჩი იყო და ისინი ქულანახევრით უსწრებდნენ სსრ კავშირის ნაკრებს, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები ჰქონდა ჩატარებული. საბჭოთა მოჭდრაკეებმა ეს მატჩი ჩინებულად ჩატარეს. რუბცოვამ მოუგო კელერ-გერმანს, ხოლო ზვორიკინა ყაიმს დასჯერდა ალტრიჰტერთნ. ბოლო ტურის გდრ-ის ნაკრებსს 10 ქულა და დამთავრებული ჰქონდა ასპარეზობა. სსრ კავშირის ნაკრებს 9,5 ქულა ჰქონდა და მატჩი ბულგარეთთან. რუმინელებს 8,5 და მატჩი იუგოსლავიელებთნ. ბოლო ტურში საბჭოთა მოჭადრაკეებმა მხოლოდ ქულა აიღეს ბულგარელებთნ, რუმინელებმა კი 2-0 დაამარცხეს იუგები და ორივე გუნდს თანაბარი, 10,5-10,5 ქულა აღმოაჩნდა. აქ საქმეში ჩაერია დებულების ის პუნქტი, რომელიც ქულათა თანაფარდობის შემთხვევაში უპირატესობას მეტი მატჩის მომგებ გუნდს ანიჭებდა. საბჭოელებს ერთი მატჩით მეტი ჰქონდათ მოგებული და მსაჯთა კოლეგიის თავკაცმა, ბელგიელმა დიდოსტატმა ალბერიკ ოკელიმ ვერა მენჩიკის თასი საბჭოთა მოჭადრაკეებს გადასცა.

გარდა ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედლისა კირა ზვორიკინას გადაეცა ნიდერლანდების დედოფლის სპეციალური ჯილდო ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგისათვის.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ქვეჯგუფი: 1. დროშა: სსრკ სსრკ - 11 2. დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები - 7,5 3. დროშა: რუმინეთი რუმინეთი - 7 4. დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია - 6 5. დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია - 5 6. დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი - 3,5 7. დროშა: ფინეთი ფინეთი - 0

მეორე ქვეჯგუფი: 1. დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ - 10 2. დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი - 9 3.დროშა: უნგრეთი უნგრეთი - 8 4.დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ - 7 5. დროშა: შოტლანდია შოტლანდია - 3,5 6. დროშა: ავსტრია ავსტრია - 3 7. ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი - 1,5

მესამე ქვეჯგუფი:1. დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია - 8,5 2. დროშა: გერმანია გერმანია - 8,5 3. დროშა: ინგლისი ინგლისი - 8 4. დროშა: პოლონეთი პოლონეთი - 8 5. დროშა: დანია დანია - 6 6.დროშა: ნორვეგია ნორვეგია - 3 7. დროშა: ბელგია ბელგია - 0

ფინალური ეტაპი

XVI - XXI ადგილები

16. დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი - 8,5 17. დროშა: ავსტრია ავსტრია- 7,5 18. დროშა: ფინეთი ფინეთი- 6 19.დროშა: ნორვეგია ნორვეგია- 4,5 20.დროშა: ბელგია ბელგია- 2,5 21.ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი- 0

X - XV ადგილები

10.დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ- 8 11.დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია- 8 12.დროშა: პოლონეთი პოლონეთი- 7,5 13.დროშა: დანია დანია- 4,5 14.დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია- 1 15.დროშა: შოტლანდია შოტლანდია- 1

I - IX ადგილები

გუნდები 1 2 3 4 5 6 7 8 9
1 სსრ კავშირი საბჭოთა კავშირის დროშა 1 1,5 1 1 1 1,5 1,5 2 10,5
2 რუმინეთი 1 რუმინეთის დროშა 1 1 1 2 0,5 2 2 10,5
3 გდრ 0,5 1 გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა 1,5 1,5 1,5 1,5 1 1,5 10
4 უნგრეთი 1 1 0,5 უნგრეთის დროშა 0,5 1 1,5 1,5 1,5 8,5
5 ბულგარეთი 1 1 0,5 1,5 ბულგარეთის დროშა 1 1 0 2
6 იუგოსლავია 1 0 0,5 1 1 იუგოსლავიის დროშა 1,5 2 0,5 7,5
7 ინგლისი 0,5 1,5 0,5 0,5 1 0,5 ინგლისის დროშა 1 1,5 7
8 გფრ 0,5 0 1 0,5 2 0 1 გერმანიის დროშა 1 6
9 ნიდერლანდები 0 0 0,5 0,5 0 0,5 0,5 1 ნიდერლანდების დროშა 4

ჩემპიონის შედეგები მატჩების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა: სსრკ სსრკ საფრანგეთის დროშა ნიდერლანდების დროშა ჩეხოსლოვაკიის დროშა ფინეთის დროშა რუმინეთის დროშა ირლანდიის დროშა ინგლისის დროშა რუმინეთის დროშა გერმანიის დროშა ნიდერლანდების დროშა იუგოსლავიის დროშა უნგრეთის დროშა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა ბულგარეთის დროშა + = -
ოლღა რუბცოვა 1 0,5 1 1 0,5 1 0,5 0,5 0,5 1 0 0,5 1 0,5 9,5 14 6 7 1
კირა ზვორიკინა 1 1 1 1 1 1 1 0,5 1 1 1 0,5 0,5 0,5 12 14 10 4 0

პრიზიორთა შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა: რუმინეთი რუმინეთი

მარია პოგორევიჩი - 8,5 (+6=5-3),მარგარეტა ტეოდორესკუ - 9 (+6=6-2).

დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ

ედიტ კელერ-გერმანი - 10,5(+8=5-1),ურსულა ალტრიჰტერი - 9,5 (+6=7-1).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
კრისტინა ჰოული დროშა: პოლონეთი პოლონეთი 9 11 81,9
ედიტ კელერ-გერმანი დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ 10,5 14 75,0
გიზელა გრესერი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 7,5 11 68,2
მეორე დაფა ქვეყანა %
კირა ზვორიკინა დროშა: სსრკ სსრკ 12 14 85,7
კვეტა ერეტოვა დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია 12 14 85,7
ჯეკილაინ პიატიგორსკი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 7,5 11 68,2

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თენგიზ გიორგაძე. ქართული ჭადრაკის მატიანე. თბილისი, ,,განათლება’’ 1995.
  • თენგიზ გიორგაძე. საჭადრაკო ოლიმპიადების ჩემპიონები. თბილისი. ,,ცოდნა’’ 1984.
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]