ტიგრან პეტროსიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიგრან პეტროსიანი

ტიგრან პეტროსიანი 1962 წელს
დაბადების სახელი ტიგრან პეტროსიანი
დაბადების თარიღი 19 ივნისი, 1929 წელი
თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 13აგვისტო, 1984 წელი
ეროვნება სომეხი

ტიგრან ვართანის ძე პეტროსიანი (სომხ. Տիգրան Պետրոսյան; დ. 17 ივნისი, 1929, თბილისი — გ. 13 აგვისტო, 1984, მოსკოვი) — სომეხი საბჭოთა მოჭადრაკე, სსრკ და საერთაშორისო დიდოსტატი (1952), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960), სსრკ (1959, 1961, 1969, 1977) და მსოფლიოს ჩემპიონი (1963-1966, მიხეილ ბოტვინიკთან მატჩის მოგების შემდეგ და 1966-1969, სპასკისთან მატჩის მოგების შემდეგ). ხშირად მოიხსენიებენ მისი სახელის რუსული ვერსიით „ტიგრან ვარტანოვიჩ პეტროსიანი“ (რუს. Тигран Вартанович Петросян). მისი თამაშის სტილის გამო „რკინის ტიგრანი“ შეარქვეს, ვინაიდან მისი თავდაცვა თითქმის შეუღწევადი იყო.

ჭადრაკს ეზიარა ბ. ძნელაძის სახელობის თბილისის პიონერთა სასახლის საჭადრაკო სექციაში; მისი პირველი მწვრთნელი იყო არჩილ ებრალიძე. პეტროსიანი პოზიციური სტილის მოჭადრაკე იყო, 1958-1974 წლებში იყო სსრკ საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი; 1969-1976 წლებში ყოველკვირეული „64-ის“ (გაზეთ „სოვეტსკი სპორტის“ დამატება) რედაქტორი. ავტორია წიგნისა „ჭადრაკი და ფილოსოფია“ (1969). დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]