საჭადრაკო ოლიმპიადა 1974

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

6 - 30 ივნისი 1974 ნიცა, საფრანგეთი

1972 წლის სკოპიეს კონგრესზე ფიდემ გადაწყვიტა მორიგი ოლიმპიადის ჩატარება საფრანგეთისთვის მიენდო. თავად საფრანგეთში გამოცხადებულ კონკურსში კი ნიცამ გაიმარჯვა. მასპინძლები სრული სერიოზულობით მოეკიდნენ ტურინირს და შესანიშნავი ორგანიზება გაუკეთეს ოლიმპიადას. მოჭადრაკეებს სათამაშოდ გამოფენათა დარბაზი დაუთმეს, რომელიც ზომით 16 ათასი კვადრატული მეტრი იყო და რომელშიც სრული საფეხბურთო მოედანი, რამდენიმე საკალათბურთო მოედანი და საჩოგბურთო კორტი თავისუფლად მოეწყობოდა. გუნდები ტრადიციულად, თავდაპირველად ქვეჯგუფებში არკვევდნენ თუ ვის რომელ ფინალში უნდა ეთამაშა. უნდა აღინიშნოს, რომ ბრძოლამ ქვეჯგუფებში რამდენიმე სიურპრიზიც მოიტანა. ასე მაგალითად პირველ ქვეჯგუფში უელსელებმა მთავარი ფინალის მიღმა დატოვეს პოლონელები. მეშვიდეში, ეუგენიო ტორეს წარმატებული თამაშის წყალობით უკან ჩამოიტოვეს ისრაელისა და საფრანგეთის გუნდები. ძირითდად კი ფინალში ის გუნდები მოხვდნენ, რომლებიც ტონს იძლეოდნენ ბოლო ოლიმპიადებში.

მთავარი ფავორიტები ისევ საბჭოთა მოჭადრაკეები იყვნენ, რომელთა გუნდში ერთი დებიუტანტი, გენადი კუზმინი, გამოდიოდა. იგივე შემადგენლობა ჰყავდათ უნგრელებს. იუგოსლავიის გუნდში აღარ იყვნენ ალექსანდრე მატანოვიჩი და მილან მატულოვიჩი. ისინი პლანციცმა და ველიმიროვიჩმა შეცვალეს. კვლავ გამოჩნდა გუნდში ბრუნო პარმა. ამერიკელთა გუნდში გამოჩნდა ყოფილი ავსტრალიელი, უოლტერ ბრაუნი, გუნდს დაუბრუნდა უილიამ ლომბარდიც. სწორედ ამ გუნდებმა გაითამაშეს საპრიზო ადგილები, თუმცა უკვე მეოთხე-მეხუთე ტურებიდან მოყოლებული საბჭოელები სულ ორი-სამი ქულით იყვნენ წინ და ფაქტობრივად ბრძოლა პირველი ადგილისათვის აღარც გამართულა. მოულოდნელად სუსტად გამოვიდნენ უნგრელები, რომლებიც ფაქტობრივად არც ჩარეულან საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლაში. იუგოსლავიელებმაც ადრევე დაიბევეს მეორე ადგილი, აი მესამე ადგილისათვის კი დიდი ბრძოლა გაჩაღდა ბულგარელებსა და ამერიკელებს შორის. ბოლო ტურის წინ ამერიკელებს 34 ქულა ჰქონდათ, ბულგარელებს - 33,5. პირველები ჩეხებს ხვდებოდნენ, მეორენი კი ესპანელებს. ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ ორივე მატჩში სამ-სამი პარტია იყო დამთავრებული, რომლებშიც ბულგარელებმა 2,5, ხოლო ამერიკელებმა - 2 ქულის მოპოვება შეძლეს. გადადებულ პარტიაში იანსას აშკარად მოსაგები პოზიცია ჰქონდა რობერტ ბირნთან, მაგრამ შეცდა და ამერიკელმა შეძლო ყაიმის მიღწევა. დიდხანს ეძებდა მოგების გზებს ტრინგოვი ვიზერთან, მაგრამ ეს უკანასკნელი კარგად იცავდა თავს და აქაც ყაიმი. საბოლოოდ ორივე გუნდმა ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს. კოეფიციენტების წყალობით კი მესამე საპრიზო აგილი ამერიკელებს მიეკუთვნათ.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობდა 73 ქვეყნის ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები რვა ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-XVI ადგილები). დანარჩენები B, C, D და E ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XVII-XXXII, XXXIII-XLVII, XLVIII-LXIII და LXIV-LXXIII. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

პირველი ეტაპი

მეორე ეტაპი

  • LXIV-LXXIII ადგილები

64.როდეზიის დროშა როდეზია - 28,5 65.დროშა: ერაყი ერაყი - 24 66.ნიდერლანდების ანტილის კუნძულების დროშა ნიდერლანდის ანტილები - 21 67.დროშა: იაპონია იაპონია - 20 68.დროშა: კვიპროსი კვიპროსი - 19 69.ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო - 18 70.დროშა: ალჟირი ალჟირი - 17 71.დროშა: ანდორა ანდორა - 13 72.დროშა: ბაჰამის კუნძულები ბაჰამის კუნძულები - 11 73.ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების დროშა ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები - 10,5

  • (ალჟირის ნაკრები ოლიმპიადაში ჩაება მეორე ეტაპიდან. ამიტომ ფიდე-მ იგი მეხუთე ფინალურ ჯგუფში განაწესა)
  • XLIX-LXIII ადგილები

48. პაკისტანი - 49,5 49.პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო - 44,5 50.დროშა: დომინიკელთა რესპუბლიკა დომინიკანელთა რესპუბლიკა - 43,5 51.ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი - 38,5 52.ლიბანის დროშა ლიბანი - 35 53.დროშა: ურუგვაი ურუგვაი - 35 54.პანამის დროშა პანამა - 33 55.მონაკოს დროშა მონაკო - 29,5 56.მალტის დროშა მალტა - 29 57.ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი - 27,5 58.ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები - 27,5 59.დროშა: მალაიზია მალაიზია - 24,5 60.დროშა: მაროკო მაროკო - 21,5 61.იორდანიის დროშა იორდანია - 17,5 62.გერნზის დროშა გერნზი - 12 63.დროშა: ამერიკის ვირჯინიის კუნძულები ამერიკის ვირჯინიის კუნძულები - 12

  • XXXIII-XLVII ადგილები

33.დროშა: ავსტრალია ავსტრალია - 39 34.დროშა: ირანი ირანი - 34,5 35.დროშა: ბრაზილია ბრაზილია - 32,5 36.დროშა: მონღოლეთი მონღოლეთი - 31,5 37.დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია - 30,5 38.დროშა: ჩილე ჩილე - 30 39.დროშა: ინდონეზია ინდონეზია - 29,5 40.საბერძნეთის დროშა საბერძნეთი - 27,5 41.მექსიკის დროშა მექსიკა - 27,5 42.დროშა: თურქეთი თურქეთი - 27 43.დროშა: სინგაპური სინგაპური - 25 44.ვენესუელის დროშა ვენესუელა - 24,5 45.დროშა: ახალი ზელანდია ახალი ზელანდია - 23 46.დროშა: ეკვადორი ეკვადორი - 22 47.სირიის დროშა სირია - 16

  • (სამხრეთ აფრიკის ნაკრები ფიდემ აპარტეიდის გამო გარიცხა თავისი რიგენიდან და ბოლო სამი ტურის მატჩი ამ გუნდს აღარ ჩაუტარებია. მათი შედეგები გაუქმდა. ამ დროისათვის აფრიკელებს 27,5 ქულა ჰქონდათ)
  • XVII-XXXII ადგილები

17.ისრაელის დროშა ისრაელი - 40,5 18.დროშა: ავსტრია ავსტრია - 38,5 19.იტალიის დროშა იტალია - 38 20.დროშა: კოლუმბია კოლუმბია - 32,5 21.დროშა: ნორვეგია ნორვეგია - 32 22.ისლანდიის დროშა ისლანდია - 32 23.დროშა: პოლონეთი პოლონეთი - 32 24.დროშა: კანადა კანადა - 31 25.დროშა: კუბა კუბა - 31 26.დროშა: დანია დანია - 31 27.დროშა: შვეიცარია შვეიცარია - 29 28.დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი - 27 29.დროშა: შოტლანდია შოტლანდია - 25,5 30.დროშა: ბელგია ბელგია - 23 31.დროშა: პორტუგალია პორტუგალია - 19,5 32.დროშა: ტუნისი ტუნისი - 32

  • (მატჩი ისრაელი - ტუნისი არ ჩატარებულა და შედეგი, 3-1, დადგინდა ელო-ს კოეფიციენტების მიხედვით)

I-XII ადგილები

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანატოლი კარპოვი 12 (+10=4-0), ვიქტორ კორჩნოი 11,5 (+8=7-0), ბორის სპასკი 11 (+7=8-0), ტიგრან პეტროსიანი 12,5 (+11=3-0), მიხეილ ტალი 11,5 (+8=7-0), გენადი კუზმინი 12,5 (+10=5-0)

სვეტოზარ გლიგორიჩი 10 (+5=10-2), ლუბომირ ლუბოევიჩი 9,5 (+6=7-2), ბორესლავ ივკოვი 12(+8=8-1), ალბინ პლანჩიჩი 11,5 (+9=5-1), დრაგოლუბ ველიმიროვიჩი 9 (+8=2-2), ბრუნო პარმა 9(+6=6-0).

ლუბომირ კავალეკი 8,5 (+5=7-3), რობერტ ბირნი 12 (+8=8-0), უოლტერ შონ ბრაუნი 10,5 (+7=7-3), სამუელ რეშევსკი 7 (+5=4-2), უილიამ ლომბარდი 11 (+9=4-3), ჯეიმზ ედვარდ ტარჯანი 11 (+9=4-0).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
ანატოლი კარპოვი დროშა: სსრკ სსრკ 12 14 85,7
ალბერტო დელგადო დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა 16,5 22 75,0
ეუგენიო ტორე ფილიპინების დროშა ფილიპინები 14 19 73,7
სერჯიო მარიოტი იტალიის დროშა იტალია 14 19 73,7
მეორე დაფა ქვეყანა %
ანდრეას დიუკშტეინი დროშა: ავსტრია ავსტრია 10 12 83,3
ზაჰრიდინ ფაროოგუი პაკისტანის დროშა პაკისტანი 16,5 21 78,6
ვიქტორ კორჩნოი დროშა: სსრკ სსრკ 11,5 15 76,7
მესამე დაფა ქვეყანა %
ბორის სპასკი დროშა: სსრკ სსრკ 11 15 73,3
ბორესლავ ივკოვი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 12 17 70,6
გენადი სოსონკო დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 10,5 15 70,0
მეოთხე დაფა ქვეყანა %
ტიგრან პეტროსიანი დროშა: სსრკ სსრკ 12,5 14 89,3
მიჰაელ ვუუდჰამსი დროშა: ავსტრალია ავსტრალია 15,5 18 86,1
შიმონ კაგანი ისრაელის დროშა ისრაელი 13 16 81,3
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
მიხეილ ტალი დროშა: სსრკ სსრკ 11,5 15 76,7
დრაგოლუბ ველიმიროვიჩი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 9 12 75,0
ბორის დე გრეიფი დროშა: კოლუმბია კოლუმბია 9 12 75,0
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ჯეიმზ ედვარდ ტარჯანი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 11 13 84,6
ფრანსუაზ კუიპერსი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 11 13 84,6
გენადი კუზმინი დროშა: სსრკ სსრკ 12,5 15 83,3

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Б. Туров Пять Шахматных олимпиад. Москва. изд. ,,ФиС’’ 1984
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]