საჭადრაკო ოლიმპიადა 1984

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

18 ნოემბერი - 5 დეკემბერი 1984 სალონიკი, საბერძნეთი

სალონიკში 87 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბა. საბჭოთა მოჭადრაკეებმა, რომელთა შორის არ იყვნენ არც ანატოლი კარპოვი, და არც გარი კასპაროვი, ბრწყინვალე სტარტი აიღეს. პირველ სამ ტურში ქულათა მაქსიმუმი, 12, დააგროვეს. მართალია პირველ ორ ტურში მეტოქეები, როგორც შვეიცარიულ სისტემას სჩვევია, სუსტები (მალაიზია და კოლუმბია) იყვნენ და მათთან 4-4 ქულის აღება არავის გაკვირვებია, მაგრამ მესამე ტურში უნგრელთა 4-0 განადგურება უკვე სერიოზული განაცხადი იყო. სამი ტურის შემდეგ სხვაობა მდევართან ორ ქულას შეადგენდა. ექვსი ტურის შემდეგ - სამს, ხოლო მერვე ტურის შემდეგ - ოთხს. დარჩენილ ექვს ტურში საბჭოთა მოჭადრაკეებმა ეს სხვაობა შეინარჩუნეს და მეთოთხმეტედ მოიპოვეს ჰამილტონ-რასელის თასი.

სამაგიეროდ დიდი ბრძოლა გაჩაღდა მეორე და განსაკუთრებით მესამე ადგილისათვის. ამ ბრძოლაში ტონს ინგლისელები იძლეოდნენ, რომელთა ახალგაზრდულ გუნდში პირველად გამოჩნდა ნაიჯელ შორტი. ინგლისელებს დიდხანს წარმატებით ებრძოდნენ ამერიკელები, რომელთა პირველ დაფაზე თბილისელი მოჭადრაკე, რომან ჯინჯიხაშვილი თამაშობდა. მეცხრე ტურში სწორედ ჯინჯიხაშვილის გამარჯვებამ ალექსანდრე ბელიავსკისთან, მოუტანა გამარჯვება ამერიკის ნაკრებს საბჭოთა გუნდთან. თერთმეტი ტურის შემდეგ ამერიკელები ქულანახევრით უსწრებდნენ ინგლისელებს და თითქოს მეორე ადგილიც შორს აღარ იყო, მაგრამ ბოლო სამ ტურში ინგლისელებმა 10 ქულა აიღეს, რასაც ამერიკელებმა 6,5 ქულით უპასუხეს. ის კი არა ამერიკელები მესამე ადგილსაც დაკარგავდნენ უნგრელებს ბოლო ტურში კუბელები რომ დაემარცხებინათ.

სხვა გუნდებიდან აღსანიშნავია რუმინელების (მეხუთე ადგილი) და ფრანგების (მეშვიდე ადგილი) კარგი თამაში. ფრანგებს ამაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, ბორის სპასკიც დაეხმარა, რომელიც პირველ დაფაზე თამაშობდა და რვა ქულით (14-დან) შეეწია თავის ახალ გუნდს.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობდა 87 ქვეყნის 88 ნაკრები გუნდი (ბერძნებმა ორი გუნდი გამოიყვანეს). ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 14 ტურად.

11. დროშა: კუბა კუბა, 12.დროშა: ჩინეთი ჩინეთი, 13.ისრაელის დროშა ისრაელი, 14.დროშა: არგენტინა არგენტინა,

  • 31,5 ქულა

15.ისლანდიის დროშა ისლანდია, 16.ფილიპინების დროშა ფილიპინები,

  • 31 ქულა

17.დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია, 18.დროშა: დანია დანია, 19.დროშა: ბრაზილია ბრაზილია, 20.დროშა: კანადა კანადა,

  • 30,5 ქულა

21.დროშა: პოლონეთი პოლონეთი, 22.დროშა: ავსტრალია ავსტრალია, 23.დროშა: ჩილე ჩილე, 24.დროშა: შოტლანდია შოტლანდია,

  • 30 ქულა

25.დროშა: შვედეთი შვედეთი, 26.დროშა: კოლუმბია კოლუმბია, 27.დროშა: ესპანეთი ესპანეთი, 28.იტალიის დროშა იტალია, 29.ინდონეზიის დროშა ინდონეზია, 30.დროშა: ნორვეგია ნორვეგია, 31.საბერძნეთის დროშა საბერძნეთი, დროშა: შვეიცარია შვეიცარია-2, 32.დროშა: პორტუგალია პორტუგალია,

  • 29,5 ქულა

33.ინდოეთის დროშა ინდოეთი, 34.დროშა: თურქეთი თურქეთი, 35.დროშა: არაბთა გაერთიანებული საამიროები არაბთა გაერთიანებული საამიროები, 36.დროშა: უელსი უელსი, 37.მაროკოს დროშა მაროკო,

  • 29 ქულა

38.დროშა: ავსტრია ავსტრია, 39.დროშა: ფინეთი ფინეთი, 40.დროშა: ბელგია ბელგია, 41.დროშა: ალბანეთი ალბანეთი, 42.სინგაპურის დროშა სინგაპური, 43.მექსიკის დროშა მექსიკა, 44.დროშა: ახალი ზელანდია ახალი ზელანდია, საბერძნეთის დროშა საბერძნეთი-2,

  • 28,5 ქულა

45.დროშა: ეგვიპტე ეგვიპტე, 46.დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა,

  • 28 ქულა

47.ტუნისის დროშა ტუნისი,

  • 27,5 ქულა

48.დროშა: შვეიცარია შვეიცარია, 49.მალაიზიის დროშა მალაიზია, 50.შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა, 51.პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო,

  • 27 ქულა

52.პაკისტანის დროშა პაკისტანი, 53.ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი, 54.დროშა: ერაყი ერაყი,

  • 26,5 ქულა

55.დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია, 56.პარაგვაის დროშა პარაგვაი, 57.ალჟირის დროშა ალჟირი, 58.კვიპროსის დროშა კვიპროსი, 59.უგანდის დროშა უგანდა,

  • 26 ქულა

60.ტაილანდის დროშა ტაილანდი, 61.ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში, 62.ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები, 63.ანდორის დროშა ანდორა, 64.მალტის დროშა მალტა, 65.ლიბანის დროშა ლიბანი, 66.ჰონდურასის დროშა ჰონდურასი,

  • 25,5 ქულა

67.ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი, 68.ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი,

  • 25 ქულა

69.ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე, 70.ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო, 71.ნიგერიის დროშა ნიგერია, 72.სურინამის დროშა სურინამი, 73.ლიბიის დროშა ლიბია, 74.კენიის დროშა კენია,

  • 24,5 ქულა

75.იორდანიის დროშა იორდანია, 76.იამაიკის დროშა იამაიკა,

  • 24 ქულა

77.ანგოლის დროშა ანგოლა, 78.გერნზის დროშა გერნზი, 79.ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების დროშა ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, 80.პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა,

  • 23,5 ქულა

81.იაპონიის დროშა იაპონია,

  • 21,5 ქულა

82.აშშ-ის ვირჯინის კუნძულების დროშა აშშ-ის ვირჯინის კუნძულები,

  • 21 ქულა

83.მონაკოს დროშა მონაკო,

  • 17,5 ქულა

84.ბერმუდის კუნძულების დროშა ბერმუდის კუნძულები,

  • 17 ქულა

85.მალის დროშა მალი,

  • 16 ქულა

86.სან-მარინოს დროშა სან-მარინო,

  • 16 ქულა

87.სენეგალის დროშა სენეგალი,

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ბელიავსკი 8 (+7=2-1), ლევ პოლუგაევსკი 7 (+4=6-0), რაფაელ ვაჰანიანი 8,5 (+7=3-0), ვლადიმერ ტუკმაკოვი 7 (+5=4-1), არტურ იუსუპოვი 5 (+3=4-1), ანდრეი სოკოლოვი 5,5 (+4=3-1).

ენტონი მაილსი 6 (+3=6-3), ჯონ ნანი 10 (+9=2-0), ჯონათნ სპილმენი 5,5 (+4=3-2), მიურეი ჩანდლერი 5,5 (+4=3-2), ჯონათან ენდრიუ მესტელი 7 (+6=2-1), ნაიჯელ შორტი 3 (+1=4-1).

რობერტ ჯინჯიხაშვილი 8 (+6=4-1), ლუბომირ კავალეკი 4,5 (+2=5-1), ლარი კრისტიანსენი 6,5 (+4=5-1), უოლტერ ბრაუნი 3,5 (+1=5-3), ლევ ალბურტი 5 (+3=4-1), ნიკ დე ფირმიანი 7,5 (+6=3-1).

საუკეთესო პერფორმანსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა
ჯონათან ნანი დროშა: ინგლისი ინგლისი 2868
რაფაელ ვაჰანიანი დროშა: სსრკ სსრკ 2809
ალექსანდრე ბელიავსკი დროშა: სსრკ სსრკ 2798

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
კრეიგ ვან ტილბურნი აშშ-ის ვირჯინის კუნძულების დროშა აშშ-ის ვირჯინის კუნძულები 9,5 11 86,4
გოფრეი ბორგი მალტის დროშა მალტა 9 11 81,8
ალექსანდრე ბელიავსკი დროშა: სსრკ სსრკ 8 10 80,0
მეორე დაფა ქვეყანა %
ჯონათან ნანი დროშა: ინგლისი ინგლისი 10 11 90,9
ჯონ ჰარტლი კუპერი დროშა: უელსი უელსი 9 11 72,7
ჯონ რაფაელი ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო 9,5 12 79,2
მესამე დაფა ქვეყანა %
რაფაელ ვაჰანიანი დროშა: სსრკ სსრკ 8,5 10 85,0
ჯონ დელენეი დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია 8 11 77,8
ივან მოროვიჩ-ფერნანდესი დროშა: ჩილე ჩილე 9 13 69,2
მეოთხე დაფა ქვეყანა %
პრიჩა სიმპარაიუნი ტაილანდის დროშა ტაილანდი 8 10 80,0
ჯონ როუელი იამაიკის დროშა იამაიკა 7 9 77,8
ფრენკ ლოჰაეს-ამაუნი ლიბანის დროშა ლიბანი 8,5 11 77,3
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
იოზეფ პინტერი დროშა: უნგრეთი უნგრეთი 7 9 77,8
დეუპერსან გაიადინი სირიის დროშა სირია 7 8 77,8
ხავიერ ოჩოია დროშა: ესპანეთი ესპანეთი 7 9 77,8
ჯონათნ მესტელი დროშა: ინგლისი ინგლისი 7 9 77,8
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
მარიოს სხინისი კვიპროსის დროშა კვიპროსი 7,5 10 75,0
გორდონ კომბენი გერნზის დროშა გერნზი 7,5 10 75,0
ნიკ დე ფირმიანი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 7,5 10 75,0

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]