საჭადრაკო ოლიმპიადა 1966

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

25 ნოემბერი - 20 დეკემბერი 1966 ჰავანა, კუბა

ჯერ კიდევ 1963 წელს კუბამ თავისი კანდიდატურა წარადგინა XVII ოლიმპიადის მასპინძლობაზე. მომდვენო წელს ფიდემ თავის კონგრესზე თანხმობა მისცა კუბელებს და მათაც სერიოზული მზადება დაიწყეს. შეიქმნა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც თვით ფიდელ კასტრო ხელმძღვანელობდა. მოჭადრაკეებს საცხოვრებლად 25 სართულიანი სასტუმრო ,,ჰავანა ლიბრე’’ გამოუყვეს. ამავე სასტუმროს ,,ელჩების დარბაზში’’ მიმდინარეობდა საჭადრაკო ბატალიებიც. ტურნირმა ჰავანაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მას ცნობილი რევოლუციონერი ჩე გევარაც კი ესწრებოდა. მონაწილეთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა და 52-ს მიაღწია. გუნდები ისევ შვიდ ქვეჯგუფად დაყვნენ, საიდანაც ორ-ორი გამარჯვებული გადიოდა ფინალურ ტურნირში. საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში იყო ერთი დებიუტანტი, ლევ პოლუგაევსკი. გუნდს მსოფლიოს ჩემპიონი, ტიგრან პეტროსიანი თავკაცობდა. მის გარდა გუნდში იყვნენ მსოფლიოს ჩემპონობის პრეტენდენტი, ბორის სპასკი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მიხეილ ტალი სსრ კავშირის ჩემპიონი ლეონიდ შტეინი და ვიქტორ კორჩნოი. ამერიკელთა გუნდს სათავეში რობერტ ფიშერი ედგა. გუნდის ხელმძღვანელობამ მეორე დაფაზე თამაში სამუელ რეშევსკის შესთავაზა, რაზედაც უარი მიიღო. კვლავ ძლიერი გუნდები ჰყავდათ იუგოსლავიას, უნგრეთს და ჩეხოსლოვაკიას. სიურპრიზი იყო დასავლეთ გერმანელების, წინა ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორების, არ ჩამოსვლა ჰავანაში.

პირველ ეტაპზე სიურპრიზები არ მომხდარა და ყველა უძლიერესი გავიდა მთავარ ფინალში. ტურნირი კარგად დაიწყეს საბჭოთა და ამერიკელმა მოჭადრაკეებმა. მათ თანდათნ ჩამოიტოვეს დანარჩენი მეტოქეები და დუეტად ლიდერობდნენ ტურნირს. საინტერსო რამ მოხდა მეორე ტურში. ტურის დაწყებამდე სამი საათით ადრე, ამერიკელთა გუნდის წარმომადგენელმა თხოვნით მიმართა მსაჯთა კოლეგიას, რათა მათ რელიგიური მიზეზით გადაეწიათ პეტროსიან - ფიშერის პარტიის დაწყების დრო. აღსანიშნავია რომ ამავე თხოვნით, მათ პირველ ტურშიც მიმართეს ორგანიზატორებს, მაგრამ დანიელი ბენტ ლარსენი წინააღმდეგი წავიდა. მაშინ ამერიკელებმა ფიშერი რობერტ ბირნით შეცვალეს. ახლა კი მათ არ სურდათ საბჭოელებთან თავიანითი ლიდერის გარეშე თამაში და მიიღეს რა უარი ორგანიზატორებისაგან ტურნეზე არ გამოცხადდნენ. ერთი საათის ლოდინის შემდეგ მსაჯთა კოლეგიამ საბჭოელებს ოთხივე დაფაზე მოგება ჩაუთვალა. მაშინ საბჭოთა დელეგაციამ მიიღო გადაწყვეტილება, თავისუფალ დღეს ეთამაშათ ეს მატჩი. იგი მოგვიანებით მართლაც გაიმართა და ოლიმპიური ჩემპიონების გამარჯვებით დასრულდა (ტალმა მოუგო ბირნს). დაწყებული მეექვსე ტურიდან სსრ კავშირის ნაკრები ნელ-ნელა ზრდიდა თავის უპირატესობას და ბოლოსწინა ტურში პირველ ადგილის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ამერიკელები მეორენი იყვნენ, ხოლო უნგრელებმა მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების (ბერგერის ცხრილით) წყალობით აჯობეს იუგოსლავიელებს.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობდა 52 ქვეყნის ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები შვიდ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-XIV ადგილები). დანარჩენები B, C და D ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XV-XXVIII, XXIX-XLII XLIII-LII ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

პირველი ეტაპი

მეორე ეტაპი

  • XLIII-XLII ადგილები

43.სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - 28 44.მექსიკის დროშა მექსიკა - 24,5 45.დროშა: ბოლივია ბოლივია - 22 46.მონაკოს დროშა მონაკო - 20 47.დროშა: მაროკო მაროკო - 19,5 48.დროშა: ნიკარაგუა ნიკარაგუა - 17 49.პანამის დროშა პანამა - 16,5 50.ლიბანის დროშა ლიბანი - 11 51.დროშა: კვიპროსი კვიპროსი - 11 52.ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი - 10,5

  • XXIX-XLII ადგილები

29.იტალიის დროშა იტალია - 38 30.დროშა: მონღოლეთი მონღოლეთი - 33,5 31.ფილიპინების დროშა ფილიპინები - 31 32.საბერძნეთის დროშა საბერძნეთი - 29 33.დროშა: ურუგვაი ურუგვაი - 28 34.დროშა: ტუნისი ტუნისი - 26,5 35.დროშა: თურქეთი თურქეთი - 25,5 36.ვენესუელის დროშა ვენესუელა - 25 37.დროშა: პორტუგალია პორტუგალია - 25 38.დროშა: ჩილე ჩილე - 23,5 39.დროშა: ეკვადორი ეკვადორი - 23,5 40.დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია - 21 41.პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო - 18,5 42.ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი - 16

  • XV-XXVIII ადგილები

15.დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები - 37 16.დროშა: პოლონეთი პოლონეთი - 31,5 17.დროშა: ავსტრია ავსტრია - 30 18.დროშა: შვეიცარია შვეიცარია - 28,5 19.ისრაელის დროშა ისრაელი - 28,5 20.დროშა: ფინეთი ფინეთი - 28 21.დროშა: ინგლისი ინგლისი - 27,5 22.დროშა: კოლუმბია კოლუმბია - 27,5 23.დროშა: კანადა კანადა - 25,5 24.დროშა: შვედეთი შვედეთი - 24,5 25.დროშა: ბელგია ბელგია - 23 26.დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი - 20 27.დროშა: ინდონეზია ინდონეზია - 18 28.დროშა: შოტლანდია შოტლანდია - 15,5

I-XVI ადგილები

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიგრან პეტროსიანი 12,5 (+10=3-0), ბორის სპასკი 10 (+5=10-0), მიხეილ ტალი 12 (+11=2-0), ლეონიდ შტეინი 9 (+7=4-1), ვიქტორ კორჩნოი 10,5 (+9=3-1), ლევ პოლუგაევსკი 11 (+8=6-0),

რობერტ ფიშერი 15 (+14=2-1), რობერტ ბირნი 6,5 (+3=7-3), პალ ბენკო 8 (+4=8-0), ლარი ევანზი 10,5 (+6=9-0), უილიამ ადისონი 5 (+5=0-4), ნიკოლას როსოლიმო 7 (+5=4-1).

ლაიოშ პორტიში 11,5 (+8=7-1), ლასლო საბო 11 (+7=8-0), იშტვან ბილეკი 11,5 (+8=7-0), ლევენტ ლენდიელი 4 (+2=4-4), დიოჟე ფორინტოში 8 (+7=2-3), ლასლო ბარცა 11 (+10=2-0)

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
ტიგრან პეტროსიანი დროშა: სსრკ სსრკ 11,5 13 88,5
რობერტ ფიშერი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 15 17 88,2
ვოლფგანგ ულმანი დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ 13 18 72,2
კარლ ოჰანენი დროშა: ფინეთი ფინეთი 13 18 72,2
მეორე დაფა ქვეყანა %
ოსკარ პანო დროშა: არგენტინა არგენტინა 14 18 77,8
ლასლო საბო დროშა: უნგრეთი უნგრეთი 11 15 73,3
ჰეიკო ვესტერინენი დროშა: ფინეთი ფინეთი 14,5 20 72,5
მესამე დაფა ქვეყანა %
მიხეილ ტალი დროშა: სსრკ სსრკ 12 13 92,3
როსენდო ბალინასი ფილიპინების დროშა ფილიპინები 15,5 20 77,5
იშტვან ბილეკი დროშა: უნგრეთი უნგრეთი 11,5 15 76,7
მეოთხე დაფა ქვეყანა %
კრისტიან ლანგევეგი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 12 15 80,0
ალექსანდრ მატანოვიჩი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 10,5 14 75,0
ლეონიდ შტეინი დროშა: სსრკ სსრკ 9 12 75,0
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ვიქტორ კორჩნოი დროშა: სსრკ სსრკ 10,5 13 80,8
მილან მატულოვიჩი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 12 15 80,0
ჰანს რეე დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 11 15 73,3
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ლასლო ბარცა დროშა: უნგრეთი უნგრეთი 11 12 91,7
ლევ პოლუგაევსკი დროშა: სსრკ სსრკ 11 14 78,6
ისმეთ იბრაგიმოღლუ დროშა: თურქეთი თურქეთი 10 13 76,9

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]