საჭადრაკო ოლიმპიადა 1954

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

4 - 25 სექტემბერი 1954 ამსტერდამი, ნიდერლანდები

ფიდეს 1952 წლის ჰელსინკიში გამართულმა კონგრესმა, დააკმაყოფილა რა არგენტინის საჭადრაკო ფედერაციის თხოვნა, გადაწყვიტა მომდევნო, XI ოლიმპიადა ბუენოს-აირესში ჩატარებულიყო. თავდაპირველად ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ შეჯიბრების დაწყებამდე ერთი თვით ადრე არგენტინიდან მოვიდა შეტყობინება რომ, უსახსრობის გამო არგენტინელები უარს ამბობდნენ ოლიმპიადის ჩატარებაზე. ამ სიტუაციაში ფიდე ჰოლანდიის საჭადრაკო ფედრაციამ იხსნა, რომელმაც უმოკლეს დროში შეძლო მომზადება ოლიმპიადის მისაღებად. ამსტერდამში ყველა ფავორიტი ჩამოვიდა. არ იყვნენ მხოლოდ ამერიკელები, რომლებმაც თავისი არყოფნა უსახსრობით ახსნეს.

ტურნირი ისევ ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე ყველაფერი ისე დამთვრდა, როგორც მოსალოდნელი იყო. ფავორიტები უპრობლემოდ გავიდნენ მთავარ ფინალში. საბჭოთა კავშირის გუნდი რაღა თქმა უნდა უპირველესი ფავორიტი იყო. მხოლოდ პირველი ოთხი ტური მიყვნენ იუგოსლავიელები საბჭოელებს, მერე და მერე კი სხვაობა ყოველ ტურში იზრდებოდა და პრაქტიკულად მეშვიდე ტურის შემდეგ გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი იყო. სამაგიეროდ დიდი ბრძოლა გაჩაღდა მეორე ადგილისათვის. იუგოსლავიის და არგენტინის გუნდები მონაცველეობით იკავებდნენ ადგილს სატურნირო ცხრილში საბჭოთა გუნდის შემდეგ. საბოლოოდ მეორე ადგილი სამხრეთამერიკელებს დარჩათ, რომლებმაც მხოლოდ ბოლო ტურში აჯობეს მეტოქეს ნახევარი ქულით.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობდა 25 ქვეყნის 26 ნაკრები გუნდი (კვლავ ცალკე გუნდად თამაშობდა საარის ნაკრები). ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები ოთხ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მესამე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-IX ადგილები). დანარჩენები B ფინალურ ტურნირში იბრძოდნენ XIII-XVI ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

პირველი ეტაპი

მეორე ეტაპი

  • XIX-XXV ადგილები

13.დროშა: შვეიცარია შვეიცარია - 37 14.დროშა: კანადა კანადა - 36 15.დროშა: ავსტრია ავსტრია - 36 16.დროშა: დანია დანია - 34,5 17.იტალიის დროშა იტალია - 28,5 18.დროშა: კოლუმბია კოლუმბია - 27,5 19.დროშა: ბელგია ბელგია - 27 20.დროშა: ფინეთი ფინეთი - 26,5 21.დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი - 26 22.დროშა: გერმანია გერმანია (საარი) - 24 23.დროშა: ნორვეგია ნორვეგია - 22 24.საბერძნეთის დროშა საბერძნეთი - 21 25.დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია - 11 26.ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი - 7

I-XII ადგილები

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ ბოტვინიკი 8,5 (+6=5-0), ვასილი სმისლოვი 9 (+8=6-0), დავიდ ბრონშტეინი 10,5 (+7=7-0), პაულ კერესი 13,5 (+13=1-0), ეფიმ გელერი 5 (+4=2-1), ალექსანდრე კოტოვი 4 (+4=0-2)

მიგელ ნაიდორფი 10,5 (+7=7-1), ხულიო ბოლბოჩანი 11,5 (+8=7-0), ოსკარ პანო 6,5 (+3=7-3), კარლოს ენრიკე გიმარი 4 (+3=2-1), ნესტორ დეკიუ როსეტო 4,5 (+3=3-2), ჰერმან პილნიკი 4 (+3=2-2)

ვასია პირცი 7,5 (+3=9-1), სვეტოზარ გლიგორიჩი 8 (+4=8-2), პეტარ ტრიფუნოვიჩი 7 (+3=8-1), ბრასლავ რაბარი 3 (+1=4-3), ანდრია ფუდერერი 8,5 (+6=5-1), ალექსანდრ მატანოვიჩი 6,5 (+5=3-1)

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
მიხეილ ბოტვინიკი დროშა: სსრკ სსრკ 8,5 11 77,3
იოზეფ კუპერი დროშა: შვეიცარია შვეიცარია 10 14 71,4
ბენტ ლარსენი დროშა: დანია დანია 13,5 19 71,1
მეორე დაფა ქვეყანა %
ფრანკ ანდერსონი დროშა: კანადა კანადა 14 17 82,4
ხულიო ბოლბოჩანი დროშა: არგენტინა არგენტინა 11,5 15 76,7
ვასილი სმისლოვი დროშა: სსრკ სსრკ 9 12 75,0
მესამე დაფა ქვეყანა %
გედეონ ბარცა დროშა: უნგრეთი უნგრეთი 12,5 16 78,1
დავიდ ბრონშტეინი დროშა: სსრკ სსრკ 10,5 14 75,0
პალ ნილსენი დროშა: დანია დანია 11,5 16 71,9
მეოთხე დაფა ქვეყანა %
პაულ კერესი დროშა: სსრკ სსრკ 13,5 14 96,4
ედვინ ბრედი დროშა: შვეიცარია შვეიცარია 10 13 76,9
ფრანცისკო სკაფარელი იტალიის დროშა იტალია 12,5 17 73,5
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ეფიმ გელერი დროშა: სსრკ სსრკ 5 7 71,4
ანდრია ფუდერერი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 8,5 12 70,8
ზოლტან კოვაჩი დროშა: ავსტრია ავსტრია 9 13 69,2
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
სილვიან ბურსტეინი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 8,5 11 77,3
ედგარ ვალტერი დროშა: შვეიცარია შვეიცარია 9,5 13 73,1
ალექსანდრ მატანოვიჩი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 6,5 9 72,2

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]