საჭადრაკო ოლიმპიადა 1928

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

21 ივლისი - 5 აგვისტო 1928 ჰააგა, ნიდერლანდები

ერთი წლის შემდეგ ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში 17 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბა. მონაწილეთა შორის გამოჩნდნენ ამერიკელები და პოლონელები. ამით ფავორიტთა რიგები გაიზარდა. სწორედ მათ უნდა გაეწიათ მეტოქეობა უნგრელებისათვის, რომელთაც ამ ოლიმპიადზე გეზა მაროცი აკლდათ და საერთოდაც სათადარიგო მოთამაშის გარეშე თამაშობდნენ. უნდა გაეწიათ, მაგრამ ვერ გაუწიეს. უნგრელებმა ამჯერად უფრო დამაჯერებლად მოიგეს ოლიმპიადა და მთელი 4,5 ქულით გაუსწრეს ამერიკელთა გუნდს. აშშს გუნდში ბრწყინვალედ ითამაშა 23 წლის ისააკ კეჟდენმა, რომელმაც 12 პარტია მოიგო 15-დან. ამერიკელთა კეჟდენს სათანადოდ ვერ აუბეს მხარი თანაგუნდელებმა. თუ უნგრელები მატჩების უმრავლესობას სამი ქულით იგებდნენ, ამერიკელები ან 2,5 ქულით იგებდნენ ანაც სულაც ფრედ ამთავრებდნენ მატჩს. იგივე გრაფიკით თამაშობდნენ პოლონელებიც. სწორედ ამან განაპირობა უნგრელთა უპირატესობა. დაფებზე გამარჯვებულნი ისევ ვერ გამოვლინდნენ და საუკეთესონი ჩატარებული პარტიების და მოგროვილი ქულების მიხედვით გამოვლინდა.

ოლიმპიადის დღეებში გაიმართა ფიდეს მორიგი კონგრესი, რომლეზედაც უნდა გადაწყვეტილიყო მოჭადრაკეთა შორის პროფესინალიზმის საკითხი. ამ დისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ ხმა მისცა ყველა დელეგაციამ და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდა, რომ მოჭადრაკეთა შორის არავითარი დაყოფა პროფესიონალებად და მოყვარულებად აღარ იარსებებდა.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობდა 17 ქვეყნის ნაკრები. ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეზა ნადი 11,5 (9=5-2), ანდრე შტეინერი 11,5 (+10=3-3), არპად ვაიდა 10,5 (+6=9-1), კორნელ გავაში 10,5 (+6=9-1),

ისააკ კეჟდენი 13 (+12=2-1), ჰერმან სტეინერი 10,5 (+6=9-1), სამუელ ფაქტორი 6,5 (+4=5-2), ერინგ ტოლფსენი 6,5 (+4=5-4), მილტონ ჰანაუერი 3 (+1=4-4)

კაზიმეჟ მაკარჩუკი 8 (+5=6-5), პაულინ ფრიდმანი 6,5 (+6=1-5), თეოდორ რეგეძინსკი 10 (+8=4-1), მიაჩესლავ ჰვოინიკი 6 (+4=4-3), აბრამ ბლასი 6,5 (+4=5-3).

საუკეთესო ინდივიდუალური მაჩვენებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# მოჭადრაკე ქვეყანა ქულა პარტია პროცენტი
1 ისააკ კეჟდენი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 13 15 86,7
2 ანდრე მიუფანი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 12,5 16 78,1
3 თეოდორ რეგეძინსკი დროშა: პოლონეთი პოლონეთი 10 13 76,9
4 ანდრე შტეინერი დროშა: უნგრეთი უნგრეთი 11,5 16 71,9
5 გეზა ნადი დროშა: უნგრეთი უნგრეთი 11,5 16 71,9
6 უილიამ რივიერი დროშა: შვეიცარია შვეიცარია 7,5 11 68,2

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]