შინაარსზე გადასვლა

ჰეიკე კამერლინგ-ონესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰეიკე კამერლინგ-ონესი
ნიდერლ. Heike Kamerlingh
დაბ. თარიღი 21 სექტემბერი, 1853(1853-09-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბ. ადგილი გრონინგენი[13] [8] [11]
გარდ. თარიღი 21 თებერვალი, 1926(1926-02-21)[13] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] [10] [11] [12] (72 წლის)
გარდ. ადგილი ლეიდენი[14]
დასაფლავებულია Kerkhof Dorpskerk Voorschoten
მოქალაქეობა  ნიდერლანდების სამეფო[6]
საქმიანობა ფიზიკოსი, გამომგონებელი, პროფესორი, უნივერსიტეტის პროფესორი[6] [8] და მეცნიერი[14]
მუშაობის ადგილი ლეიდენის უნივერსიტეტი[6] [8]
ალმა-მატერი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და გრონინგენის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების მაგისტრი, ფილოსოფიის დოქტორი და დოქტორის ხარისხი[8]
მეუღლე Maria Adriana Wilhelmina Elisabeth Bijleveld
მამა Harm Kamerlingh Onnes[15]
დედა Anna Gerdina Coers[15]
შვილ(ებ)ი Albert Kamerlingh Onnes[15]
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში[16] [17] , რუმფორდის მედალი[18] , მატეუჩის მედალი, ფრანკლინის მედალი და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[19]
გავლენა მოახდინეს

ჰეიკე კამერლინგ-ონესი (ნიდერლ. Heike Kamerlingh Onnes; დ. 21 სექტემბერი 1853 — გ. 21 თებერვალი 1926) — ნიდერლანდელი ფიზიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი. იკვლევდა ნივთიერებების თვისებებს დაბალ ტემპერატურებზე. პირვალად შეძლო თხევადი ჰელიუმის მიღება. ხოლო 1911 წელს აღმოაჩინა ზეგამტარობა.[20]

ჰეიკე კამერლინგ-ონესი დაიბადა ნიდერლანდში, გრონინგენში, მამამისის — აგურების საამქროს მფლობელის ჰარმ კამერლინგ-ონესისა და დედამისის — ანა გერდინა კოერსის ოჯახში.

1870 წლიდან, კამერლინგ-ონესი სწავლობდა გრონინგენის უნივერსიტეტში, ხოლო 1971-1973 წლებში გუსტავ კირხოფისა და რობერტ ბუნზენის ხელმძღვანელობით ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. მოგვიანებით იგი დაბრუნდა გრონინგენში და 1879 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „დედამიწის ბრუნვის ახალი მტკიცებულებები“.

კამერლინგ-ონესს ჰყავდა მეუღლე მარია ადრიანა ვილჰელმინა ელისაბეთ ბეილეველდი (დაქორწინდნენ 1887 წელს) და ერთი ვაჟი, სახელად ალბერტი. მისი ძმა, მენსო კამელინგ-ონესი (1860-1925) იყო ცნობილი მხატვარი და მხატვარ ჰარმ კამერლინგ-ონესის მამა, ხოლო და ჯენი იყო ცნობილი მხატვრის, ფლორის ვერსტერის მეუღლე (1861-1927).

1882-1923 წლებში კამერლინგ-ონესი იყო პროფესორი ლეიდენის უნივერსიტეტში. 1904 წელს მან დააარსა ძალიან დიდი კრიოგენული ლაბორატორია, რის შემდეგაც დიდი ავტორიტეტი მოიპოვა სამეცნიერო წრეებში. დღეს, ეს ლაბორატორია კამერლინგ-ონესის სახელს ატარებს.[21]

1910 წელს, კამერლინგ-ონესი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც შეძლო თხევადი ჰელიუმის მიღება (−269 °C, 4.2 K), ხოლო წნევის შემცირების გზით თხევადი ჰელიუმის ტემპერატურა 1.5 K-მდე დაიყვანა. ეს იყო რეკორდულად დაბალი ტემპერატურა იმ დროისთვის. ის ტექნიკა, რითაც კამერლინგ-ონესმა ჰელიუმი გაათხიერა დღეს ლეიდენში, ბორჰაავის მუზეუმში ინახება.[21]

1911 წელს, კამერლინგ-ონესმა გაზომა ვერცხლისწყლის წინაღობა თხევადი ჰელიუმის ტემპერატურაზე. ზოგიერთი მეცნიერი, მათ შორის ლორდი კელვინი ფიქრობდა რომ, აბსოლუტურ ნულთან ახლოს ლითონის გამტარობა უნდა შემცირებულიყო. სხვებს, მათ შორის კამერლინგ-ონესს კი მიაჩნდა, რომ ნულ კელვინზე წინაღობა ნულის ტოლი გახდებოდა. ავგუსტ მეტთიესენმა აჩვენა, რომ ტემპერატურის შემცირებასთან ერთად ლითონის წინაღობაც მცირდებოდა.[22][23]

1911 წლის 8 აპრილს, კამერლინგ-ონესმა აღმოაჩინა რომ, ვერცხლისწყლის წინაღობა 4.2 კელვინზე მყისიერად ქრებოდა.[24] მან ლაბორატორიის რვეულში ჩაწერა: „ვერცხლისწყალი გადავიდა ახალ მდგომარეობაში. მას აქვს სრულიად უცნაური ელექტრული თვისებები, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ზეგამტარული მდგომარეობა“.

ამ აღმოჩენამ კამერლინგ-ონესს დიდი აღიარება მოუტანა, მათ შორის ნობელის პრემია 1913 წელს.

1948 წელს, ნიდერლანდების სამეფო აკადემიამ დააფუძვნა კამერლინგ-ონესის ჯილდო, რომელიც გაიცემა დაბალტემპერატურული ფიზიკის დარგში მიღწეული წარმატებისათვის. 2000 წელს კი დაფუძნდა კამერლინგ-ონესის პრემია, რომელიც გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ ზეგამტარების ფიზიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის[25].

  • Kamerlingh Onnes, H., "Nieuwe bewijzen voor de aswenteling der aarde." Ph.D. dissertation. Groningen, Netherlands, 1879.
  • Kamerlingh Onnes, H., "Algemeene theorie der vloeistoffen." Amsterdam Akad. Verhandl; 21, 1881.
  • Kamerlingh Onnes, H., "On the Cryogenic Laboratory at Leyden and on the Production of Very Low Temperature." Comm. Phys. Lab. Univ. Leiden; 14, 1894.
  • Kamerlingh Onnes, H., "Théorie générale de l'état fluide." Haarlem Arch. Neerl.; 30, 1896.
  • Kamerlingh Onnes, H., "Further experiments with liquid helium. C. On the change of electric resistance of pure metals at very low temperatures, etc. IV. The resistance of pure mercury at helium temperatures." Comm. Phys. Lab. Univ. Leiden; No. 120b, 1911.
  • Kamerlingh Onnes, H., "Further experiments with liquid helium. D. On the change of electric resistance of pure metals at very low temperatures, etc. V. The disappearance of the resistance of mercury." Comm. Phys. Lab. Univ. Leiden; No. 122b, 1911.
  • Kamerlingh Onnes, H., "Further experiments with liquid helium. G. On the electrical resistance of pure metals, etc. VI. On the sudden change in the rate at which the resistance of mercury disappears." Comm. Phys. Lab. Univ. Leiden; No. 124c, 1911.
  • Kamerlingh Onnes, H., "On the Lowest Temperature Yet Obtained." Comm. Phys. Lab. Univ. Leiden; No. 159, 1922.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Heike Kamerlingh Onnes — 2009.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 KNAW Past Members
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Leidse Hoogleraren
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 Onze HoogleerarenRotterdam: Nijgh & Van Ditmar, 1898. — გვ. 45. — 363 გვრ.
  9. 9.0 9.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  10. 10.0 10.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  11. 11.0 11.1 11.2 www.accademiadellescienze.it
  12. 12.0 12.1 ONNES Heike Kamerlingh / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  13. 13.0 13.1 Камерлинг-Оннес Хейке // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  14. 14.0 14.1 Czech National Authority Database
  15. 15.0 15.1 15.2 Geni.com — 2006.
  16. The Nobel Prize in Physics 1913Nobel Foundation.
  17. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  18. https://royalsociety.org/grants-schemes-awards/awards/rumford-medal/
  19. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 266.
  20. van Delft, Dirk (2007) Freezing physics, Heike Kamerlingh Onnes and the quest for cold, Edita, Amsterdam, ISBN 9069845199.
  21. 21.0 21.1 The Nobel Prize in Physics 1913: Heike Kamerlingh Onnes. Nobel Media AB. ციტირების თარიღი: 24 April 2012.
  22. doi:10.1098/rstl.1862.0001
    This citation will be automatically completed in the next few minutes. You can jump the queue or expand by hand
  23. doi:10.1098/rstl.1864.0004
    This citation will be automatically completed in the next few minutes. You can jump the queue or expand by hand
  24. van Delft, Dirk and Kes, Peter (September 2010). „The Discovery of Superconductivity“ (PDF). Physics Today: 38.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  25. http://www.kamerlingh-onnes-prize.ch/