შინაარსზე გადასვლა

ჯონ კოკროფტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ კოკროფტი
დაბ. თარიღი 27 მაისი, 1897(1897-05-27)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი Todmorden, West Riding of Yorkshire[8]
გარდ. თარიღი 18 სექტემბერი, 1967(1967-09-18)[9] [1] [2] [3] [4] [5] [7] (70 წლის)
გარდ. ადგილი Churchill College
დასაფლავებულია Ascension Parish Burial Ground
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ფიზიკოსი, ბირთვული ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი Atomic Energy Research Establishment, Ministry of Supply, Montreal Laboratory, Chalk River Laboratories და ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მანჩესტერის ვიქტორიას უნივერსიტეტი, University of Manchester Institute of Science and Technology, სენტ-ჯონის კოლეჯი და Richard Huish College, Taunton
მეუღლე Elizabeth Crabtree
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[10] , მშვიდობიანი ატომის ჯილდო, სამეფო საზოგადოების წევრი, Knight Commander of the Order of the Bath[11] , ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი[12] , ნილს ბორის საერთაშორისო ოქროს მედალი, სამეფო მედალი, ნობელის პრემია ფიზიკაში[13] [14] , ჰიუზის მედალი, ვილჰელმ ექსნერის მედალი[15] , ფარადეის მედალი, ღირსების ორდენი, IET Kelvin Lecture, რეზერფორდის მედალი და პრემია[16] , მაქსველის ლექცია, რაინდი-ბაკალავრი[17] , James Alfred Ewing Medal და ახალი ზელანდიის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი[18]

სერ ჯონ დუგლას კოკროფტი (ინგლ. John Douglas Cockcroft; დ. 27 მაისი, 1897, ტოდმორდენი, დასავლეთ იორკშირი, ინგლისი — გ. 18 სექტემბერი, 1967, კემბრიჯი) — ბრიტანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში (ერნესტ უოლტონთან ერთად, 1951).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ კოკროფტი დაიბადა 1897 წლის 27 მაისს ტოდმორდენში, მეწისქვილეს ოჯახში. 1909-1914 წლებში სწავლობდა ტოდმორდენის გრამატიკის სკოლაში, ხოლო 1914-1915 წლებში მათემატიკის სწავლა გააგრძელა მანჩესტერის უნივერსიტეტში. 1915-1918 წლებში, პირველი მსოფლიო ომის დროს, კოკროფტი მსახურობდა ბრიტანეთის სამეფო საველე არტილერიაში, სიგნალისტად. 1919-1920 წლებში სწავლობდა მანჩესტერის ტექნოლოგიურ კოლეჯში ელექტრო ინჟინერიას. შემდეგ, მიიღო სტიპენდია კემბრიჯის უნივერსიტეტის სენტ-ჯონის კოლეჯში. კოლეჯის დასრულების შემდეგ კოკროფტმა კავენდიშის ლაბორატორიაში დაიწყო კვლევა ერნესტ რეზერფორდის ხელმძღვანელობით და მიიღო დოქტორის ხარისხი მათემატიკაში 1928 წელს. 1929 წელს გახდა წმინდა ჯონის კოლეჯის წევრი.

1925 წელს კოკროფტი დაქორწინდა ელიზაბეტ კრებტრიზე. ამ ქორწინებაში მათ შეეძინათ ოთხი ქალიშვილი და ორი ვაჟი.

თავდაპირველად, კოკროფტი მუშაობდა პიტერ კაპიცასთან ძლიერი მაგნიტური ველების შესაქმნელად. 1928 წლიდან მუშაობდა ერნესტ უოლტონთან პროტონების აჩქარებაზე. მარკ ოლიფანტთან ერთად მათ ააგეს კოკროფტ-უოლტონის გენერატორი, სადაც 1932 წელს ლითიუმი მაღალი ენერგიის პროტონების სხივებით დაიბომბა და გადააქცია იგი ჰელიუმად და სხვა ქიმიურ ელემენტებად. ეს იყო ქიმიური ელემენტების მსოფლიოში პირველი წარმატებული ხელოვნური ტრანსმუტაცია, რისთვისაც კოკროფტს და უოლტონს 1951 წელს მიენიჭათ ნობელის პრემია ფიზიკაში.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე კოკროფტმა დაიკავა ლოგისტიკის სამინისტროში სამეცნიერო კვლევების დირექტორის მოადგილის თანამდებობა და მუშაობდა რადარებზე. 1944 წელს იგი დაინიშნა კანადის ატომური ენერგიის პროექტში და გახდა მონრეალის ლაბორატორიის დირექტორი. 1946 წელს კოკროფტი დაბრუნდა ბრიტანეთში, სადაც დააარსა და ხელმძღვანელობდა ჰარველში ატომური ენერგიის კვლევის დაწესებულებას (AERE), რომელიც ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის ატომურ პროგრამას. 1947 წლის 15 აგვისტოს ჰარველში გაეშვა დასავლეთ ევროპის პირველი დაბალი სიმძლავრის გრაფიტის ბირთვული რეაქტორი (GLEP). ამას მოჰყვა 1948 წელს ბრიტანული ექსპერიმენტული რეაქტორი (Pile 0).

AERE-ს დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, კოკროფტი კვლავ დარჩა ბირთვულ პროგრამაში ჩართული. 1959-1967 წლებში ის იყო კემბრიჯის ჩერჩილის კოლეჯის პირველი მაგისტრი და ასევე 1961-1965 წლებში იყო კანბერას ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის კანცლერი.

სერ ჯონ დუგლას კოკროფტი გარდაიცვალა 1967 წლის 18 სექტემბერს კემბრიჯში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. 5.0 5.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  6. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  7. 7.0 7.1 Munzinger Personen
  8. http://www.manchester.ac.uk/discover/history-heritage/history/nobel-prize/
  9. http://www.britannica.com/EBchecked/topic/123640/Sir-John-Douglas-Cockcroft
  10. The London Gazette — 1952. — გამ. 39462. — გვ. 789.
  11. Supplement to the London Gazette of Tuesday, 26th May, 1953 — 1953. — გამ. 39863. — გვ. 2943.
  12. The London Gazette — 1944. — გამ. 36544. — გვ. 2586.
  13. The Nobel Prize in Physics 1951Nobel Foundation.
  14. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  15. https://www.wilhelmexner.org/en/medalists/
  16. https://www.iop.org/about/awards/silver-subject-medals/ernest-rutherford-medal-and-prize-recipients
  17. The London Gazette — 1947. — გამ. 38161. — გვ. 2.
  18. https://www.royalsociety.org.nz/who-we-are/our-people/our-fellows/all-honorary-fellows/