ფილიპ ჯეიმზ ედუინ პიბლზი (დ. 25 აპრილი, 1935) — კანადელ-ამერიკელი ასტროფიზიკოსი, ასტრონომი და თეორეტიკოსი კოსმოლოგი. ამჟამად არის პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ალბერტ აინშტაინის ჯილდოს მფლობელი.[12][13] ფართოდაა ცნობილი როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვან თეორეტიკოსი კოსმოლოგ 1970 წლიდან. დიდი თეორიული წვლილი აქვს შეტანილი პირველადი ნუკლეოსინთეზის, ბნელი მატერიის, კოსმოსური მიკროტალღური ფონისა და სტრუქტურათწარმოქმნის დარგებში.
პიბლზს 2019 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში — ფიზიკურ კოსმოლოგიაში მისი თეორიული აღმოჩენებისთვის[14] (მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო მოძრავი ეგზოპლანეტის აღმოჩენისთვის პრემია ასევე მიენიჭათ მიშელ მაიორს და დიდიე კელოს).[15][16][17] პიბლზის შრომების უმეტესობა ეხება სამყაროს განვითარებას მისი გაჩენის მომენტიდან, თუმცა სკეპტიკურად არის განწყობილი იმის მიმართ, რომ დასაწყისის შესახებ ყველაფერი შეიძლება იყოს ცნობილი: „ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაც ფიქრობს დასაწყისზე, მაშინ როცა სინამდვილეში ჩვენ არ გვაქვს კარგი თეორია ისეთი რამის შესახებ, როგორიც დასაწყისია“.[18]