რობერტ ჰოფშტადტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერტ ჰოფშტადტერი

რობერტ ჰოფშტადტერი (დ. 5 თებერვალი, 1915, ნიუ-იორკი — გ. 17 ნოემბერი, 1990, სტენფორდი) — ამერიკელი ფიზიკოს-ექსპერიმენტატორი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში (1961).

1938 წელს დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი. 1950 წლიდან სტენფორდის უნივერსიტეტშია (1954-დან პროფესორი). შექმნა ნეიტრონების, რენტგენისა და გამა კვანტების მთვლელები. გამოიკვლია მაღალი ენერგიის ელექტრონების გაბნევა ატომბირთვებზე, რამაც მიიყვანა ნუკლონთა სტრუქტურის აღმოჩენამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]