იუჯინ ვიგნერი
იუჯინ ვიგნერი (უნგრ. Wigner Jenő Pál; დ. 17 ნოემბერი, 1902, ბუდაპეშტი — გ. 1 იანვარი, 1995, პრინსტონი) — უნგრელი და ამერიკელი თეორეტიკოსი ფიზიკოსი, ინჟინერი და მათემატიკოსი. იუჯინ ვიგნერი მარი გეპერტ-მაიერთან და იოჰანეს ჰანს იენსენთან ერთად იყო 1963 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში ატომური ბირთვის და ელემენტარული ნაწილაკების აგებულების თეორიაში შრომებისათვის.[20][21]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იუჯინ ვიგნერი დაიბადა 1902 წლის 17 ნოემბერს ბუდაპეშტში, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში. მისი მშობლები იყვნენ ელისაბეთ და ანტონი ვიგნერები. იუჯინს ჰყავდა უფროსი და სახელად ბერტა (ცნობილი როგორც ბირი) და უმცროსი და მარგიტი (ცნობილი როგორც მანსი).[22] მარგიტი მოგვიანებით გათხოვდა თეორეტიკოს ფიზიკოსზე პოლ დირაკზე. [23] იუჯინ ვიგნერი 9 წლის ასაკამდე განათლებას სახლში იღებდა პროფესიონალი მასწავლებლის ზედამხედველობის ქვეშ. შემდგომ იგი სკოლაში შევიდა და სწავლა მესამე კლასიდან განაგრძო. სწორედ ამ პერიოდში გამოავლინა ვიგნერმა მათემატიკური პრობლემებისადმი ინტერესი.[24] 11 წლის ასაკში ექიმებს ეგონათ, რომ იგი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული. მისმა მშობლებმა იგი 6 კვირით გაგზავნეს სანატორიუმში (ავსტრიის მთებში), თუმცა ექიმები მიხვდნენ, რომ მათ შეცდომა დაუშვეს და ბიჭი უკან დააბრუნეს.[25]
ვიგნერის ოჯახი იყო ებრაული წარმოშობის (თუმცა არა რელიგიურად). 1915-1919 წლებში იგი სწავლობდა საშუალო გრამტიკულ სკოლაში სახელად „ფასორის გიმნაზია“. 1919 წელს ოჯახს მოუწია კომუნისტური რეჟიმისაგან გაქცევა ამიტომ ისინი უნგრეთში გაემგზავრნენ.[26] ამ პერიოდში ოჯახის რელიგიური ხედვა ლუთერანობისაკენ გადაიხარა. [27] ვიგნერი მოგვიანებით წერილში აღწერს მისი ოჯახის ლუთერანობისაკენ მისწრაფების მიზეზს: „ეს აქ ყოფილა გულიდან წამოსული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იყო ანტიკომუნისტური“.[27] რელიგიური გადმოსახედით იუჯინ ვიგნერი იყო ათეისტი. [28]
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იუჯინ ვიგნერი ჩაირიცხა ბუდაპეშტის ტექნიკური მეცნიერებების უნივერსიტეტში, ცნობილი როგორც Műegyetem. თუმცა იგი არ იყო კმაყოფილი კურსის მიერ შემოთავაზებული მასალით,[29] ამიტომ 1921 წელს იგი ჩაირიცხა ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ქიმიურ ინჟინერიას.[30] აგრეთვე სწავლის პერიოდში ყოველ ოთხშაბათს (შუადღით) იგი ესწრებოდა გერმანიის ფიზიკოსთა საზოგადოების სემინარებს. ამ პედიოდში ვიგნერი შეხვდა ფიზიკოს ლეო ზილარდს, რომელიც შემდგომში მისი უახლოესი მეგობარი გახდა.[31] ბერლინში ვიგნერი მუშაობდა კაიზერ ვილჰელმის ფიზიკური-ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში (დღევანდელი ფრიც ჰაბერის ინსტიტუტი). იგი ამ ინსტიტუტში შეხვდა მაიკლ პოლანის, რომელიც ლასლო რაცის შემდეგ ვიგნერისათვის საუკეთესო მასწავლებელი გახდა.
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მისი ჯილდოების ჩამონათვალი შემდეგნაირია: ნობელის პრემია (1963)[20], ფრანკლინის მედალი (1950)[32], ენრიკო ფერმის ჯილდო (1958)[33], მაქს პლანკის მედალი (1961)[34], ეროვნული მეცნიერების მედალი (1969)[35], ალბერტ აინშტაინის ჯილდო (1972)[36] და მრავალი სხვა.
იუჯინ ვინგერი გარდაიცვალა 1995 წლის 1 იანვარს, უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში (პრინსტონი), პნევმონიით.[37]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Szanton, Andrew (1992). The Recollections of Eugene P. Wigner. Plenum. ISBN 978-0-306-44326-8.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #119134047 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 Nationalencyklopedin — 1999.
- ↑ 6.0 6.1 Find a Grave — 1995.
- ↑ 7.0 7.1 KNAW Past Members
- ↑ 8.0 8.1 8.2 Leidse Hoogleraren
- ↑ 9.0 9.1 Munzinger-Archiv — 1913.
- ↑ 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 11.0 11.1 Store norske leksikon — 1978.
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia Catalana, 1968.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — Leksikografski zavod Miroslav Krleža, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
- ↑ http://www.britannica.com/EBchecked/topic/643423/Eugene-Paul-Wigner
- ↑ Eugene Wigner (1903-1995)
- ↑ Eugene Wigner, 92, Quantum Theorist Who Helped Usher In Atomic Age, Dies // The New York Times / D. Baquet — Manhattan, NYC: The New York Times Company, A. G. Sulzberger, 1995. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ Budapest Journal; Hungarian Fingerprints All Over the 20th Century // The New York Times / D. Baquet — Manhattan, NYC: The New York Times Company, A. G. Sulzberger, 1998. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ The Nobel Prize in Physics 1963 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ 20.0 20.1 "The Nobel Prize in Physics 1963". Nobel Foundation. Retrieved May 19, 2015.
- ↑ სობესიაკი რ., დიდი ფიზიკოსები, გვ. 155, თბ., 1978.
- ↑ Szanton 1992, pp. 9–12.
- ↑ Szanton 1992, pp. 164–166.
- ↑ Szanton 1992, pp. 14–15.
- ↑ Szanton 1992, pp. 22–24.
- ↑ Szanton 1992, pp. 40–43.
- ↑ 27.0 27.1 Szanton 1992, p. 38.
- ↑ Szanton 1992, pp. 60–61.
- ↑ Szanton 1992, p. 59.
- ↑ Szanton 1992, pp. 64–65.
- ↑ Szanton 1992, pp. 93–94.
- ↑ Eugene P. Wigner. The Franklin Institute (2014-01-15). ციტირების თარიღი: May 19, 2015.
- ↑ Eugene P. Wigner, 1958. United States Department of Energy Office of Science. ციტირების თარიღი: May 19, 2015.
- ↑ Preisträger Max Planck nach Jahren German. Deutschen Physikalischen Gesellschaft. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 23, 2015. ციტირების თარიღი: May 19, 2015.
- ↑ The President's National Medal of Science: Recipient Details. United States National Science Foundation. ციტირების თარიღი: May 19, 2015.
- ↑ "Eugene P. Wigner". Princeton University.
- ↑ Broad, William J. (January 4, 1995). „Eugene Wigner, 92, Quantum Theorist Who Helped Usher In Atomic Age, Dies“. The New York Times. ციტირების თარიღი: May 19, 2015.
|