აბდუს სალამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აბდუს სალამი
Abdus Salam 1987 (cropped).jpg
დაბ. თარიღი 29 იანვარი 1926(1926-01-29)[1] [2]
დაბ. ადგილი Jhang
გარდ. თარიღი 21 ნოემბერი 1996(1996-11-21)[1] [2] (70 წლის)
გარდ. ადგილი ოქსფორდი, გაერთიანებული სამეფო
დასაფლავებულია Bahishti Maqbara
მოქალაქეობა Flag of Pakistan.svg პაკისტანი
British Raj Red Ensign.svg ბრიტანეთის ინდოეთი
სამეცნიერო სფერო კვანტური ველის თეორია
მუშაობის ადგილი ლონდონის იმპერიული კოლეჯი
ალმა-მატერი Government College University, სენტ-ჯონის კოლეჯი და University of the Punjab
განთქმული მოსწავლეები Fayyazuddin
მეუღლე Louise Johnson
ჯილდოები მშვიდობიანი ატომის ჯილდო, სამეფო საზოგადოების წევრი, Pride of Performance, კოპლის მედალი[3] , სამეფო მედალი, ნობელის პრემია ფიზიკაში[4] [5] [6], მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი, ჰიუზის მედალი, მატეუჩის მედალი, Honorary doctor of the Ghent University[7] , კატალონიის საერთაშორისო პრემია[8] , TWAS fellow, National Order of Scientific Merit, რობერტ ოპენჰაიმერის მემორიალური პრემია, Nishan-e-Pakistan, Sitara-i-Imtiaz, დიდი ჯვრის ორდენის კავალერი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის რაინდი კომანდორი, honorary doctor of the University of Gothenburg, კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ედინბურგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მარსელ გროსმანის პრემია, ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ბეიკერის სახელობის ლექცია, მაქსველის მედალი და პრემია, ადამსის პრემია, Fellow of Bangladesh Academy of Sciences, Fellow of Pakistan Academy of Sciences, Guthrie Medal and Prize და honorary doctor of the University of Science and Technology of China[9]
ხელმოწერა AbdusSalamBlackpenAutograph.png

მოჰამედ აბდუს სალამი[10][11][12] (დ. 29 იანვარი, 1926, ჯანგი, პუნჯაბი — გ. 21 ნოემბერი, 1996, ოქსფორდი)[13]პაკისტანელი თეორეტიკოსი ფიზიკოსი. იგი 1979 წელს შელდონ ლი გლეშოუსა და სტივენ ვაინბერგთან ერთად გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში.[14] იგი იყო პირველი პაკისტანელი რომელმაც მოიპოვა ნობელის პრემია მეცნიერებაში.[15] აგრეთვე იგი იყო მეორე პიროვნება ისლამური ქვეყნიდან ვინც მოიპოვა ეს ჯილდო ნებისმიერ დარგში (ანვარ ალ-სადათის შემდგომ)[15]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდობა და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდუს სალამი დაიბადა 1926 წლის 29 იანვარს. იგი იყო ჩაუდრი მუჰამედ ჰუსეინისა და ჰაჯირა ჰუსეინის პენჯაბელი მუსლიმების ოჯახში. მისი ბაბუა გულ მუჰამედი იყო კარგი ფიზიკოსი.[13] სალამმა პატარა ასაკშივე აიმაღლა რეპუტაცია ჯერ პანჯუბში, ხოლო მოგვიანებით კემბრიჯის უნივერსიტეტში (განსაკუთრებული აკადემიური მოსწრებისათვის). მან სამთავრობო კოლეჯ-უნივერსიტეტში (ლაჰორიში) სწავლის პრეიოდში მოიპოვა სრული სტიპენდია.[16] იგი იყო მრავალმხრივი მკვლევარი: მას აინტერესებდა ურდუული და ინგლისურ ენოვანი ლიტერატურა და მათში შესანიშნავად ერკვეოდა.[17] თუმცა სალამმა მალევე მიაპყრო სკული კონცენტრაცია მათემატიკას.[18] სალამის მენტორებს და მასწავლებლებს სურდათ, რომ იგი გამხრდარიყო ინგლისურის მასწავლებელი თუმცა მან მათემატიკა აირჩია.[19] მის მამას სურდა, რომ შვილი შეერთებოდა ინდოეთის სამოქალაქო სამსახურს.[19]

სალამმა თეორეტიკოსი ფიზიკოსის დოქტორის ხარისხი მიიღო კავენდაშის ლაბორატორიაში, კემბრიჯში.[20][21] მისი სადოქტორო ნაშრომი („მოვლენები კვანტური თეორიის დარგში“) მოიცავს სრულ და ფუნდამენტურ მუშაობას კვანტურ ელექტროდინამიკაში.[22] ამ ნაშრომის გამოქვეყნების შემდგომ (1951) მან მიიღო საერთაშორისო ყურადღება და მოიპოვა ადამსის პრიზი.[23]

აკადემიური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოქტორის ხარისხის მიღების შემდგომ სალამი დაბრუნდა ლაჰორში, სამთავრობო კოლეჯ-უნივერსიტეტში და მუშაობა დაიწყო როგორც მათემატიკის პროფესორი. ამ პოზიციას იგი 1954 წლამდე იკავებდა. 1952 წელს იგი დაინიშნა პროფესორად და მათემატიკის დეპარტამენტის მდივნად მეზობელ უნივერსიტეტში (პანჯუბის უნივერსიტეტში). 1954 წელს სალამი გახდა პაკისტანის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი პირველი წევრი. 1953 წელს ლაჰორის არეულობის შემდგომ სალამი დაბრუნდა კემბრიჯში და წმინდა ჯონის კოლეჯში დაიკავა მათემატიკის პროფესორის თანამდებობა.[24] დროთა განმავლობაშ ეს განყოფილება გახდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კვლევითი განყოფილება.

1957 წელს პანჯუბის უნივერსიტეტმა სალამს მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება (მისი შეტანილი წვილისათვის ნაწილაკების ფიზიკაში).[25] ამავე წელს მისი მენტორის დახმარებით სალამმა თავისი სტუდენტებისათვის დაიწყო სტიპენდიის პროგრამა პაკისტანში. მან საკუთარ სამშობლოსთან მჭიდრო კავშრი შეინარჩუნა და დროდადრო ჩადიოდა პაკისტანში. კემბრიჯსა და იმპერიულ კოლეჯში მან ჩამოაყალიბა თეორეტიკოსი ფიზიკოსების ჯგუფი, რომლების უმეტესობასაც წარმოადგენდნენ მისი პაკისტანელი სტუდენტები. სალამმა 1959 წელს მეგობრული კავშრი დაამყარა პრინსტონის უნივერსიტეტთან და სწორედ აქ შეხვდა რობერტ ოპენჰაიმერს.[26]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდუს სალამის ინდივიდუალური და საჯარო ცხოვრება მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.[13] იგი ორჯერ დაქორწინდა. პირველი ქორწინებიდან მას ჰყავდა სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, ხოლო მეორე ქორწინებიდან — ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

რელიგიური თვალსაზრისით სალამი იყო აჰმადი მუსლიმი.

აბდუს სალამი გარდაიცვალა 1996 წლის 21 ნოემბერს ოქსფორდში, ინგლისში. მისი სხეული პაკისტანში დააბრუნეს და შეინახეს „დარულ ზიაფატში“ (Darul Ziafa), სადაც მისთვის უკანასკნელ პატივსაცემად 13 000 კაცი და ქალი მივიდა. მისი დაკრძალვის ლოცვებს დაახლოებით 30 000 კაცი დაესწრო. იგი დაასაფლავეს მისი მშობლების საფლავების გვერდით, რაბვაშში, პანჯაბში (პაკისტანში).

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ghani, Abdul (1982). Abdus Salam: a Nobel laureate from a Muslim country : a biographical sketch, გვ. 234. 
  • Murthi, R.K. (1999). Children Encyclopedia of Nobel Laureates:Abdus Salam. New Delhi: Pitambar Publication Inc., გვ. 41–46. ISBN 81-209-0730-2. 
  • Fraser, Gordon (2008). Cosmic Anger: Abdus Salam — The First Muslim Nobel Scientist. United Kingdom: Oxford University Press, გვ. 304. ISBN 978-0-19-920846-3. 
  • Duff, Michael (2007). Salam + 50: proceedings of the conference. London, United Kingdom: Imperial College Press, გვ. 84. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  4. http://www.webcitation.org/6Qspj2Qg3
  5. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/physics/laureates/1979/
  6. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  7. http://www.ugent.be/nl/univgent/collecties/archief/geschiedenis/overzichten/eredoctoren.htm#2000%20-%202009
  8. http://web.gencat.cat/ca/generalitat/premis/pic/
  9. http://www.moe.gov.cn/s78/A22/xwb_left/moe_829/tnull_44386.html中华人民共和国教育部.
  10. Fraser, Gordon (2008). Cosmic Anger: Abdus Salam — The First Muslim Nobel Scientist. Oxford University Press, გვ. 249. ISBN 978-0-19-920846-3.  Salam adopted the forename "Mohammad" in 1974 in response to the anti-Ahmadiyya decrees in Pakistan, similarly he grew his beard.
  11. Rizvi, Murtaza. (21 November 2011) Salaam Abdus Salam. The Dawn Newspapers. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 February 2012. ციტატა: „Mohammad Abdus Salam (1926–1996) was his full name, which may add to the knowledge of those who wish he was either not Ahmadi or Pakistani. He was the given the task of Pakistan's atomic bomb programme, as well as Pakistan Atomic Energy Commission to resolve energy crisis and Space and Upper Atmosphere Research Commission (SUPARCO). Unfortunately he failed in all the three fields.“
  12. This is the standard transliteration (e.g. see the ICTP Website Archived 28 February 2008 საიტზე Wayback Machine. and Nobel Bio). See Abd as-Salam for more details.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Kibble, T. W. B. (1998). "Abdus Salam Qadiyani, K. B. E.. 29 January 1926-21 November 1996". Biographical Memoirs of Fellows of the Royal Society 44: 387–401. . JSTOR 770251.
  14. 1979 Nobel Prize in Physics“, Nobel Prize. დაარქივებულია ორიგინალიდან - 7 July 2014. 
  15. 15.0 15.1 (Ghani 1982, pp. i–xi)
  16. (Fraser 2008, pp. 78–80)
  17. (Murthi 1999, pp. 42)
  18. (Murthi 1999, pp. 43)
  19. 19.0 19.1 Khan, Munir Ahmad (22 November 1997). "The Abdus Salam Memorial Meeting: A Tribute to Abdus Salam; a lifelong friendship with Abdus Salam". ICTP and UNESCO World Heritage Site (Munir Ahmad Khan, Former Chairman of the Pakistan Atomic Energy Commission, former Head of the Nuclear Engineering Division, and former Head of the Reactor Engineering IAEA Division) 1 (1): 103–159. http://unesdoc.unesco.org/images/0011/001190/119078Eb.pdf.
  20. (Fraser 2008, pp. 202)
  21. (Duff 2007, pp. 39–40)
  22. (Fraser 2008, pp. 215–218)
  23. Abdus Salam Nobel Prize in Physics Biography. Nobelprize.org (21 November 1996). წაკითხვის თარიღი: 9 December 2012.
  24. (Duff 2007, pp. 39–41)
  25. (Duff 2007, pp. 37)
  26. (Fraser 2008, pp. 239–240)
  27. Walter, Claire (1982). Winners, the blue ribbon encyclopedia of awards. Facts on File Inc., გვ. 438. ISBN 9780871963864. 
  28. "Robert Oppenheimer Memorial Prize to Salam". Physics Today (American Institute of Physics) 24: 71. April 1971. . http://scitation.aip.org/content/aip/magazine/physicstoday/article/24/4/10.1063/1.3022707.