ლევ ლანდაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევ ლანდაუ
Landau.jpg
დაბ. თარიღი 9 (22) იანვარი 1908[1]
დაბ. ადგილი ბაქო, რუსეთის იმპერია[2]
გარდ. თარიღი 1 აპრილი 1968(1968-04-01)[3][1][4] (60 წელი)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[5]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union (1923-1955).svg სსრკ
სამეცნიერო სფერო თეორეტიკული ფიზიკა
მუშაობის ადგილი ხარკოვის უნივერსიტეტი, ხარკოვის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი და ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იოფეს ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერების დოქტორი
დედა ლიუბოვ გარკავი-ლანდაუ
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში, სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, საპატიო ნიშნის ორდენი, მაქს პლანკის მედალი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ფრიც ლონდონის პრემია, ლენინის ორდენი და ლენინური პრემია
Lev Landau ვიკისაწყობში

ლევ დავითის ძე ლანდაუ (რუს. Ландау, Лев Давидович; დ. 9 იანვარი/22 იანვარი 1908, ბაქო — გ. 1 აპრილი 1968, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946). სოციალისტური შრომის გმირი (1954).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927 წელს დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი. შემდეგ სწავლობდა ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1927 წელს მივლინებული იყო დანიაში (ნილოს ბორთან), ინგლისსა და შვეიცარიაში.

1932 წელს ხელმძღვანელობდა უკრაინის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის თეორიული განყოფილებას ხარკოვში; 1937 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის პრობლემათა ინსტიტუტში; 1947 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 1930 წელს შექმნა ლითონთა ელექტრონული დიამაგნეტიზმის თეორია (ლანდაუს დიამაგნეტიზმი); 1937 წელს ჩამოაყალიბა მეორე გვარის ფაზური გადასვლების ზოგადი თეორია, ხოლო — 1941 წელს თხევადი ჰელიუმის ზედენადობის თეორია; 1956 წელს შემოიღო კომბინირებული ლუწობის ცნება.

შექმნა ორკომპონენტიანი ნეიტრინოს თეორია (1957). 1940-1965 წლებში ე. ლიფშიცთან ერთად გამოაქვეყნა თეორიული ფიზიკის თეორიული კურსი (ლენინური პრემია). ლანდაუმ შექმნა ფიზიკოს-თეორეტიკოსთა სკოლა. მის მოწაფეთა შორის იყვნენ: ი. პომერანჩუკი, ა. მიგდალი, ი. ლიფშიცი, ა. აბრიკოსოვი, ე. ლიფშიცი, ი. ხალატნიკოვი, გ. ხუციშვილი და სხვ. ლანდაუს სახელი ეწოდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტს. სსრკ სახელმწიფო პრემიები (1946, 1949, 1953). ნობელის პრემია (1962).

მსოფლიოს მრავალი მეცნიერებათა აკადემიის წევრი (აშშ, დანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდი). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებით.

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Собр. трудов, т. 1—2, М., 1969.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 119, თბ., 1983 წელი.
  • Абрикосов А. А., Академик Л. Д. Ландау, М., 1965;
  • Гинзбург В. Л., Лев Давидович Ландау (к 60-летию со дня рождения), "Успехи физических наук", 1968, т. 94, в. 1;
  • Лифшиц Е. М., История открытия и объяснения сверхтекучести жидкого гелия (К 60-летию академика Л. Д. Ландау), "Природа", 1968, № 1.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  2. Record #118569066 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული დეკემბერი 11 2014:
  3. Record #118569066 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული აპრილი 26 2014:
  4. http://link.springer.com/content/pdf/10.1134/S1019331608010097.pdf
  5. Record #118569066 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული დეკემბერი 31 2014: