ერნესტ ლოურენსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერნესტ ლოურენსი
ინგლ. Ernest Orlando Lawrence
დაბ. თარიღი 8 აგვისტო, 1901(1901-08-08)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი კანტონი[7] [8] [9]
გარდ. თარიღი 27 აგვისტო, 1958(1958-08-27)[10] [11] [12] [13] [1] [2] [3] [4] [5] [6] (57 წლის)
გარდ. ადგილი პალო-ალტო, კალიფორნია, აშშ[14] [15] [16] [17]
მოქალაქეობა აშშ[18] [19] [20]
საქმიანობა ფიზიკოსი[12] [21] [22] , ბირთვული ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი კალიფორნიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი იელის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, მინესოტის უნივერსიტეტი, სამხრეთ დაკოტის უნივერსიტეტი, წმინდა ოლაფას კოლეჯი და Augustana Academy
მეუღლე Mary K. Blumer
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში[23] [24], ელიოტ კრესონის მედალი[25] , უილიამ პროქტერის პრემია სამეცნიერო მიღწევებისთვის, ფარადეის მედალი, ჰიუზის მედალი, ენრიკო ფერმის პრემია[26] , ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[27] , ჰოლის მედალი[28] , ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, კომსტოკის პრემია ფიზიკაში[29] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, Silliman Memorial Lectures და Gabor Medal and Prize[30]
ხელმოწერა

ერნესტ ლოურენსი (ინგლ. Ernest Orlando Lawrence; დ. 8 აგვისტო, 1901, კანტონი — გ. 27 აგვისტო, 1958, პალო-ალტო) — ამერიკელი ბირთვული ფიზიკოსი, რომელიც გახდა 1939 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ციკლოტრონის გამოგონებისათვის.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერნესტ ორლანდო ლოურენსი დაიბადა 1901 წლის 8 აგვისტოს კანტონში. მისი მშობლები იყვნენ კარლ გუსტავ და გუნდა ლოურენსები, რომლებიც იყვნენ ნორვეგიელი ემიგრანტების შთამომავლები. ერნესტს ჰყავდა უმცროსი ძმა, სახელად ჯონი. აღზრდის პერიოდში ერნესტის საუკეთესო მეგობარი იყო მერლე ტუვე, რომელსაც აგრეთვე სურდა გამხდარიყო ფიზიკოსი.[31]

ერნესტი ესწრებოდა კანტონისა და პირის დაწყებითი სკოლების გაკვეთილებს, შემდგომ მან სწავლა განაგრძო ნორტფილდში მდებარე ერთ-ერთ კოლეჯში, თუმცა ერთი წლის შემდგომ იგი გადავიდა სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტში, ვერმილიონში.[32] ერნესტმა 1922 წელს აიღო ბაკალავრის ხარისხი ქიმიაში,[33] ხოლო მაგისტრის ხარისხი მან მოიპოვა 1923 წელს მინესოტას უნივერსიტეტში უილიამ ფრანცის გრეი სვანის ზედამხედველობის ქვეშ.

ლოურენსი უილიამ სვანს გაჰყვა ჯერ ჩიკაგოს უნივერსიტეტში, ხოლო შემდგომ იელის უნივერსიტეტში ნიუ-ჰეივენი, სადაც ლოურენსმა 1925 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში.[34]. ამ პერიოდში ლოურენსი აირჩიეს „სიგმა Xi“ წევრად და სვანის რეკომენტაციით მან მიიღო ეროვნული სამეცნიერო საბჭოს სტიპენდია. იმის ნაცვლად, რომ მას ეს შანსი გამოეყენებინა და ემოგზაურა ევროპაში, იგი დარჩა იელეს უნივერსიტეტში უილიამ სვანთან როგორც მკვლევარად.[35]

შემდგომ ერნესტი ვირჯინიის უნივერსიტეტის ყოფილ სტუდენტთან, ჯესი ბიმსთან ერთად კვლავ აწარმოებდა ფოტოელექტრულ ეფექტებზე დაკვირვებებს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერნესტ ლოურენსის ჯილდოებიდან გამორჩეული ადგილი უჭირავს ნობელის პრემიას, რომელიც მან მოიპოვა 1939 წელს ცილკოტრონის შექმნისათვის. ლოურენსის სხვა ჯილდოებიდან აღსანიშნავია: ელიოტ კრესონის მედალი და ჰუგეს მედალი (1937), „კონსტოკის“ პრემია ფიზიკაში (1938), დენის გაბორის მედალი და პრიზი ფიზიკაში (1940), ჰოლის მედალი (1942), მერიტის მედალი (1946), უილიამ პროქტერის პრიზი მეცნიერული მიღწევისათვის (1951), ფარადეის მედალი (1952),[36] და ენრიკო ფერმის ჯილდო (1957).[37] იგი აგრეთვე იყო სილვანუსა ტეიერის ჯილდოს პირველი მიმღები, რომელიც გადასცა შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიამ 1958 წელს.[38]

ერნესტ ლოურენსი გარდაიცვალა 1958 წლის 27 აგვისტოს, პალო ალტოს საავადმყოფოში.[39] სიკვდილიდან 23 დღის შემდეგ კალიფორნიის უნივერსიტეტის რეგენტებმა მხარი დაუჭირეს სახელი შეცვლოდა ორ დაწესებულებას, რომელსაც შემდგომში ეწოდა ლოურენსის ლივერმორის ეროვნული ლაბორატორია და ლოურენსის ბერკლის ეროვნული ლაბორატორია.[40] აგრეთვე ერნესტ ორლანდო ლოურენსის სახელობის ჯოლდო დაარსდა 1959 წელს.[41] ქიმიური ელემენტი ნომრით 103 1961 წელს აღმოაჩინეს ლოურენსის ბერკლის უნივერსიტეტში და მისივე პატივსაცემად ელემენტს ეწოდა ლოურენსიუმი.[42] 1968 ლოურენსის პატივსაცემად დაარსდა ლოურენსის სახელობის სახელმწიფო სამეცნიერო განათლების ცენტრი (Lawrence Hall of Science).[43] მისი ნაშრომები ინახება კალიფორნიის უნივერსიტეტის ბანკროფტის ბიბლიოთეკაში (ბერკლში)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alvarez, Luis (1970). „Ernest Orlando Lawrence 1901–1958“ (PDF). Biographical Memoirs of the National Academy of Sciences.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Childs, Herbert (1968) An American Genius: The Life of Ernest Orlando Lawrence, Father of the Cyclotron. New York, New York: E. P. Dutton. ISBN 978-0-525-05443-6. OCLC 273351. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  4. 4.0 4.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  6. 6.0 6.1 Munzinger Personen
  7. Award ceremony speech: The ceremony in Berkeley, February 29, 1940Nobel Foundation.
  8. http://connection.ebscohost.com/tag/HICKOK%252C%2BWild%2BBill%252C%2B1837-1876
  9. http://prezi.com/2nudtny9p4vc/south-dakota/
  10. Лоуренс Эрнест Орландо // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  11. http://www.britannica.com/EBchecked/topic/332920/Ernest-Orlando-Lawrence
  12. 12.0 12.1 http://www.nndb.com/company/251/000044119/
  13. http://www.brainyquote.com/quotes/authors/e/ernest_lawrence.html
  14. Лоуренс Эрнест Орландо // Лоуренс Эрнест Орландо / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  15. Ernest LawrenceNobel Foundation.
  16. http://www.atomicheritage.org/mediawiki/index.php/Ernest_O._Lawrence
  17. http://www.atomicarchive.com/Bios/Lawrence.shtml
  18. cyclotron
  19. Plutonium: The scary element that helps probe space's secrets // BBC News Online — 2014.
  20. https://www.facebook.com/eet.div.lbnl/posts/913320572062733
  21. http://www.nndb.com/org/107/000099807/
  22. http://www.nndb.com/people/974/000055809/
  23. The Nobel Prize in Physics 1939Nobel Foundation.
  24. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  25. https://www.fi.edu/en/laureates/ernest-o-lawrence
  26. https://science.osti.gov/fermi/Award-Laureates
  27. https://www.invent.org/inductees/ernest-orlando-lawrence
  28. https://www.asme.org/about-asme/honors-awards/achievement-awards/holley-medal
  29. About the Comstock Prize in Physicsმეცნიერებათა ეროვნული აკადემია.
  30. https://www.iop.org/about/awards/silver-subject-medals/dennis-gabor-medal-and-prize-recipients
  31. Childs 1968, pp. 23–30.
  32. Childs 1968, pp. 47–49.
  33. Childs 1968, p. 61.
  34. Alvarez 1970, pp. 253–254.
  35. Childs 1968, p. 93.
  36. Alvarez 1970, pp. 285–286.
  37. Childs 1968, pp. 508–510.
  38. Childs 1968, pp. 517–518.
  39. Alvarez 1970, p. 283.
  40. Photo of the Week: Inside the 60-Inch Cyclotron. United States Department of Energy. ციტირების თარიღი: August 24, 2013.
  41. Ernest Orlando Lawrence Award. United States Department of Energy. ციტირების თარიღი: August 24, 2013.
  42. 100 Years of Scholarship. Cal Alumni. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 2, 2013. ციტირების თარიღი: August 24, 2013.
  43. Alvarez 1970, p. 284.