როჯერ პენროუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
როჯერ პენროუზი
ინგლ. Roger Penrose
Roger Penrose-6Nov2005.jpg
დაბ. თარიღი 8 აგვისტო, 1931(1931-08-08)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (91 წლის)
დაბ. ადგილი კოლჩესტერი[8] [9]
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ფიზიკა და მათემატიკური ფიზიკა
მუშაობის ადგილი გრეშემის კოლეჯი, ბირკბეკი, ლონდონის სამეფო კოლეჯი, ლაიდენის უნივერსიტეტი, პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტი, University of Texas at Austin, რაისის უნივერსიტეტი და ლაიდენის უნივერსიტეტი[4]
ალმა-მატერი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სენტ-ჯონის კოლეჯი და კემბრიჯის უნივერსიტეტი[10]
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი, honoris causa, honoris causa, honoris causa და მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე ვანესა თომასი[11] [9] და ჯოან იზაბელ ვეჯი[11] [9]
მამა ლაიონელ პენროუზი[6] [11]
დედა Margaret Leathes[6] [11]
ნათესავ(ებ)ი როლანდ პენროუზი
ჯილდოები ნობელის პრემია

სერ როჯერ პენროუზი (ინგლ. Sir Roger Penrose დ. 8 აგვისტო, 1931)[12] — ბრიტანელი მათემატიკოსი, ფიზიკოს-მათემატიკოსი, მეცნიერების ფილოსოფოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი,[13] ღირსების ორდენის კავალერი, სამეფო საზოგადოების და ფიზიკის ინსტიტუტის წევრი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსი, ვადემის კოლეჯის (ოქსფორდი), წმინდა იოანეს კოლეჯისა (კემბრიჯი) და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საპატიო წევრი.[14][15][16]

პენროუზმა წვლილი შეიტანა ზოგადი ფარდობითობის და კოსმოლოგიის მათემატიკურ ფიზიკაში. მიიღო რამდენიმე ჯილდო, მ.შ. 1988 წლის ვოლფის ჯილდო ფიზიკაში სტივენ ჰოკინგთან ერთად პენროუზ-ჰოკინგის სინგულარობის თეორემისათვის[17] და 2020 წლის ნობელის პრემიის ნახევარი ფიზიკაში „აღმოჩენისთვის, რომ შავი ხვრელის წარმოქმნა აუცილებლად მომდინარეობს ფარდობითობის ზოგადი თეორიისგან“.[18][19][20][21][ა]

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა კოლჩესტერში, ესექსში. როჯერ პენროუზი არის ექიმის, მარგარეტ (ლითს) და ფსიქიატრ და გენეტიკოს ლაიონელ პენროუზის შვილი. [ბ] მისი ბაბუა და ბებია მამის მხრიდან იყვნენ ჯ. დოილ პენროუზი, ირანელი ხელოვანი და ელისაბედ ჯოზეფინ პეკოვერი; ხოლო დედის მხრიდან ფსიქოლოგი ჯონ ბერსფორდ ლითსი და რუსი ებრაელი[22] სონია მარი ნატანსონი.[23][24][25] ბიძამისი იყო ხელოვანი როლანდ პენროუზი, რომელსაც ფოტოგრაფ ლი მილერთან ყავდა ვაჟი ენტონი პენროუზი.[26][27] პენროუზის დედმამიშვილები არიან ფიზიკოსი ოლივერ პენროუზი, გენეტიკოსი შირლი ჰოდგსონი და ჭადრაკის დიდოსტატი ჯონათან პენროუზი.[28][29] მათი მამობილი იყო მათემატიკოსი და კომპიუტერული მეცნიერი მაქს ნიუმანი.

პენროუზი ბავშობაში, მეორე მსოფლიო ომის დროს იმყოფებოდა კანადაში. ამ დროს მამამისი მუშაობდა ლონდონში, ონტარიოში.[30] პენროუზი სწავლობდა „University College School“-ში.[12] მან დაასრულა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი და 1952 წელს ლონდონის უნივერსიტეტში მიიღო პირველი კლასის ხარისხი მათემატიკაში.

1955 წელს, სტუდენტობის დროს, პენროუზმა ხელახლა შემოიღო ე. ჰ. მურის განზოგადებული მატრიცის ინვერსია, ასევე ცნობილი როგორც მურ-პენროუზის ინვერსია,[31] მას შემდეგ რაც ის 1951 წელს არნ ბჯერჰამარმა ხელახლა გამოიგონა.[32]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მეორე ნახევარი გადაეცა რაინჰარდ გენცელს და ანდრეა გეცს მათი ნაშრომებისთვის შავ ხვრელებზე.
  2. პენროუზმა და მამამისმა მათემატიკური ცნებები გაუზიარეს ჰოლანდიელ გრაფიკულ არტისტს მორის ეშერს, რომლებიც მან ბევრ ნამუშევარში გამოიყენა, როგორიცაა „ჩანჩქერი“, რომელიც დაფუძნებულია „პენროუზის სამკუთხედზე“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MacTutor History of Mathematics archive
  2. NooSFere — 1999.
  3. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. 4.0 4.1 Leidse Hoogleraren
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  6. 6.0 6.1 6.2 Lundy D. R. The Peerage
  7. The Fine Art Archive — 2003.
  8. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #120520567 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  9. 9.0 9.1 9.2 Who's Who(untranslated), 1849.
  10. Mathematics Genealogy Project — 1997.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Kindred Britain
  12. 12.0 12.1 Penrose, Sir Roger, online Oxford University Press, Who's Who, A & C Black an imprint of Bloomsbury Publishing plc. 
  13. Roger Penrose | Biography, Books, Awards, & Facts. ციტირების თარიღი: 7 March 2021
  14. Oxford Mathematician Roger Penrose jointly wins the Nobel Prize in Physics | University of Oxford en. ციტირების თარიღი: 7 October 2020
  15. Ferguson, Kitty (1991). Stephen Hawking: Quest for a Theory of Everything. Franklin Watts. ISBN 0-553-29895-X
  16. Misner, Charles (1973). Gravitation. San Francisco: W. H. Freeman. ISBN 978-0-7167-0344-0.  (See Box 34.2.)
  17. Siegel, Matthew (8 January 2008). „Wolf Foundation Honors Hawking and Penrose for Work in Relativity“. Physics Today (ინგლისური). 42 (1): 97–98. doi:10.1063/1.2810893. ISSN 0031-9228. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 December 2021. ციტირების თარიღი: 7 October 2020.
  18. ჯონ ჯ. ო’კონორი და ედმუნდ ფ. რობერტსონი. როჯერ პენროუზი (ინგლისური) — ბიოგრაფია არქივში MacTutor.
  19. The Nobel Prize in Physics 2020 en-US. ციტირების თარიღი: 6 October 2020
  20. Overbye, Dennis; Taylor, Derrick Bryson (6 October 2020). „Nobel Prize in Physics Awarded to 3 Scientists for Work on Black Holes – The prize was awarded half to Roger Penrose for showing how black holes could form and half to Reinhard Genzel and Andrea Ghez for discovering a supermassive object at the Milky Way's center“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 October 2020. ციტირების თარიღი: 6 October 2020.
  21. Brookfield, Tarah (2018). Our voices must be heard : women and the vote in Ontario. Vancouver. ISBN 978-0-7748-6019-2. OCLC 1066070267. 
  22. Brookfield, Tarah (2018). Our Voices Must Be Heard: Women and the Vote in Ontario (en). UBC Press. ISBN 978-0-7748-6022-2. 
  23. Rudolph Peters (1958). „John Beresford Leathes. 1864–1956“. Biographical Memoirs of Fellows of the Royal Society. 4: 185–191. doi:10.1098/rsbm.1958.0016.
  24. Roger Penrose. Cycles of Time: Is It Possible to Discern the Previous Universe Through the Big Bang? YouTube-ზე
  25. Hall, Chris (19 March 2016). „Lee Miller, the mother I never knew“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 November 2020. ციტირების თარიღი: 7 October 2020.
  26. Illustrated Mathematics en-GB. ციტირების თარიღი: 7 October 2020
  27. Roger Penrose – Biography en. ციტირების თარიღი: 7 October 2020
  28. AP and TOI staff. Scientist of Jewish heritage among trio to win Nobel prize for black hole finds en-US. ციტირების თარიღი: 7 October 2020
  29. Ogilvie, Megan (23 March 2009). „Just Visiting: Sir Roger Penrose“. Toronto Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 January 2021. ციტირების თარიღი: 9 October 2020.
  30. Penrose, R. (1955). „A generalized inverse for matrices“. Mathematical Proceedings of the Cambridge Philosophical Society. 51 (3): 406–413. Bibcode:1955PCPS...51..406P. doi:10.1017/S0305004100030401.
  31. Zheng, Wenjie. The 100th anniversary of Moore–Penrose inverse and its role in statistics and machine learning. ციტირების თარიღი: 7 October 2020