ისიდორ ისააკ რაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ისიდორ ისააკ რაბი
II Rabi.jpg
დაბ. თარიღი 29 ივლისი 1898(1898-07-29)[1] [2]
დაბ. ადგილი რიმანუვი
გარდ. თარიღი 11 იანვარი 1988(1988-01-11)[3] [1] [2] (89 წლის)
გარდ. ადგილი მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ[4]
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ[5]
Flag of Poland.svg პოლონეთი
სამეცნიერო სფერო ატომური ფიზიკა
მუშაობის ადგილი კოლუმბიის უნივერსიტეტი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი და კორნელის უნივერსიტეტი
ჯილდოები მშვიდობიანი ატომის ჯილდო, ნილს ბორის საერთაშორისო ოქროს მედალი, ნობელის პრემია ფიზიკაში[6] [7], ელიოტ კრესონის მედალი, Four Freedoms Award - Freedom from Fear, ერსტედის მედალი, Public Welfare Medal, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, რიხტმაიერის მემორიალური პრემია და ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი
ხელმოწერა I. I. Rabi signature.jpg

ისიდორ ისააკ რაბი (ინგლ. Isidor Isaac Rabi, დ. 29 ივლისი, 1898 — გ. 11 იანვარი, 1988, ნიუ იორკი) — ამერიკელი ფიზიკოსი რომელიც გახდა 1944 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში „ატომის ბირთვების მაგნიტური მომენტების განსაზღვრისათვის“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისიდორ ისააკ რაბი დაიბადა 1898 წლის 29 ივლისს პოლონურ-ებრაულ მართლმადიდებლების ოჯახში, რიმანუვში (გალიციაში), რომელიც იყო ავსტია უნგრეთის იმპერიის ნაწილი, თუმცა დღესდღეისობით იგი ეკუთვნის პოლონეთს. ისიდორის დაბადების შემდგომ მამამისი დავიდი წავიდა აშშ-ში. რაბი და მისი დედა შეინდელი დავიდს რამდენიმე თვის დაგვიანებით შეუერთდნენ, ხოლო შემდგომ ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ორ ოთახიან ბინაში, ქვემო ისტ-საიდში (მანჰეტენში). სახლში ოჯახი იდიშურად ლაპარაკობდა. როდესაც რაბი სკოლაში შევიდა შემინდელმა თქვა, რომ მისი შვილის ახელი იყო იზი და სკოლამ იფიქრა, რომ ეს იყო ისიდორის შემოკლებული ფორმა. ამიტომაც ეს სახელი შემდგომში მისი ოფიციალური სახელი გახდა. იგი შემდგომში ცნობილი გახდა ისიდროს ისააკ რაბი შემოკლებით ი. ი. რაბი. მისი სანაცნობო წრე და და გერტრუდა რომელიც 1903 წელს დაიბადა მას უბრალოდ „რაბიდ“ იცნობდნენ. 1907 ელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბროუნსვილში.[8]

ისიდორ ისააკ რაბის ბავშვობაშივე იყო დაინტერესებული მეცნიერებით. მან წაიკითხა ბიბლიოთეკიდან ნათხოვარი წიგნი და თვითონვე ააწყო საკუთარი „რადიო კომპლექტი“. მისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი ეხებოდა რადიო კონდენსატორის დიზაინს, რომელიც გამოქვეყნდა „Modern Electrics“-ში, დაწყებით სკოლაში სწავლის პერიოდში.[9][10] რელიგიური თვალსაზრისით იგი იყო ათეისტი.[11] რაბიმ 1916 წელს დაამთავრა უმაღლესი სკოლა ბრუკლინში („Manual Training High School“).[12] ერთი წლის შემდგომ რაბი შევიდა კორნელის უნივერსიტეტში როგორც ინჟინერიის სტუდენტი, მაგრამ მალე იგი ქიმიაში გადავიდა.

ჯილდოები და პატივისცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისააკ ისიდორ რაბიმ მთელი ცხოვრების განმავლობაში მრავალი ჯილდოს მოპოვება მოახერხა, თუმცა მათგან გამორჩეული იყო ნობელის პრემია. სხვა ჯილდოებიდან მას მოპოვებული აქვს: ფრანკლინის ისნტიტუტის ელიოტ კრესონის მედალი (1942),[13] საფრანგეთის ლეგიონის ღირსების ორდენი (1956),[14] ბერნარდის მედალი ფიზიკაში საკუთარი დამსახურებისათვის (1960),[15] ნილს ბორის ეროვნული ოქროს მედალი (1967), „ოერსტედის“ მედალი რომელიც გადასცა ამერიკის ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციამ (1982), ოთხი თავისუფლების ჯილდო ფრანკლინისა და ელეონორ რუზველტის ინსტიტუტიდან (1985), საზოგადოებრივი კეთილდღეობის მედალი ეროვნული მეცნიერებათა აკადემიისაგან (1985), ვანევარ ბუშის ჯილდო ეროვნული სამეცნიერო ფონდისაგან (1986),[14][16]. რაბი იყო ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოების წევრი ხოლო 1950 წელს მისი პრეზიდენტი. იგი აგრეთვე იყო ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის, ამერიკული ფილოსოფოსთა საზოგადოების და ამერიკის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის წევრი.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისიდორ ისააკ რაბი გარდაიცვალა 1988 წლის 11 იანვარს, საკუთარ სახლში („რივერსაიდ დრავი“).[17][18] მისი მეუღლე ჰელენი გარდაიცვალა 102 წლის ასაკში 2005 წლის 18 ივნისს.[19]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. http://www.britannica.com/EBchecked/topic/487952/Isidor-Isaac-Rabi
  4. http://www.aip.org/history/acap/biographies/bio.jsp?rabii
  5. http://www.britannica.com/EBchecked/topic/103555/CERN
  6. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/physics/laureates/1944/
  7. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  8. Rigden 1987, გვ. 17–21.
  9. Rigden 1987, გვ. 27.
  10. Ramsey 1993, გვ. 312.
  11. Rigden 1987, გვ. 23.
  12. Rigden 1987, გვ. 27–28.
  13. Isidor Isaac Rabi. The Franklin Institute. წაკითხვის თარიღი: 19 March 2016.
  14. 14.0 14.1 Ramsey 1993, გვ. 320.
  15. "Rabi Awarded Barnard Medal". Physics Today 13 (8): 52. August 1960. Bibcode 1960PhT....13h..52.. . ISSN 0031-9228.
  16. Public Welfare Award. National Academy of Sciences. წაკითხვის თარიღი: 18 February 2011.
  17. Berger, Marilyn. “Isidor Isaac Rabi, a Pioneer in Atomic Physics, Dies at 89“, 12 January 1988, გვ. A1, A24. 
  18. Ramsey 1993, გვ. 319.
  19. Rabi, Helen Newmark“, 21 June 2005.