გუსტავ ჰერცი
გუსტავ ლუდვიგ ჰერცი (გერმ. Gustav Ludwig Hertz; დ. 22 ივლისი, 1887, ჰამბურგი – გ. 30 ოქტომბერი, 1975, ბერლინი) — გერმანელი ფიზიკოსი. გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი ბერლინში. ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცის ნათესავი. სწავლობდა გეტინგენის, მიუნხენისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. 1917 წლიდან იყო ბერლინის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი. 1920-1925 წლებში მუშაობდა ეინდჰოვენში, ფილიპსის ვარვარის ნათურის ლაბორატორიაში. 1925-1927 წლებში ჰალეს უნივერსიტეტის, ხოლო 1928-1935 წლებში, ბერლინის უმაღლესი ტექნიკური სკოლის პროფესორი. 1935-1945 წლებში ხელმძღვანელობდა კვლევით სამუშაოებს სიმენსის ქანების ლაბორატორიაში. 1945-1954 წლებში მუშაობდა სსრკ-ში. 1954 წლიდან ლაიფციგის ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორი. 1913 წელს ჯეიმზ ფრანკთან ერთად ჩაატარა აირის ატომებსა და მოლეკულებთან ელექტრონების დაჯახების კლასიკური გამოკვლევები და ექსპერიმენტულად დაამტკიცა ატომის ენერგიის დისკრეტული დონეების არსებობა. შეისწავლა რენტგენის სხივების შთანთქმის სპექტრები. იყო მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 1925 წელს, მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში (ჯეიმზ ფრანკთან ერთად).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 633.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 MacTutor History of Mathematics archive — 1995.
- 1 2 Encyclopædia Britannica
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 filmportal.de — 2005.
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija / A. Vujić — LZMK, 2005.
- 1 2 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- 1 2 Munzinger Personen
- 1 2 3 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- 1 2 3 4 5 Deutsche Nationalbibliothek Record #118703927 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ http://www.friedhof-hamburg.de/ohlsdorf/prominente/h/
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Niedersächsische Personen
- ↑ Hertz, Gustav // Encyclopedia.com — (untranslated).
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ The Nobel Prize in Physics 1925 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
| ||||||||||||||||||||
- დაბადებული 22 ივლისი
- დაბადებული 1887
- გარდაცვლილი 30 ოქტომბერი
- გარდაცვლილი 1975
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- გერმანელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- ებრაული წარმოშობის გერმანელები
- გერმანელი ფიზიკოსები
- ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ანბანის მიხედვით
- გეტინგენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები