ნიკოლოზ ბასოვი
ნიკოლოზ ბასოვი (რუს. Никола́й Генна́диевич Ба́сов; დ. 14 დეკემბერი, 1922, უსმანი — გ. 3 ივლისი, 2001, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოსი, კვანტური ელექტრონიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, 1964 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ალექსანდრე პროხოროვთან და ჩარლზ ტაუნზთან ერთად[14].
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიკოლოზ გენადის ძე ბასოვი დაიბადა 1922 წლის 14 დეკემბერს სოროჟენის ოლქის ქალაქ უსანში, ვოროჟენის სატყეო ინსტიტუტის პროფესირის ოჯახში[15]. ბასოვმა 1940 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო შემდგომ იგი ჯარში გაიწვიეს, რომელიც დაასრულა 1943 წელს, სამედიცინო სამსახურის უფროსი ლეიტენანტის წოდებით[15]. დიდი სამამულო ომის პრეიოდში იგი იბრძოდა უკრაინის ფრონტზე და გერმანიაში.
მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიკოლაი ბასოვმა 1950-იანი წლების დასაწყისში ბასოვმა დაიწყო ელექტრომაგნიტური გამოსხივების იმ ნივთიერებებთან ურთიერთქმედების შესწავლას, რომლებმაც შემდგომში მოგვცეს პირველი წარმოდგენა კვანტურ გენერატორებსა და გამაძლიერებლებზე.
ბასოვი იყო ერთ-ერთი პირველი ვინც შეაფასა კვანტური ელექტრონიკის პრინციპების გავრცელების მნიშვნელობა ელექტრომაგნიტური ტალღების ოპტიკურ არეზე. მისი აზრით ამან ფიზიკოსებს საშუალება მისცა ფიზიკური მოვლენების მთელი კომპლექსის გამოკვლევისა. ოპტიკურ სიხშირეზე მაზერთა გავრცელებისუდიდესი მნიშვნელობა დადასტურდა ლაზერთა ფიზიკისა და ტექნიკის განვითარებით. საბოლოოდ ამ ყველაფერმა მიგვიყვაა ოპტიკის აღორძინებამდე.
1957 წელს ბასოვი იწყებს ლაზერთა გამოკვლევას ფიზიკური პირობების ანალიზით, რაც აუცილებელია უწონასწორო მდგომარეობის რეალიზაციისათვის ნახევრადგამტარებში. ეს გამოკვლევა მეტად რთული აღმოჩნდა იმდოის ტექნოლოგიის ფონზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, 1962 წელს შესაძლებელი გახდა ისეთი ტიპის ლაზერის შექმნა, რომელმაც იმთავადვე ფართო გამოყენება პოვა.
1959 წელს ნიკოლოზ ბასოვს მიენიჭა ლენინური პრემია.
1961 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე მოხსენებისას ბასოვმა ყურადღება მიაქცია ლაზერების გამოყენებაზე თერმობირთვული სინთეზის მართვად რეაქციებში. შემდგომში ამ სფეროში განხორციელებულმა ბასოვის გამოკვლევებმა მიგვიყვანა ლაზერის საშუალებით განხორციელებული თერმობირთვული სინთეზის მეთოდების დამუშავებამდე.
1963 წელს ბასოვმა აგრეთვე დაასაბუთა ლაზერთა თერმული აღგზნების ახალი მეთოდები, რომელთა თეორიულმა დამუშავებამ მიგვიყვანა გაზოდიმანიკური ლაზერების შექმნამდე. მომდევნო წლებში მისი ხელმძღვანელობით დაიწყეს ქიმიური კვანტური გენერატორების შექმნა.
1970 წლიდან დაწყებული ბასოვი ხელმძღვანელობდა მთელ რიგ ნაყოფიერ გამოკვლევებს მაღალი წნევის აირულ ლაზერებში — ეგრეთ წოდებულ ელექტრო-იონიზირებულ ლაზერებში. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ბასოვი დიდ ყურადღებას აქცევდა ინფორმაციის ოპტიკური მეთოდების დამუშავების განვითარებას, რომლებიც არსებითად ეყრდნობოდა ნახევრადგამტარი ლაზერის გამოკვლევებისას მიღებულ შედეგებს.
ნიკოლოზ ბასოვი იყო საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიის (მიუნხენი) პრეზიდენტი და საპატიო წევრი[16][17]. აგრეთვე იგი იყო ლებედევის ფიზიკურ ინსტიტუტის ლაბორატორიაში კვანტური რადიოფიზიკის კათედრის გამგე[14]. იგი ამ პოზიციას სიკვდილამდე იკავებდა[14].
ნიკოლოზ ბასოვი გარდაიცვალა 2001 წლის 3 ივლისს, მოსკოვში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 316-319, თბ., 1980.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Басов Николай Геннадиевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 3.0 3.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 5.0 5.1 Munzinger Personen
- ↑ 6.0 6.1 Find a Grave — 1996.
- ↑ The Nobel Prize in Physics 1964 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ Kalinga Prize for the Popularization of Science — კალინგის პრემია.
- ↑ Большая золотая медаль РАН имени М.В.Ломоносова — რუსეთის მეცნიერებათა აკადემია.
- ↑ https://www.upm.es/UPM/Historia/HonorisCausa
- ↑ APS Fellow Archive — American Physical Society.
- ↑ APS Council Announces 1998 APS Fellows — American Physical Society, 1999.
- ↑ 14.0 14.1 14.2 "Basov Nikolay Gennadiyevich" Archived 2010-09-26 at the Wayback Machine
- ↑ 15.0 15.1 "A century of Nobel Prizes recipients: chemistry, physics, and medicine", Francis Leroy. CRC Press, 2003. ISBN 0-8247-0876-8, ISBN 978-0-8247-0876-4. p. 174-175.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-04. ციტირების თარიღი: 2019-04-20.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2019-04-20.
|
- დაბადებული 14 დეკემბერი
- დაბადებული 1922
- გარდაცვლილი 1 ივლისი
- გარდაცვლილი 2001
- მოსკოვში გარდაცვლილები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ლენინის ორდენის კავალრები
- სოციალისტური შრომის გმირები
- სამამულო ომის II ხარისხის ორდენის კავალრები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში
- II ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- რუსი ფიზიკოსები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ანბანის მიხედვით