ოუენ რიჩარდსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოუენ რიჩარდსონი
Owen Richardson.jpg
დაბ. თარიღი 26 აპრილი 1879(1879-04-26)[1] [2]
დაბ. ადგილი დიუსბერი[3]
გარდ. თარიღი 15 თებერვალი 1959(1959-02-15)[3] [1] [2] (79 წლის)
გარდ. ადგილი ალტონი
დასაფლავებულია ბრუკვუდის სასაფლაო
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
სამეცნიერო სფერო ფიზიკა
მუშაობის ადგილი პრინსტონის უნივერსიტეტი და ლონდონის სამეფო კოლეჯი
ალმა-მატერი ტრინიტის კოლეჯი
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, სამეფო მედალი, ნობელის პრემია ფიზიკაში[4] [5] და ჰიუზის მედალი

ოუენ ვილიანს რიჩარდსონი (ინგლ. Owen Willans Richardson; დ. 26 აპრილი, 1879 — გ. 15 თებერვალი, 1959) — ბრიტანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში თერმოელექტრონული ემისიის შესწავლისათვის და კანონის შექმნისთვის, რომელიც რიჩარდსონის კანონის სახელს ატარებს[6][7][8][9].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოუენ ვილიანს რიჩარდსონი დაიბადა 1879 წლის 26 აპრილს დიდი ბრიტანეთის ქალაქ დიუსბერიში, ინდუსტრიული ხელსაწყოების კომისიონერის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო მშობლიურ ქალაქში. მისი ფიზიკის მასწავლებელი იყო იმდროისთვის უკვე გამოჩენილი ფიზიკოსი ჯოზეფ ჯონ თომსონი. რიჩარდსონთან ერთად სწავლობდნენ ისეთი ადამიანები როგორებიც იყვნენ: რეზერფორდი, ვილსონი, ლანჟევენი. შემდეგ რიჩარდსონი გადავიდა კემბრიჯის უნივერსიტეტში და შევიდა ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტზე. სწავლის უკანასკნელი ორი წელის რიჩარდსონმა ლონდონის უნივერსიტეტში გაატარა. 1900 წელს მან უკვე დაამთავრა ეს სასწავლებელი და მუშაობა დაიწყო ქავენდიშის ლაბორატორიაში.

მოღვწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიჩარდსონმა ქავენდაშის ლაბორატორიაში თერმოელექტრონული ემისიის შესწავლა დაიწყო. ერთი წლის შემდეგ მან საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე შექმნა კანონი. მისი პირველი ნაშრომი ამ დარგში სულ რამოდენიმე სტრიქონს შეიცავდა: „თუ უარყოფითი რადიაცია განპირობებულია გავარვარებული ლითOნიდან ელექტრონების ამოფრქვევით, მაშინ ნაჯერობის დენი უნდა დაემორჩილოს კანონს: 1/2 − b/t. ეს კანონი თვითონ რიჩარდსონის მიერ შეისწავლებოდა 28 წლის განმავლობაში და სხვადასხვა სახე ეძლეოდა. მან საბოლოოს 1929 წელს ასეთი სახე მიიღო:

2− w / kT

სადაც:

  • — თერმოელექტრული ემისიის დენის სიმკვრივეა;
  • — უნივერსალური მუდმივა, რომელიც დამოკიდებულია ელექტრონის მასაზე, მის მუხტზე და პლანკისა და ბოლცმანის მუდმივებზე;
  • — აბსოლუტური ტემპერატურა კელვინის გრადუსებში;
  • — მოცემული ლითონიდან ელექტრონის ამოვარდნის მუშაობის მუდმივაა;
  • — ბოლცმანის მუდმივა.

1906 წელს რიჩარდსონი აშშ-ში მიიწვიეს და აირჩიეს პრინტსონის უნივერსიტეტის პროფესორად. მან აშშ-შიც გააგრძელა საკუთავი კვლევები. 1911 წელს იგი აირჩიეს აშშ ფილოსოფიური საზოგადოების წევრად, ხოლო 1913 წელს დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების საბჭოს წევრად. 1909 წელს რიჩარდსონმა ფიზიკაში შემოიტანა ტერმინი „თერმოელექტრონული ემისია“. 1913 წელს იგი ბრუნდება სამშობლოში. ამავე წელს მან დაამტკიცა, რომ ვოლფრამში ელექტრული დენი ელექტრონების ნაკადს წარმოადგენს. ხოლო ერთი წლის შემდეგ მან შექმნა კლასიკური მონოგრაფია - „ნივთიერების ელექტრონული თეორია“.

რიჩარდსონის მეორე დიდებული ნაშრომი - „ელექტრონების ემისია გავარვარებული სხეულებიდან“ - გამოიცა 1916 წელს. ეს ნაშრომი გამოქვეყნდა მთელ ევროპაში, სსრკ კავშირში და აშშ-ში. რიჩაქრდოსნის ეფექტით ახსნეს სამელექტროდიანი ელექტრონული მილაკის, რენტგენის მილაკისა და კათოდურ-სხივური მილაკების მუშაობის პრინციპები.

რიჩარდსონი იყო დინჯი და აუჩქარებელი ექსპერიმენტატორი. 1920-1930 წლებში რიჩარდსონი დაძაბული მუშაობდა ფიზიკასა და ქიმიას შორის კავშირის გაგებაზე.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე რიჩარდსონი გადაიყვანეს თავდაცვითი ხასიათის სამუშაოებზე. 1944 წელს იგი გავიდა პენსიაზე და დაბრუნდა მშობლიურ კუთხეში. ცნობილია, რომ რიჩარდსონი იყო ნორვეგიის, შვეიცარიის, გერმანიის და ინდოეთის მეცნიერებათა აკადემიების წევრი.

იგი გარდაიცვალა 1959 წლის 15 თებერვალს ალსტონში (დიდი ბრიტანეთი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 197-200, თბ., 1980.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Ричардсон Оуэн Уилланс // Большая советская энциклопедия: [в 30 т.], [30 cilddə] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/physics/laureates/1928/
  5. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  6. "Owen Willans Richardson: The Nobel Prize in Physics 1928". Les Prix Nobel. Nobel Foundation. 1928. Retrieved 17 September 2007.
  7. Richardson, OW (1921), "Problems of Physics", Science (published 30 September 1921), 54 (1396): 283–91, Bibcode: :1921Sci....54..283R doi :10.1126/science.54.1396.283, PMID 17818864
  8. Richardson, OW (1913), "The Emission of Electrons From Tungsten at High Temperatures: An Experimental Proof That The Electric Current In Metals Is Carried By Electrons", Science (published 11 July 1913), 38 (967): 57–61, Bibcode :1913Sci....38...57R doi 10.1126/science.38.967.57, PMID 17830216
  9. Owen Richardson's Nobel lecture on thermionics, December 12, 1929