შინაარსზე გადასვლა

ჟორეს ალფეროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟორეს ალფეროვი
რუს. Жоре́с Ива́нович Алфёров
ბელარ. Жарэ́с Іва́навіч Алфёраў
დაბ. თარიღი 15 მარტი, 1930(1930-03-15)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ვიტებსკი[1]
გარდ. თარიღი 1 მარტი, 2019(2019-03-01)[6] [4] [5] [7] (88 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
დასაფლავებულია კომაროვოს სასაფლაო[7]
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა ფიზიკოსი, პოლიტიკოსი, გამომგონებელი და member of the State Duma
მუშაობის ადგილი რუსეთის მეცნიერებათა აკადემია და Alferov University
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ელექტროტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი[8] და ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი
მეუღლე Tamara Darskaya
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, ნობელის პრემია ფიზიკაში[9] [10] , სტიუარტ ბალანტაინის მედალი[11] , ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-1 ხარისხი[12] , SPIE-ს ოქროს მედალი[13] , შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „შრომის ვეტერანი“, პოპოვის სახელობის ოქროს მედალი, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[14] [15] , ალექსანდრე ნეველის ორდენი, ლენინური პრემია, Kyoto Prize in Advanced Technology[16] , „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, Medal "In Commemoration of the 250th Anniversary of Leningrad", საიუბილეო მედალი „რუსეთის ფლოტის 300 წელი“, Order of Francisc Skorina[17] , რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, honorary citizen of Saint Petersburg[18] , Order of the Friendship of Peoples, ნიზამი განჯევის ოქროს მედალი, Global Energy Prize, დემიდოვის პრემია[19] , სანქტ-პეტერბურგის 300 წლისთავის მედალი, თავად იაროსლავ ბრძენის მე-5 ხარისხის ორდენი[20] , The Russian Federation Power Engineer Award[21] , honorary doctor of the Voronezh State University[22] , honorary citizen of Vitebsk, Russian Federation Government Certificate of Honour, Nick Holonyak Jr. Award[23] , Q126416219?[24] და Ordo Sancti Constantini Magni[25]

ჟორეს ივანეს ძე ალფეროვი (რუს. Жоре́с Ива́нович Алфёров, ბელარ. Жарэс Іва́навіч Алфёраў დ. 15 მარტი, 1930, ვიტებსკი, სსრკ — გ. 1 მარტი, 2019, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) — საბჭოთა რუსი ფიზიკოსი, რუსეთის ერთადერთი ცოცხალი ნობელიანტი (2000 წ.). ფიზიკაში მიიღო ნობელის პრემია ნახევარგამტარული ჰეტეროსტრუქტურების განვითარებისათვის და სწრაფი ოპტიკური და მიკროელექტრონული კომპონენტების შექმისათვის), არის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი (2004 წლიდან), ბელორუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი (2011 წლიდან). მისმა გამოკვლევებმა დიდი როლი შეასრულა ინფორმატიკის მეცნიერების განვითარებაში. იყო სახელმწიფო დუმის დეპუტატი, 2002 წ. გამოვიდა ინიციატივით, რომ დაარსებულიყო პრემია „გლობალური ენერგია“, 2006 წლამდე მეთაურობდა საერთაშორისო კომიტეტს ამ პრემიის მინიჭების საკითხში. დღემდე მუშაობს ახალი აკადემიური უნივერსიტეტის რექტორად. იგი ასევე ითვლება რუს პოლიტიკოსად და 1995 წლიდან არის რუსეთის სახელმწიფოს პარლამენტის, დუმას წევრი. მოგვიანებით იგი გახდა რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი წევრი.

დაბადება და აღზრდა-განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ივანე კარპის ძე ალფეროვისა და ანა ვლადიმერის ასულ როზენბლიუმის ბელორუსულ-ებრაულ ოჯახში. მომავალი მეცნიერის მამა დაიბადა ჩაშნიკებში, ხოლო დედა — პატარა ადგილმდებარეობაზე, სახელად კრაისკი (ახლა მდებარეობს მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონში). [26] სახელი მომავალმა მეცნიერმა ფრანგი სოციალისტის, ჟან ჟორესის პატივსაცემად მიიღო, ხოლო მისმა უფროსმა ძმამ — კარლ მარქსის პატივსაცემად.[27] ომამდელი წლები გაატარა სტალინგრადში, ნოვოსიბირსკში, ბარნაულსა და სიასრტოეში.

მეორე მსოფლიო ომის ალფიოროვების ოჯახი გადასახლდა ტურინსკში (სვერდლოვსკის ოლქი), სადაც მამამისი მუშაობდა ცელულოზისა და ქაღალდის ქარხნის დირექტორად, ხოლო ომის დამთავრების შემდეგ ოჯახი დაბრუნდა ომისგან დანგრეულ მინსკში. უფროსი ძმა — მარქს ივანეს ძე ალფეროვი (1924–1944) ფრონტზე დაიღუპა. ჟორესმა ოქროს მედალზე დაამთავრა მინსკის 42-ე საშუალო სკოლა და ფიზიკის მასწავლებლის, იაკობ ბორისის ძე მელცერზონის რჩევით გაემგზავრა ლენინგრადში, ლენინგრადის ლენინის სახ. ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში ჩასაბარებლად, სადაც უგამოცდოდ იქნა მიღებული.

1953 წლიდან მუშაობდა ა. ფ. იოფეს სახ. ფიზიკურ-ტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ვ. მ. ტუჩკევიჩის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო და მონაწილეობას იღებდა პირველი საბჭოთა ტრანზისტორებისა და ძალური გერმანიუმიანი მოწყობილობების შემუშავებაში. 1961 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (ფიზიკურ-მათემატიკურ მეცნიერებებში). 1970 ალფიოროვმა სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა, რითაც განაზოგადა ნახევარგამტარებში ჰეტეროგადასვლების კვლევების ახალი ეტაპი. 1972 წელს ალფეროვი გახდა პროფესორი, ხოლო 1 წლის შემდეგ — ლენინგრადის ელექტროტექნიკური ინსტიტუტის ოპტო-ელექტრონიკის საბაზისო კათედრის გამგე. 1990 წლების დასაწყისიდან ალფეროვი იკვლევდა ნანოსტრუქტურების თვისებებს: კვანტურ მავთულებსა და კვანტურ წერტილებს. 1987 წლიდან 2003 წლის მაისამდე მუშაობდა ა. ფ. იოფეს სახელობის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის დირექტორად, ხოლო 2003 წლის მაისიდან 2006 წლის ივლისამდე — სამეცნიერო ხელმძღვანელად. 1988 წლიდან (დაფუძნების მომენტიდან) არის სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკურ-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანი.

1990–1991 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ლენინგრადის სამეცნიერო ცენტრის პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 2003 წლიდან — რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპლექსის „სანქტ-პეტერბურგის ფიზიკურ-ტექნიკური სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის“ თავმჯდომარე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979 წლიდან), შემდეგ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისა, აგრეთვე, განათლების რუსული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი; რუსეთის მეცნ. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, სანქტ-პეტერბურგის სამეცნიერო ცენტრის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, რედაქტორი „წერილებისა ტექნიკური ფიზიკის ჟურნალისადმი“.

ჰერმან გრიმეისმა, შვედეთის სამეფო აკადემიის წევრმა, რომელიც გასცემს ნობელის პრემიებს, მისი ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალზე წარმოთქვა სიტყვები: „ალფეროვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სატელიტებიდან მთელი ინფორმაციის გამოგზავნა დედამიწაზე და ქალაქებს შორის ასე ბევრი სატელეფონო კავშირის დამყარება“. [28]

1962 წლიდან ჟორეს ალფეროვი მუშაობდა ნახევარგამტარული ჰეტეროსტრუქტურების კვლევის სფეროში. თანამედროვე ჰეტეროსტრუქტურული ფიზიკისა და ელექტრონიკის შექმნაში უაღრესად მნიშვნელოვანი იყო წვლილი, რომელიც მან შეიტანა ნახევარგამტარული ჰეტეროსტრუქტურების ფიზიკისა და ტექნოლოგიის კვლევაში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საინექციო თვისებებისა და ეპიტაქსიის პროცესების კვლევა, ლაზერების, მზის ელემენტებისა და შუქმფრქვევი დიოდების განვითარება.

მუშაობდა ჟურნალის „ნახევარგამტარების ფიზიკა და ტექნიკის“ რედაქტორად, ჟურნალის „ზედაპირი: ფიზიკა, ქიმია, მექანიკა“ სარედაქციო კოლეგიის წევრად, ჟურნალის „ნაუკა ი ჟიზნის“ სარედაქციო კოლეგიის წევრად. იყო რსფსრ საზოგადოება „ცოდნის“ მმართველობის წევრი.

2010 წლის 5 აპრილს გამოცხადებული იქნა იმის შესახებ, რომ ალფეროვი დანიშნული იქნა სკოლკოვოს საინოვაციო ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელად.

2010 წლიდან მუშაობს ფონდ „სკოლკოვოს“ საკონსულტაციო სამეცნიერო საბჭოს თანათავმჯდომარედ. ავტორია ხუთასზე მეტი სამეცნიერო შრომისა, სამი მონოგრაფიისა და ორმოცდაათი გამოგონებისა.

იგი თითქმის მესიანური კონცეფციას გამოხატავდა ჰეტეროსტრუქტურების სფეროში, როდესაც წერდა: „ამ ღირსშესანიშნავ წინსვლაში ბევრმა მეცნიერმა შეიტანა თავიანთი წვლილი; ეს წინსვლა არა მარტო დიდწილად განაპირობებს მყარი სხეულების ფიზიკის მომავალ განვითარებას, არამედ, გარკვეული აზრით, საერთოდ კაცობრიობის მომავალსაც“.[29]

პოლიტიკური მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჟ. ალფეროვი და ვლადიმერ პუტინი

1944 — გახდა კომკავშირელი; 1965 — კპარტიის წევრი. 1989–1992 — სსრკ სახალხო დეპუტატი. 1995–1999 — მეორე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი მოძრაობიდან „ჩვენი სახლი — რუსეთი“, ამავე დუმაში მეცნიერებათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, 1998 წლიდან — დეპუტატთა ჯგუფის „ნაროდოვლასტიეს“ წევრი. 1999–2003 წლებში — მესამე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიისაგან, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი. თუმცა კი, იგი არაა კომუნისტური პარტიის წევრი.[30]

2003–2007 — მეოთხე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიისაგან, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი. 2007–2011 — მეხუთე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიისაგან, მეცნიერებისა და მეცნიერება-ტევადი ტექნოლოგიების კომიტეტის წევრი. ყველაზე უხუცესი დეპუტატი ამჯერად. 2011 წლიდან არის მეექვსე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, რადიოგაზეთის „სლოვოს“ სარედაქციო საბჭოს წევრი, ჟურნალ „ნანოტექნოლოგიები; ეკოლოგია; წარმოების“ სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე.

2010 წლის 4 ოქტომბერს ალექსეი კონდაუროვმა და ანდრეი პიონტიკოვსკიმ გამოაქვეყნეს საიტზე გრანი.რუ შემდეგი სტატია: „როგორ მოვერიოთ კლეპტოკრატიას“, სადაც მათ წამოაყენეს წინადადება, პრეზიდენტად აერჩიათ კომუნისტური პარტიის კანდიდატი, რომელიმე რუსი უხუცესი. მათს მიერ დასახელებულ სამ კანდიდატს შორის იყვნენ ვიქტორ გერაშჩენკო, იური რიჟოვი და ჟორეს ალფეროვი.

10 აკადემიკოსის მიერ კლერიკალიზაციის წინააღმდეგ პუტინისადმი მიწერილი წერილის ერთ-ერთი თანაავტორი.

გამოდის სკოლებში შემდეგი საგნის სწავლების წინააღმდეგ: „მართლმადიდებლური კულტურის საფუძვლები“.

საქველმოქმედო საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჟ. ალფეროვის გამოსვლა ნანოტექნოლოგიის საერთაშორისო ფორუმის გახსნაზე მოსკოვში, 2010 წლის ნოემბერში

დააარსა განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერის ფონდი ნიჭიერი ახალგაზრდობის დასახმარებლად. პირველი შენატანი ამ ფონდში მან თავისი ნობელის პრემიის თანხიდან ჩადო.

ალფეროვი მსახურობს CRDF Global-ის მრჩეველთა საბჭოში.[31]

რუსული და საბჭოთა ჯილდოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ღირსების ორდენი:
    • პირველი რანგის (14 მარტი, 2005) - ეროვნული (რუსული) მეცნიერების განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის და კანონმდებლობით საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის;
    • მე-2 რანგის (2000);
    • მე-3 რანგის (4 ივნისი, 1999) - ეროვნული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის და მაღალი კვალიფიკაციის პერსონალის აღზრდისათვის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის 275-ე წლისთავთან დაკავშირებით;
    • მე-4 რანგის (15 მარტი, 2010) - ეროვნული მეცნიერებისა და სახელმწიფოს სამსახურისათვის და მრავალი წლის ნაყოფიერი საქმიანობისთვის
  • ლენინის ორდენი (1986)
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (1980)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (1975)
  • ორდენი „ღირსების ნიშანი“ (1959)
  • რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია (2001) მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში (5 აგვისტო, 2002) მისი ნაშრომისათვის, „კვანტური წერტილების მქონე ჰეტეროსტრუქტურების წარმოქმნისა და თვისებების ფუნდამენტალური შესწავლა და მათ საფუძველზე ლაზერების აგება“
  • ლენინური პრემია (1972) — ნახევარგამტარებისა და ჰეტეროშეერთებების ფუძემდებლური კვლევისა და მათზე დაფუძნებული ახალი მოწყობილობების განვითარებისათვის
  • სსრკ სახელმწიფო პრემია (1984) — A3B5 ნახევარგამტარული ნაერთების მეოთხეულ მყარ ხსნარებზე დაფუძნებული იზოპერიოდული ჰეტეროსტრუქტურების განვითარებისათვის
  • ფრანსისკ სკორინას სახელობის ორდენი (ბელარუსი, 17 მაისი 2001) — ფიზიკის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მისი დიდი პერსონალური წვლილისათვის, ბელორუსულ-რუსული სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზებისათვის და შესაბამისი ხალხების მეგობრობის განმტკიცებისათვის.
  • თავადი იაროსლავ ბრძენის სახელობის ორდენი, მე-5 კლასი (უკრაინა, 15 მაისი 2003) — უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში
  • საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი (საფრანგეთი)
  • ნობელის პრემია ფიზიკაში (შვედეთი, 2000; ჰერბერტ კრემერთან და ჯეკ კილბისთან ერთად) — მაღალსიჩქარიანი ოპტოელექტრონიკისათვის ნახევარგამტარული ჰეტეროსტრუქტურების განვითარებისათვის.
  • ნიკ ჰოლონიაკის სახელობის ჯილდო (აშშ ოპტიკური საზოგადოება, 2000).
  • ევროფიზიკის პრიზი (ევროპის ფიზიკური საზოგადოება, 1978) — ჰეტეროშეერთებების დარგში ახალი შრომებისათვის.
  • ა.პ. კარპინსკის სახელობის პრემია (გერმანია, 1989) — მისი წვლილისათვის ჰეტეროსტრუქტურების ფიზიკისა და ტექნოლოგიის განვითარებაში.
  • ა.ფ. იოფეს სახელობის ჯილდო (RAN, 1996) — შრომისათვის „მზის გამოსხივების ფოტოელექტრული გარდამქმნელები ჰეტეროსტრუქტურების ბაზაზე“.
  • დემიდოვის სახელობის პრიზი (დემიდოვის სამეცნიერო ფონდი, რუსეთი, 1999).
  • კიოტოს პრემია (ინამორის ფონდი, იაპონია, 2001) — ოთახის ტემპერატურაზე უწყვეტ რეჟიმში მომუშავე ნახევარგამტარული ლაზერების შექმნაში მიღწეული წარმატებისათვის, რაც გახდა პიონერული ნაბიჯი ოპტოელექტრონიკაში.
  • ვერნადსკის სახელობის ჯილდო (NAS, 2001).
  • „რუსული ეროვნული ოლიმპო“. „ცოცხალი ლეგენდის“ ტიტული (რუსეთი, 2001).
  • საერთაშორისო ენერგეტიკის პრიზი „გლობალური ენერგია“ (რუსეთი, 2005).
  • ჰ. ველკერის სახელობის ოქროს მედალი (1987) — პიონერული შრომებისათვის III-V ნაერთებზე დამყარებული ხელსაწყოების თეორიისა და ტექნოლოგიის სფეროში.
  • სტიუარტ ბალანტაინის სახელობის მედალი (ფრანკლინის ინსტიტუტი, აშშ, 1971) — ორმაგ-ჰეტეროსტრუქტურულ ლაზერზე თეორიული და ექსპერიმენტული კვლევებისათვის. ეს ლაზერი შექმნილი იქნა მცირე ზომის ლაზერული სინათლის წყაროების ბაზაზე და შეუძლია მუშაობა უწყვეტ რეჟიმში ოთახის ტემპერატურაზე.
  • პოპოვის სახელობის ოქროს მედალი (მეცნიერებათა აკადემია, 1999).
  • ფოტოგრაფიული ინსტრუმენტების ინჟინერთა საზოგადოების (SPIE) ოქროს მედალი (2002).
  • ჯილდო GaAs სიმპოზიუმზე (1987) — პიონერული შრომებისათვის III-V ნაერთებზე დამყარებულ ნახევარგამტარულ ჰეტეროსტრუქტურებზე და დიოდური ლაზერებისა და ფოტოდიოდების ჯგუფური განვითარებისათვის.
  • დაჯილდოებულია „ოქროს ფირფიტით“ (მიღწევათა აკადემია, აშშ, 2002).
  • XLIX მენდელეევის მკითხველი (1993).
  • რუსულ-სომხური (სლავონიის) უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (სომხეთი, 2011).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Алфёров Жорес Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Encyclopædia Britannica
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. 5.0 5.1 Munzinger Personen
  6. В больнице РАН назвали причину смерти Жореса Алферова
  7. 7.0 7.1 Find a Grave — 1996.
  8. https://primo.nlr.ru/permalink/f/oo3rn7/07NLR_LMS007455730
  9. The Nobel Prize in Physics 2000 // nobelprize.orgNobel Foundation.
  10. The Nobel Prize amounts // nobelprize.orgNobel Foundation.
  11. https://www.fi.edu/en/awards/laureates/zhores-i-alferov
  12. О награждении орденом "За заслуги перед Отечеством" I степени Алферова Ж.И. — 2005.
  13. In Memoriam: Zhores AlferovSPIE, 2019.
  14. Жорес Алферов - офицер Ордена Почетного легионаსანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, 2011.
  15. Жорес Алферов награжден Орденом Почетного легионаRussia-K, 2011.
  16. https://www.kyotoprize.org/en/laureates/
  17. Указ Президента Республики Беларусь от 17 мая 2001 г. №271 "Аб узнагароджаннi Ж.I.Алфёрава ордэнам Францыска Скарыны" — 2001.
  18. Почетными гражданами Санкт-Петербурга стали Жорес Алферов и Алиса ФрейндлихПодробнее: https://www.newsru.com/russia/23may2001/piter_gr.html // NEWSru.com — 2001.
  19. http://uran.ru/ru/about/laureaty-demidovskoi-premii
  20. Про відзначення державними нагородами України представників міста Санкт-Петербурга, Російська Федерація — 2003.
  21. Указ Президента Российской Федерации от 21.06.1996 г. № 973 : О награждении государственными наградами Российской Федерации — 1996.
  22. https://www.vsu.ru/ru/university/general/history/doctors.html
  23. https://www.optica.org/get_involved/awards_and_honors/awards/award_descriptions/nickholonyak/
  24. Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 1868. — ISSN 0242-6773
  25. Pyhän Konstantinuksen ritarikunta löi hyväntekijöitä ritareiksi
  26. სტატია ნობელიანტების ბიოგრაფიებიდან: http://www.nobelprize.org/nobel_prizes/physics/laureates/2000/alferov.html
  27. ალფეროვის ბიოგრაფია ლენტაზე: http://lenta.ru/lib/14177331/full.htm
  28. საშტატო მწერლები (10 October 2000). „რუსი და ამერიკელები იყოფენ ნობელის პრემიას მაღალ ტექნოლოგიებში“. BBC News. ციტირების თარიღი: 2008-06-26.
  29. Lib.semi.ac.cn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-07. ციტირების თარიღი: 2015-01-13.
  30. "კომუნისტები, პატრიოტები ასახელებენ თავიანთ ლიდერებს" დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine. , Kommersant, Sep. 07, 2007
  31. Dr. Zhores I. Alferov. CRDF Global. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-30. ციტირების თარიღი: 2011-03-31.