მარი გეპერტ-მაიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარი გეპერტ-მაიერი
Maria Goeppert-Mayer.jpg
დაბ. თარიღი 28 ივნისი 1906(1906-06-28)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი კატოვიცე, გერმანიის იმპერია[4]
გარდ. თარიღი 20 თებერვალი 1972(1972-02-20)[1] [2] [3] (65 წლის)
გარდ. ადგილი სან-დიეგო
დასაფლავებულია სან-დიეგო
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
Flag of the United States.svg აშშ[5]
სამეცნიერო სფერო ფიზიკა[5]
მუშაობის ადგილი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი[6] , კალიფორნიის უნივერსიტეტი[6] , კოლუმბიის უნივერსიტეტი[6] , Sarah Lawrence College[6] , ლოს-ალმოსის ეროვნული ლაბორატორია[6] და Argonne National Laboratory[6]
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი[5]
მეუღლე Joseph Edward Mayer[5]
მამა Friedrich Göppert[5]
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში[7] [8], ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[9] , ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი
ხელმოწერა Maria Goeppert-Mayer signature.JPG

მარი გეპერტ-მაიერი (ინგლ. Maria Goeppert Mayer; დ. 28 ივნისი, 190620 თებერვალი, 1972, სან დიეგო) — გერმანიაში დაბადებული ამერიკელი თეორეტიკოსი-ფიზიკოსი, 1963 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში. იგი იყო მეორე ქალი ვინც გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში (პირველი იყო მარი სკლოდოვსკა-კიური)[10].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი გეპერტი დაიბადა 1906 წლის 28 ივნისს კატოვიცეში. იგი იყო ფრიდრიხ გეპერტის და მისი მეუღლის, მარია ვოლფის ერთადერთი შვილი[11]. ფრიდრიხ გეპერტი იყო უნივერსიტეტის პროფესორი. გეპერტმა 1930 წელს დაამთავრა გეტინგენის უნივერსიტეტი. იმ პერიოდში გეტინგენის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე მუშაობდა გამოჩენილი თეორეტიკოსი-ფიზიკოსი მაქს ბორნი. ბორნს არ გამორჩენია გეპერტის ფიზიკისადმი მისწრაფება, ამიტომ იგი ახალგაზრდა სტუდენტის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. სადიპლომო ნაშრომში გეპერტიმ გამოიანგარიშა ორი ფოტონის ერთდროული შთანთქმისა და გამოსხივების ალბათობა. ეს ალბათობა იმდენად მცირე იყო, რომ ამ ეფექტის არ დაიმზირებოდა იმდროინდელი ტექნიკით. მაგრამ ამავე პერიოდში დიდი ინტენსივობის ლაზერული კანონების გამოყენებით შესაძლებელი გახდა ამ მოვლენის დანახვა. ამრიგად მიღებულ იქნა თეორიასთან კარგი თანმთხვევა. 1930 წელს გეპერტი გათხოვდა მაიერზე. სწორედ ამ პერიოდიდან იგი მოიხსენიება როგორც მარი გეპერტ-მაიერი. გეპერტ-მაიერს ორი შვილი ჰყავდა: მარი ანა ვენცელი და პიტერ კონრადი. 1931 იგი ოჯახითურთ გადადის საცხოვრებლად აშშ-ში. იქ მან ბალტიმორის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა, ხოლო 1932 წელს გეპერტ-მაიერი მიეკედლა კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიას. მოგვიანებით, 1945 წელს იგი ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბირთვული გამოკვლევების ინსტიტუტს დაუკავშირდა. საბოლოოს მან ბირთვულ ფიზიკაში დაიწყო მუშაობა. 1960 წელს მას მიუვიდა მოწვევა სან-დიეგოს უნივერსიტეტისაგან (კალიფორნია); უნივერსიტეტი მას პროფესორის თანამდებობას სთავაზობდა.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბირთვის გარსის სტრუქტურის კვლევა ჩასახულ იქნა 1947 წელს, შემთხვევით აღმოჩენილი ფაქტის საფუძველზე. გარკვეულ იქნა, რომ ზოგიერთ ბირთვს ანომალური თვისებები გააჩნდა (მაგალითად ისინი უფრო სტაბილური და მეტად გავრცელებულნი არიან ბუნებაში, ვიდრე მეზობელი ბირთვები და გააჩნიათ ნეიტრონების განსაზღვრული რაოდენობა). ნეიტრონების ხსენებულ რიცხვს ეწოდა „მაგიური რიცხვი“. გეპერტ-მაიერმა ეს რიცხვები ანალოგიურად ახსნა ისეთი ატომის მოდელისათვის, რომელშიც ცალკეული ნუკლონები, ანუ ნეიტრონები და პროტონები დამოუკიდებელ ორბიტაზე მოძრაობენ, მათი ურთიერთგანლაგების გავლენა მცირე იყო. ბუნებრივია, რომ ძალური ველი ძალიან განსხვავდებოდა ელექტრონის ძალური ველისაგან. ეფექტურ ბირთვში პაულის პრინციპის თანახმად პროტონები და ნეიტრონები უნდა ყოფილიყვნენ შედარებით დაბალ ენერგეტიკულ დონეებზე, თუმცა სინამდვილეში ასე არ აღმოჩნდა: მაგიური გარსული რიცხვის დროს დონე შევსებულია. გარდა ამისა, ნუკლონი უნდა იმყოფებოდეს შედარებით მაღალ ენერგეტიკულ დონეზე (შესაბამისად სუსტი ბმით). ეს მოდელი განმარტავს რიგ ბირთვულ მოვლენებს.

1963 წელს ამავე თემაზე მუშაობდნენ გემანიაშიც, სწორედ ამიტომ ნობელის პრემიით გეპერტ-მაიერთან ერთად იენსენიც დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ გეპერტ-მაიერი ფიზიკურ ქიმიაშიც მუშაობდა.

მარი გეპერტ-მაიერი გარდაიცვალა გულის შეტევით 1972 წლის 20 თებერვალს, სან-დიეგოში, კალიფორნიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე მ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 266-268, თბ., 1980.
  • Scienziati e Tecnologi. Contemporanei. V. I, Milano, 1974.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]