ლუი დე ბროილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუი დე ბროილი
ფრანგ. Louis Victor Pierre Raymond, duc de Broglie
დაბ. თარიღი 15 აგვისტო, 1892(1892-08-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბ. ადგილი დიეპი[13] [14]
გარდ. თარიღი 19 მარტი, 1987(1987-03-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] (94 წლის)
გარდ. ადგილი ლუვესენი[13]
დასაფლავებულია Neuilly-sur-Seine Old Communal Cemetery[3]
მოქალაქეობა  საფრანგეთი
საქმიანობა ფიზიკოსი[15]
მუშაობის ადგილი პარიზის უნივერსიტეტის სამეცნიერო ფაკულტეტი[1] , სორბონა[1] და Institut Henri Poincaré[1]
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტის სამეცნიერო ფაკულტეტი[16] და ჟანსონ დე საიის ლიცეუმი[1]
განთქმული მოსწავლეები Jean-Pierre Vigier
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი[17]
მეუღლე
მამა ვიქტორ დე ბროილი
დედა Pauline Célestine de La Forest d'Armaillé
ჯილდოები საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, ნობელის პრემია ფიზიკაში[18] [19], აკადემიური პალმის ორდენის კომანდორი, CNRS-ის ოქროს მედალი[20] [21] , მაქს პლანკის მედალი, კალინგის პრემია[22] , ჰელმჰოლცის მედალი, ლავალის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[23] , ვარშავის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[1] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[24], SEP-ის დიდი ოქროს მედალი, Officer of the Order of Leopold[1] , ათენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და Honorary doctor of the University of Lausanne
ხელმოწერა

ლუი დე ბროილი (დ. 15 აგვისტო, 1892, პარიზი — გ. 19 მარტი, 1987, ლუვესენი) — ფრანგი ფიზიკოსი. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი დე ბროილი დაიბადა 1892 წლის 15 აგვისტოს პარიზში. იქვე მიიღო საშუალო და შემდეგ უმაღლესი განათლება. დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის ისტორიისა და ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტები. 1928 წელს ლუი დე ბრიოლი პარიზის უნივერსიტეტში მიიწვიეს პროფესორად. ერთი წლის შემდეგ ზემოხსენებული სადოქტორო დისერტაციისათვის ნობელის პრემია მიენიჭა ფიზიკის დარგში. 1933 წელს იგი აირჩიეს პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. ორი წლის შემდეგ კი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადმიის საპატიო წევრად, 1942 წელს — პარიზის მეცნიერებათა აკადემიის „აუცილებელ მდივნად“. დე ბრიოლის თეორიის საფუძველზე ბუნებრივად დაისვა საკითხი დიფრაქციისა და ინტერფერენციის მოვლენების ექსპერიმენტულად შემოწმების შესახებ, მსოფლიოს ფიზიკოს-ექსპერიმენტატორების ერთობლივი დასკვნით დე ბროილის მოსაზრებანი სამართლიანად იყო.

ლუი დე ბროილის შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი დე ბროილის კალამს ეკუთვნის აგრეთვე მრავალი მნიშვნელოვანი გამოკვლევა რელატივისტურ კვანტურ მექანიკაში, ელექტრონების თეორიაში, ატომბირთვის თეორიაში, ფიზიკის ისტორიაში, ფიზიკის ფილოსოფიაში და სხვა. ერთ-ერთი მისი ბოლო შრომა ეხება რადიოტალღების გავრცელებას ტალღსატარებში. 1960 წელს პარიზში გამოიცა მისი წიგნი „მეცნიერების ბილიკებით“, ორი წლის შემდეგ გამოქვეყნდა მოსკოვში რუსულ ენაზე. ავტორი განიხილავს თანამედროვე ფიზიკის წარმოდგენების განვითარებას მატერიის აღნაგობის შესახებ, ელემენტარული ნაწილაკების შესახებ და სხვა, ამ წიგნში გარჩეულია თანამედროვე მეცნიერების მეტად რთული და ამავე დროს აქტუალური საკითხები. დე ბროილის ყურადღებას იპყრობს თანამედროვე კვვანტური მექანიკის ფუნდამენტური პრინციპები და ჟანგბად-აცეტილენის სანთურაც; ელემენტარულ ნაწილაკთა საჭირბოროტო საკითხები და განათლების საკითხები; ქმედების კვანტის ფიზიკური აზრი და ზამაღალი სიხშირის რხევითი კონტური; ფიზიკის ისტორია და ფერადი ტელევიზია; ატომბირთვის სტრუქტურა და ცნობისმოყვარეობის როლი მეცნიერულ გამოკვლევებში; მეცნიერული ენის ევოლუცია და სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობათა თანაფარდობა და სხვა. მთლი წიგნის შინაარსი გამსჭვალულია მეცნიერებისა და ტექნიკის ერთიანობის იდეით. ლუი დე ბროილის სიტყვებით რომ ვთქვათ: „მეცნიერული ცოდნის წყაროს წარმოადგენს ტექნიკური და გამოყენებითი მიზნები“.

ლუი დე ბროილმა თავისი წვლილი შეიტანა ფიზიკის ყველა დარგში, ეს იყო მოლეკულურ ფიზიკაში, თერმოდინამიკაში, ელექტროდინამიკაში, ოპტიკაში, ატომის აღნაგობაში, ფარდობითობის თორიაში რენტგენის სხივების ფიზიკაში, ელემენტარულ ნაწილაკთა თეორიასა თუ სხვა. ლუი დე ბროილმა ფიზიკის ყველა დარგში თქვა თავისი სიტყვა. ლუი დე ბროილის მიერ შექმნილ ტალღურ თეორიას არა ერთი და ორი გამოჩენილი ფიზიკოსი აღუდგა წინ. მალე ფიზიკურ ლიტერატურაში ყოვლად მიუღებელი თავდასხმებიც გაჩნდა, მაგრამ შემდგომმა განვითარებამ ნათელყო, რომ დე ბროილი მართალი იყო.ლუი დე ბროილის მართებული გამოთქმით, „გამოჩენილი ფიზიკოსი ყოველთვის ფილოსოფოსიც უნდა იყოს“, და იგი იყო ფიზიკოსთან ერთად, ფილოსოფოსიც.

ლუი დე ბროილი უაღრესად თავმდაბალი მეცნიერია. 1942 წლიდან იგი საფრანგეთის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ფაქტობრივი მმართველია. ასეთი დატვირთვისა და ხანდაზმულობისა, იგი ყოველთვის მზად იყო საჭირო დახმარება აღმოეჩინა იმ მკვლევართათვის, ვინც მას მიმართავდა.

ფიზიკის ისტორიის შესწავლის პროცესში ლუი დე ბროილს ორი დასკვნა გამოაქვს:

  1. მეცნიერული აზრი ვითარდება სპირალის მიხედვით;
  2. მასში შეიმჩნევა სინთეზების განხორციელების მუდმივი ტენდენციები. ამ სინთეზში შეხამებულია ადრე არსებული წარმოდგენები, როგორც ერთმანეთის გამომრიცხველი.

ლუი დე ბროილი გარდაიცვალა 1987 წლის 19 მარტს ლუვესენში 94 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ.,478-485

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 3.2 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 GeneaStar
  7. 7.0 7.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  8. 8.0 8.1 Pas L. v. Genealogics — 2003.
  9. 9.0 9.1 Babelio — 2007.
  10. 10.0 10.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  11. 11.0 11.1 Annuaire prosopographique : la France savante
  12. 12.0 12.1 Munzinger Personen
  13. 13.0 13.1 Discogs — 2000.
  14. Cline B. L. Encyclopædia Britannica
  15. Deutsche Nationalbibliothek Record #118674293 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  16. Agence bibliographique de l'enseignement supérieur (France) Système universitaire de documentationMontpellier: ABES, 2001.
  17. http://www.sudoc.fr/026169460
  18. The Nobel Prize in Physics 1929ნობელის ფონდი.
  19. The Nobel Prize amountsნობელის ფონდი.
  20. http://www.cnrs.fr/fr/recherche/prix/medaillesor.htmსამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი.
  21. https://www.cnrs.fr/fr/personne/louis-de-broglie
  22. List of Kalinga Prize Laureates
  23. https://www.ulaval.ca/notre-universite/prix-et-distinctions/doctorats-honoris-causa-de-luniversite-laval/liste-complete-des-recipiendaires-de-1864-a-aujourdhui.html#c154964Laval University.
  24. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 49.