შინაარსზე გადასვლა

მაქს ბორნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაქს ბორნი
გერმ. Max Born[1] [2]
დაბ. თარიღი 11 დეკემბერი, 1882(1882-12-11)[3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [1] [2]
დაბ. ადგილი ვროცლავი[3] [12] [13] [14] [1] [2]
გარდ. თარიღი 5 იანვარი, 1970(1970-01-05)[3] [4] [5] [6] [7] [15] [8] [9] [10] [11] [1] [2] (87 წლის)
გარდ. ადგილი გეტინგენი[3] [16] [17] [1] [2]
დასაფლავებულია გიოტინგენის სასაფლაო[7] [18]
მოქალაქეობა გერმანიის იმპერია
 გაერთიანებული სამეფო[19]
 დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ეროვნება ებრაელები[5]
საქმიანობა ფიზიკოსი[20] [21] [22] , მათემატიკოსი, სამეცნიერო მუშაკი, უნივერსიტეტის პროფესორი, არამხატვრული მწერალი, ფიზიკოს-თეორეტიკოსი და მეცნიერი[23]
მუშაობის ადგილი ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ედინბურგის უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი და Artillery Testing Commission
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, ვროცლავის უნივერსიტეტი, ციურიხის უნივერსიტეტი და გონვილი და კაიუსის კოლეჯი
განთქმული მოსწავლეები კლაუს ფუკსი და ვოლფგანგ პაული
მეუღლე Hedwig Born[1] [2]
მამა Gustav Born[1] [2]
დედა Margarethe Kauffmann[1] [2]
შვილ(ებ)ი Gustav Victor Rudolf Born[1] და Irene Helen Käthe Born[1] [2]
ნათესავ(ებ)ი ოლივია ნიუტონ-ჯონი და Max Born
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[5] , Great Cross with Star and Sash of the Order of Merit of the Federal Republic of Germany, ნობელის პრემია ფიზიკაში[24] [25] , მაქს პლანკის მედალი, ჰიუზის მედალი, ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი, გატრის ლექცია[26] , Makdougall Brisbane Prize და honorary doctor of the University of Bordeaux[27] [28]
ხელმოწერა

მაქს ბორნი (გერმ. Max Born; დ. 11 დეკემბერი, 1882, ბრესლაუ, სილეზია (დღევანდელი ვროცლავი, პოლონეთი) — გ. 5 იანვარი, 1970, გეტინგენი) — გერმანელი ფიზიკოსი, კვანტური მექანიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

სწავლობდა ბრესლაუს ჰაიდელბერგის, ციურიხის, გეტინგენის უნივერსიტეტებში (1900-1907). მუშაობდა კემბრიჯში ჯ. ლარმორისა და ჯ. ჯ. ტომსონის ლაბორატორიებში (1907--08). 1908 წელს იყო ჰ. მინკოვსკის თანამშრომელი, 1909 წელს — გეტინგენის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, 1909-1910 წლებში — ა. ე. მაიკელსონის თანამშრომელი ჩიკაგოში, 1919 წელს — მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი, 1921-1933 წლებში — გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი. გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ გადასახლდა ინგლისში (1933) და განაგებდა თეორიული ფიზიკის კათედრას კემბრიჯში, ხოლო 1936 წლიდან — ედინბურგში. 1953 წელს სამსახურიდან გადადგა, დაბრუნდა სამშობლოში და დასახლდა ბად-პირმონტში, გეტინგენის მახლობლად.

ბორნის ძირითად შრომებში განვითარებულია მყარი სხეულების პრობლემებთან და ატომის აღნაგობასთან დაკავშირებული აინშტაინის იდეები. მან დაამუშავა კვანტური პროცესების მათემატიკური თეორია — კვანტური (მატრიცული) მექანიკა (ვ. ჰაიზენბერგთან და პ. იორდანთან ერთად) და დაასაბუთა მისი სტატისტიკური არსი. ბორნმა მრავალი შრომა მიუძღვნა ფარდობითობის თეორიას. მ. ლაუესთან ერთად შექმნა კრისტალური მესრის დინამიკური თეორია (1913-1915) და შემოიღო (1919) მესრის ენერგიის მნიშვნელოვანი თერმოდინამიკური ცნება, რომლის საფუძველზე გამოთვალა მრავალი ფიზიკურ-ქიმიური მუდმივა. ბორნმა მოგვცა ატომის ელექტრონული გარსების გაანგარიშების ხერხი და დაამუშავა (1926) მიკრონაწილაკების დაჯახების თეორიის მიახლოებითი მეთოდი, რომელიც მის სახელს ატარებს; შემოიტანა ოპერატორის ცნება კვანტურ მექანიკაში (1926, ნ. ვინერთან ერთად). ბორნისთვის დამახასიათებელი იყო ფიზიკის განვითარების ახალი ეტაპის ფილოსოფიური გააზრება. იგი იცავდა თეორიისა და ექსპერიმენტის მჭიდრო კავშირის იდეას, უარყოფდა ფიზიკის წარმოდგენებისა და თეორიის განვითარების მიმართ დოგმატურ და აპრიორულ მიდგომას. ბორნი ხელმძღვანელობდა ცნობილ თეორიულ სემინარს გეტინგენში. იყო მშვიდობისათვის აქტიური მებრძოლი. კვანტური მექანიკის განვითარებაში დიდი დამსახურებისათვის მიენიჭა ნობელის პრემია (1954). იყო რამდენიმე უცხოური აკადემიის წევრი, 1934 წლიდან — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი.

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს ბორნი.

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 Geni.com — 2006.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 Pas L. v. Genealogics — 2003.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118513621 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  6. 6.0 6.1 SNAC — 2010.
  7. 7.0 7.1 7.2 Find a Grave — 1996.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. 10.0 10.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  11. 11.0 11.1 Munzinger Personen
  12. Z. Czapla Linear Birefringence in Diisopropylammonium Bromide Crystal // FerroelectricsTaylor & Francis, 2014. — Vol. 462, Iss. 1. — P. 70–73. — ISSN 0015-0193; 1563-5112; 1026-7484doi:10.1080/00150193.2014.890878
  13. Gilman S. L. Are jews smarter than everyone else? // Mens Sana Monogr. / A. R. SinghMedknow, 2008. — Vol. 6, Iss. 1. — P. 41–47. — ISSN 0973-1229; 1998-4014doi:10.4103/0973-1229.34526
  14. http://link.springer.com/content/pdf/10.1007%2F978-1-4614-3523-5_4.pdf
  15. Babelio — 2007.
  16. Deltete R. J. The End of the Certain World: The Life and Science of Max Born, the Nobel Scientist who Ignited the Quantum Revolution // Ann. Sci.Taylor & Francis, 2009. — Vol. 66, Iss. 3. — P. 433–436. — ISSN 0003-3790; 1464-505Xdoi:10.1080/00033790801919629
  17. M. Born Über Quantenmechanik // Zeitschrift für PhysikSpringer Science+Business Media, 1924. — ტ. 26. — S. 379–395. — ISSN 0044-3328doi:10.1007/BF01327341
  18. BillionGraves — 2011.
  19. NNDB — 2002.
  20. http://www.nndb.com/event/409/000085154/
  21. http://www.nndb.com/org/107/000099807/
  22. Kim T. Transnational academic mobility, knowledge, and identity capital // Discourse: studies in the cultural politics of educationTaylor & Francis, 2010. — Vol. 31, Iss. 5. — P. 577–591. — ISSN 0159-6306; 1469-3739doi:10.1080/01596306.2010.516939
  23. JSTOR — 1995.
  24. The Nobel Prize in Physics 1954Nobel Foundation.
  25. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  26. https://www.scientificlib.com/en/Physics/Info/GuthrieMedalAndPrize.html
  27. L'Information universitaire — 1948. — ISSN 2024-3693
  28. https://1886.u-bordeaux-montaigne.fr/s/1886/item/297004