ალბერტ აბრაჰამ მაიკელსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბერტ აბრაჰამ მაიკელსონი
ინგლ. Albert Abraham Michelson
დაბ. თარიღი 19 დეკემბერი, 1852(1852-12-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი სტრელნო, პოზენის პროვინცია[9] [10] [7]
გარდ. თარიღი 9 მაისი, 1931(1931-05-09)[11] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (78 წლის)
გარდ. ადგილი პასადენა, კალიფორნია, აშშ[12] [13] [14] [7]
დასაფლავებულია უცნობი[15]
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ფიზიკოსი, ოფიცერი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი კეიზის დასავლეთ სარეზერვო უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი და კლარკის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი აშშ-ის საზღვაო აკადემია[16] და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი[17]
განთქმული მოსწავლეები რობერტ მილიკენი
მეუღლე Margaret Hemingway და Edna Stanton
ჯილდოები კოპლის მედალი[18] , ჟიულ ჟანსენის პრემია, ნობელის პრემია ფიზიკაში[19] [20], ელიოტ კრესონის მედალი[21] , ჰენრი დრეიპერის მედალი, ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი, მატეუჩის მედალი, რუმფორდის პრემია[22] , ალბერტის მედალი[23] , ფრანკლინის მედალი, გატრის ლექცია, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[24], Distinguished Nevadan[25] და Gabor Medal and Prize[26]
ხელმოწერა

ალბერტ აბრაჰამ მაიკელსონი (ინგლ. Albert Abraham Michelson; დ. 19 დეკემბერი, 1852, სტრელნო — გ. 9 მაისი, 1931, პასადენა) — ამერიკელი ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ამერიკაში, ფიზიკური ოპტიკის თვალსაჩინო სპეციალისტი, ალბერტ აბრაჰამ მაიკელსონი დაიბადა 1852 წლის 19 დეკემბერს გერმანია-პოლონეთის სასაზღვრო ქალაქ სტრელნოში (პოლონეთი), წვრილი ვაჭრის ოჯახში. ორი წლის შემდეგ მისი ოჯახი გადასახლდა ჩრდილოეთ ამერიკაში, სან-ფრანცისკოსთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ მერფის-კემპში. მშობლებმა პატარა ალბერტი სასწავლებლად სან-ფრანცისკოში გაგზავნეს. იგი ცხოვრობდა საშუალო სასწავლებლის დირექტორთან, რომელიც ერთდროულად საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მასწავლებელიც იყო. მაიკელსონი ბავშვობიდანვე ჩაება შრომაში. გაკვეთილების შემდეგ მას ევალებოდა სასკოლო ლაბორატორიის მეთვალყურეობა. ამ გარემოებამ მაიკელსონს ლაბორატორიული ხელსაწყოები შეაყვარა.

შეუპოვარი დაჟინებით მაიკელსონმა 1870 წელს ჩრდილო ამერიკის XVIII პრეზიდენტი უ. გრანტი აიძულა მისთვის ერთი დამატებითი ადგილი დაეშვათ საზღვაო აკადემიაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1873 წელს მაიკელსონი დანიშნეს ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებლად ანაპოლისში. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი პირველი, მაგრამ შესანიშნავი ექსპერიმენტული გამოკვლევა სინათლის სიჩქარის გაზომვაზე.

1874 წელს მაიკელსონმა მეურლესთან ერთად კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმოგზაურა ევროპაში და გაეცნო ჰაიდელბერგის, მერლინისა და პარიზის უნივერსიტეტებს; იგი იმ დროს გამოჩენილ ფიზიკოსებთან იწვრთნებოდა ექსპერიმენტულ ფიზიკაში. პარიზში მან შეადგინა ნახაზები ხელსაწყოსი, რომლის საშუალებითაც შემდეგ განსაკკუთრებით ღირშესანიშნავი შედეგები მიიღო. ამ შედეგებზე დაყრდნობით ა. აინშტაინმა ფარდობითობის თეორია შექმნა.

ალბერტ აბრაჰამ მაიკელსონის შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1892 წელს მაიკელსონი მიიწვიეს ჩიკაგოში, ახლადგახსნილ უნივერსიტეტში - ასპირანტების ხელმძღვანელად, მაგრამ მალე გამოირკვა, რომ კოლექტივში მუშაობა, ახალგაზრდა დისერტანტების ხელმძღვანელობა, მათი მეცნიერული აღზრდა მოითხოვდა იდეების გაზიარებას. დროის დახარჯვას და მათგან დროდადრო „უსიამოვნო“ საუბრის მოსმენას. ამიტომ, როგორც ეს იმ დროს ბურჟუაზიულ მეცნიერებს ჩვევოდათ, მაიკელსონმა კარჩაკეტილი და ინდივიდუალური მუშაობა ირჩია. ალბათ ეს ასეც გაგრძელდებოდა, რომ მას ასისტენტის თანამდებობაზე სამუშაოდ რობერტ მილიკენი არ მიეწვია. მაკლეინმა ასპირანტთა მოვლა-პატრონობა მილიკენს გადააბარა, თვითონ კი მხოლოდ სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას მიჰყო ხელი და თან ლექციებსაც კითხულობდა, სამუშაოს დამთავრების შემდეგ მისდევდა სპორტს, გგანსაკუთრებით ჩოგბურთს, იგი შესანიშნავად ხატავდა და უკრავდა ვიოლინოზე.

მაიკელსონს სიცოცხლის ბოლო დღემდე არ მიუნებებია თავი სინათლის სიჩქარის გამზომ მეთოდებზე მუშაობისათვის. 1926 წელს, 74 წლის მაიკელსონმა კვლავ ახალი გაუმჯობესება შეიტანა თავის მეთოდში. მაიკელსონი ზუსტი ხელსაწყოების უბადლო შემქმნელი იყო. სინათლის სიჩქარის პირველი გაზომვიდან 2 წლის შემდეგ 1880 წელს, 28 წლის მაიკელსონმა შექმნა ხელსაწყო — რეფრაქტომეტრი, რომლის საშუალებით იზომებოდა სინათლის უმცირესი ტალღის სიგრძისა და ისეთი ვარსკვლავის დიამეტრიც, რომელიც მზეზე 250 ჯერ დიდი იყო.

1881 წელს თავის მიერ გამოგონებული ინტერფერომეტრით იგი სხივებს ორი სხვადასხვა მიმართულებით უშვებდა. არეკვლის შემდეგ სხივები ხელსაწყოში ბრუნდებოდა. მაიკელსონის მოსაზრებები სავსებით დაადასტურა 1905 წელს ა. აინშტაინის მიერ გამოქვეყნებულმა ფარდობითობის თეორიამ.

ალბერტ მაიკელსონი გარდაიცვალა 1931 წლის 9 მაისს, 79 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 320-325

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Asimov I. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 www.accademiadellescienze.it
  8. 8.0 8.1 Annuaire prosopographique : la France savante
  9. http://www.aip.org/history/gap/Michelson/Michelson.html
  10. http://www.telegram.com/article/20101014/COLUMN21/10140824/1017
  11. Майкельсон Альберт Абрахам // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  12. http://www.lib.uchicago.edu/e/scrc/findingaids/view.php?eadid=ICU.SPCL.MICHELSON
  13. http://www.sciencemuseum.org.uk/onlinestuff/people/albert%20abraham%20michelson%2018521931.aspx
  14. http://adsabs.harvard.edu/full/1931MWOAR...3..171H
  15. Find a Grave — 1996.
  16. https://books.google.com/books?id=K0U-AQAAMAAJ&pg=PA42
  17. Millikan R. A. Albert Abraham Michelson (1852-1931) // Proceedings of the American Academy of Arts and SciencesBoston: 1937. — Vol. 71, Iss. 10. — P. 530–1931. — ISSN 0199-9818; 2327-9478
  18. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  19. The Nobel Prize in Physics 1907Nobel Foundation.
  20. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  21. https://web.archive.org/web/20090201034538/http://www.fi.edu/winners/show_results.faw?gs=&ln=&fn=&keyword=&subject=&award=CRESS&sy=&ey=&max=300&name=Submit
  22. https://www.amacad.org/rumford-prize-recipients
  23. https://www.thersa.org/about/albert-medal/past-winners
  24. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 244.
  25. https://nshe.nevada.edu/leadership-policy/board-of-regents/distinguished-nevadans/
  26. https://www.iop.org/about/awards/silver-subject-medals/dennis-gabor-medal-and-prize-recipients