ერვინ შრედინგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერვინ შრედინგერი
გერმ. Erwin Schrödinger
დაბ. თარიღი 12 აგვისტო, 1887(1887-08-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბ. ადგილი ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდ. თარიღი 4 იანვარი, 1961(1961-01-04)[12] [3] [4] [6] [7] [8] [10] [11] (73 წლის)
გარდ. ადგილი ვენა[1]
დასაფლავებულია ალპბახი
მოქალაქეობა  ავსტრია
 გერმანია
ავსტრია-უნგრეთის იმპერია
 მესამე რაიხი
საქმიანობა ფიზიკოსი, ფიზიკოს-თეორეტიკოსი, სამეცნიერო მუშაკი, პროფესორი, არამხატვრული მწერალი და მათემატიკოსი
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი, შტუტგარტის უნივერსიტეტი, იენის უნივერსიტეტი, ციურიხის უნივერსიტეტი, გრაცის უნივერსიტეტი, ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი, ვროცლავის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, გენტის უნივერსიტეტი და Dublin Institute for Advanced Studies[13]
ალმა-მატერი ოქსფორდის უნივერსიტეტი, ვენის უნივერსიტეტი და Akademisches Gymnasium
მეუღლე Annemarie Schrödinger
მამა Rudolf Schrödinger
შვილ(ებ)ი Ruth Braunizer
ჯილდოები მატეუჩის მედალი, მაქს პლანკის მედალი, ნობელის პრემია ფიზიკაში[14] [15], ერვინ შრედინგერის პრემია, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ჰაიტინგერის პრემია, Prix Paul Doistau-Émile Blutet de l’Information Scientifique, ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, ავსტრიის საპატიო ნიშანი „მეცნიერებისა და ხელოვნებისთვის“, Prize of the City of Vienna for Natural Sciences, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[16] და ორდენი „დამსახურებისათვის“
ხელმოწერა

ერვინ რუდოლფ ჯოზეფ ალექსანდერ შრედინგერი (გერმ. Erwin Rudolf Josef Alexander Schrödinger; დ. 12 აგვისტო, 1887, ვენა — გ. 4 იანვარი, 1961, ვენა) — ავსტრიელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი. 1933 წელს პოლ დირაკთან ერთად გაიყო ნობელის პრემია ფიზიკის დარგში. მიიჩნევა კვანტური მექანიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერვინ შრედინგერი 1887 წლის 12 აგვისტოს დაიბადა ვენაში, ავსტრიაში. იყო რუდოლფ შრედინგერის[17] და ქიმიის პროფესორის, ალექსანდერ ბაუერის ქალიშვილის, ემილია ბრენდა შრედინგერის[18][19][20] ერთადერთი შვილი.

დედამისი წარმოშობით ნახევრად ავსტრიელი და ნახევრად ინგლისელი იყო, მამამისი იყო კათოლიკე, ხოლო დედამისი ლუთერანი. გაიზარდა რელიგიურ ოჯახში, მოგვიანებით გახდა ათეისტი. თუმცა, იგი დაინტერესებული იყო აღმოსავლური რელიგიითა და პანთეიზმით, იგი ხშირად იყენებდა რელიგიურ სიმბოლოებს თავის სამეცნიერო ნამუშევრებში.

მას შეეძლო სკოლაში ინგლისური ენის სწავლა, რადგან მისი ბებია ბრიტანელი იყო.[21] 1906-1910 წლებში სწავლობდა ვენაში, ფრანც ს. ექსნერის (1849-1926) და ფრიდრიხ ჰეიზენჰარლის (1874-1915) მითითებით. მან ასევე კარლ ვილჰელმ ფრიდრიხთან ერთად ჩაატარა ექსპერიმენტი.

1911 წელს შრედინგერი ექსნერის ასისტენტი იყო. ადრეულ ასაკში, შრედინგერზე ძლიერი გავლენა მოახდინა არტურ შოპენჰაუერმა. შოპენჰაუერის ნამუშევრების ინტენსიურმა კითხვამ, მისი ღრმა ინტერესი გამოიწვია ფილოსოფიისადმი. თავის ლექციაზე „გონება და მატერია“-ზე მან თქვა, რომ „სამყარო სივრცეში და დროში ვრცელდება, მაგრამ ეს ჩვენი წარმოდგენაა.“ ამ სიტყვებით მან შოპენჰაუერის მთავარი ნაშრომის დასაწყისის ციტირება მოახდინა.

ერვინ შრედინგერი ახალგაზრდობისას

1914–1918 წლებში ოფიცრად მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში ავსტრიის ციხე-სიმატიის საარტილერიო შტატში (გორიზია, დუინო, სიციანა, პროსეკო, ვენა). 1920 წელს იყო მაქს უიენის ასისტენტი. ამა წლის სექტემბერს გახდა ასოცირებული პროფესორი, ხოლო 1921 წელს სრული პროფესორი ბრესლაუში (ახლა ვროცლავი, პოლონეთში).

1921 წელს სამუშაოდ გადავიდა შვეიცარიის უდიდეს უნივერსიტეტში, ციურიხის უნივერსიტეტში, 1927 წელს მან დიდ წარმატებას მიაღწია ბერლინში, „ფრიდრიხ ვილჰემის უნივერსიტეტში“. 1933 წელს ერვინმა გერმანიის დატოვება გადაწყვიტა, მას არ მოსწონდა ნაცისტების ანტისემიტიზმი. მან მუშაობა ოქსფორდის უნივერსიტეტში, მაგდალენას კოლეჯში დაიწყო. მოგვიანებით იგი პოლ დირაკთან ერთად გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი. მისი რეპუტაცია ოქსფორდში არც თუ ისე სახარბიელო იყო. მისი არატრადიციული ცხოვრების სტილი, საცხოვრებელი კვარტალი და ორ ქალთან ერთად ცხოვრება მიუღებელი იყო. 1934 წელს შრედინგერი ლექციებს კითხულობდა პრინსტონის უნივერსიტეტში. მას აქ ხანგრძლივი თანამდებობაც შესთავაზეს, თუმცა მეუღლესთან და საყვარელ ქალთან საერთო სახლში ცხოვრების დიდმა სურვილმა ისევ შეუქმნა პრობლემები.[22] მას ედინბურგის უნივერსიტეტშიც ჰქონდა სამუშაო პერსპექტივა, თუმცა ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნა, საბოლოოდ 1936 წელს „გრაცის უნივერსიტეტში“ დაიწყო მუშაობა. მან ასევე ინდოეთიდან, „ალაჰაბადის უნივერსიტეტისგან“ მიიღო სამუშაო შეთავაზება.[23]

დუბლინის „მოწინავე სწავლების ინსტიტუტის“ ჩამოსაყალიბებლად 1938 წელს ირლანდიის პრემიერ მინისტრისგან, ეამონ დე ვალერასგან ერვინმა მიიღო პირადი მიწვევა.[24] ერვინი საცხოვრებლად გადავიდა დუბლინში, სადაც ცხოვრობდა მოკრძალებული ცხოვრების სტილით.[25][26][27] 1940 წელს იგი გახდა თოერიული ფიზიკის სკოლის დირექტორი, ამ თანამდებობაზე იგი 17 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. 1948 წელს გახდა ირლანდიის კანონიერი მოქალაქე, თუმცა ამავდროულად შეინარჩუნა ავსტრიის მოქალაქეობაც. მან დაწერა დაახლოებით 50 პუბლიკაცია სხვადასხვა თემაზე, მათ შორისაა ერთიანი ველის თეორია.

1944 წელს მან დაწერა სამეცნიერო ნაშრომი „რა არის ცხოვრება?“ (What is life?), რომელიც შეიცავს ენტროპიის შესახებ მსჯელობას და კომპლექსური მოლეკულის კონცეფციას ცოცხალი ორგანიზმების გენეტიკური კოდექსით. ჯეიმზ უოტსონის მოგონებაზე, „ცხოვრების საიდუმლოზე“ დაყრდნობით, შრედინგერის წიგნმა შთააგონა უოტსონს გენის შესახებ კვლევის ჩატარება, რამაც საბოლოოდ დნმ-ის ორმაგი ჰელიქსის სტრუქტურის აღმოჩენამდე მიიყვანა. უოტსონის მსგავსად ფრენსის კრიკმაც აღნიშნა ერვინი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, „What Mad Pursuit“-ში, სადაც მან ისაუბრა თუ როგორ იმოქმედა მასზე შრედინგერის ვარაუდებმა, იმის შესახებ რომ შესაძლოა გენეტიკური ინფორმაცია მოლეკულაში ინახებოდეს.

შრედინგერი დუბლინში 1955 წლამდე დარჩა, იგი დაინტერესებული იყო ჰინდუიზმით, რომლის ზეგავლენაც გამოიკვეთა მის სამეცნიერო წიგნში რა არის ცხოვრება?. 1956 წელს დაბრუნდა ვენაში. მსოფლიო ენერგეტიკის კონფერენციის დროს გამართულ მნიშვნელოვან ლექციაზე, მან სკეპტიციზმის გამო უარი თქვა ბირთვულ ენერგიაზე სიტყვით გამოსვლაზე, და მის ნაცვლად ჩაატარა ფილოსოფიის ლექცია.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წლის 6 აპრილს შრედინგერი დაქორწინდა ანემარია ბერტელზე.[28] ამ წელს იგი დაავადდა ტუბერკულოზით. როგორც ზემოთ აღინიშნა, მას ჰქონდა ცხოვრების არატრადიციული სტილი, იგი 1938 წელს ირლანდიაში გაემგზავრა თავის ცოლთან და მისის ჰილდა მარტთან ერთად. ჰილდა იყო ავსტრიელი კოლეგის მეუღლე, ერვინს და მას 1934 წელს ეყოლათ ქალიშვილი.[29]

1961 წლის 4 იანვარს, 73 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა ვენაში. დაკრძალეს ავსტრიაში, კათოლიკურ სასაფლაოზე. მიუხედავად იმისა რომ იგი არ იყო კათოლიკე, სასაფლაოზე პასუხისმგებელმა მღვდელმა მისი სასაფლაოზე დაკრძალვის ნებართვა გასცა მას შემდეგ, რაც გაიგო რომ იგი „Pontifical Academy of Sciences“-ის წევრი იყო.[30] მისი მეუღლე ენი (დაიბადა 3 დეკემბერი, 1896) გარდაიცვალა 1965 წლის 3 ოქტომბერს. შრედინგერის ვაჟი პროფესორი ტერი რუდოლფი გაჰყვა მამამისის ნაბიჯებს, ფიზიკას ასწავლის „ლონდონის იმპერიულ კოლეჯში“.[31][32]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118823574 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  10. 10.0 10.1 Dictionary of Irish BiographyRIA.
  11. 11.0 11.1 Munzinger Personen
  12. Шрёдингер Эрвин // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  13. https://web.archive.org/web/20120309141433/http://bdaugherty.tripod.com/berlin/schrodinger.html
  14. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/physics/laureates/1933/
  15. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  16. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 317.
  17. Rudolf Schrödinger. geni.com. ციტირების თარიღი: 14 August 2016.
  18. Alexander Emil Anton Bauer. geni.com. ციტირების თარიღი: 14 August 2016.
  19. Josefa Bauer. geni.com. ციტირების თარიღი: 14 August 2016.
  20. Alexander Josef Bauer. geni.com. ციტირების თარიღი: 14 August 2016.
  21. Hoffman, D. (1987). Эрвин Шрёдингер. Мир, გვ. 13–17. 
  22. "Schrödinger, Erwin Rudolf Josef Alexander" in Deutsche Biographie
  23. Bombay University Names Refugee Scientist to Faculty. Jewish Telegraphic Agency (20 May 1940). ციტირების თარიღი: 14 August 2016.
  24. Daugherty, Brian. Brief Chronology. Erwin Schrödinger. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 10 December 2012.
  25. https://www.irishtimes.com/news/a-quantum-leap-to-clontarf-1.454580
  26. https://books.google.ie/books?id=he_UDAAAQBAJ&pg=PT13&dq=erwin+schr%C3%B6dinger+plaque+dublin&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwjvvMucifjpAhXbgVwKHTkoBn0Q6AEIODAC#v=onepage&q=erwin%20schr%C3%B6dinger%20plaque%20dublin&f=false
  27. https://openplaques.org/plaques/9190
  28. Moore 1992 discusses Schrödinger's unconventional relationships, including his affair with Hildegunde March, in chapters seven and eight, "Berlin" and "Exile in Oxford".
  29. Ronan Fanning, Éamon de Valera: A Will to Power, Faber & Faber, 2015
  30. Moore 1992, p. 482: "There was some problem about burial in the churchyard since Erwin was not a Catholic, but the priest relented when informed that he was a member in good standing of the Papal Academy, and a plot was made available at the edge of the Friedhof."
  31. Ryan, Greg (3 June 2013). „Searching for the Man Behind the Cat“. The Brooklyn Rail. ციტირების თარიღი: 11 February 2017.
  32. Gribbin 2012, p. თარგი:Page missing.