ტაბახმელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტაბახმელა (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ტაბახმელა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი თბილისი
რაიონი მთაწმინდა
კოორდინატები 41°39′11″ ჩ. გ. 44°45′29″ ა. გ. / 41.65306° ჩ. გ. 44.75806° ა. გ. / 41.65306; 44.75806
ცენტრის სიმაღლე 1020
მოსახლეობა 2073 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,1 %
სომხები 0,8 %
რუსები 0,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ტაბახმელა — საქართველო
ტაბახმელა
ტაბახმელა — თბილისი
ტაბახმელა

ტაბახმელასოფელი თბილისში მთაწმინდის რაიონში. ზღვის დონიდან 1020 მ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2073 კაცი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად თამარის ისტორიკოსთან მოიხსენიება, როგორც მისი ერთ-ერთი სააგარაკე ადგილი. ტაბახმელა თავად სოლოღაშვილების, XVIII საუკუნის II ნახევრიდან კი ორბელიანების სამფლობელო მამული იყო. ქართველებმა ტაბახმელასთან არაერთი მძიმე ბრძოლა გადაიტანეს. 1921 წლის თებერვალში რუსეთის XI არმიის შემოტევას ტაბახმელასთან და კოჯორთან გმირულად იგერიებდნენ ქართველები.

2007 წლამდე ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტს და იყო თემის ცენტრი (სოფლები: წავკისი, შინდისი), 2007 წლიდან დაექვემდებარა ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონს, 2013 წლის თბილისის ტერიტორიული რეფორმის შემდეგ გადავიდა მთაწმინდის რაიონის შემადგენლობაში.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1911[1] 578
2002 2036[2][3]
2014 2073[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 634.
  • ალ. ბოშიშვილი, თბილისის გარეუბნების ისტორია — კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, წყნეთი, თბ. 2010.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]