ტორპედო ქუთაისი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
213.200.15.131-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Gobrona-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 20: ხაზი 20:
leftarm2=00FF00|body2=00FF00|rightarm2=00FF00|shorts2=3CB371|socks2=3CB371|
leftarm2=00FF00|body2=00FF00|rightarm2=00FF00|shorts2=3CB371|socks2=3CB371|
}}
}}
'''„ტორპედო“''' — [[ფეხბურთი|საფეხბურთო]] კლუბი ქალაქ [[ქუთაისი|ქუთაისიდან]]. დაარსდა [[1946]] წელს. პირველ სამ ეროვნულ ჩემპიონატში გამოდიოდა „ქუთაისის“ სახელით. თამაშობს ეროვნული ჩემპიონატის [[უმაღლესი ლიგა|უმაღლეს ლიგაში]]. [[1949]] წელს გახდა საქართველოსა საბჭოთა ჩემპიონატის ოქროს პრიზიორი, ასევე არის უმაღლესი ლიგის 4 გზის ოქროსა ([[უმაღლესი ლიგა 1999-2000|2000]], [[უმაღლესი ლიგა 2000-2001|2001]], [[უმაღლესი ლიგა 2001-2002|2002]], [[ეროვნული ლიგა 2017|2017]]) და სამგზის ვერცხლის ([[უმაღლესი ლიგა 1998-1999|1999]], [[უმაღლესი ლიგა 2002-2003|2003]], [[უმაღლესი ლიგა 2004-2005|2005]]) პრიზიორი. სამჯერ გახდა [[საქართველოს თასი|საქართველოს თასის]] მფლობელი ([[საქართველოს თასი 1998-1999|1999]], [[საქართველოს თასი 2000-2001|2001]], [[საქართველოს თასი 2016|2016]]). დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაარსებიდან „ტორპედო“ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, მხოლოდ სამი სეზონით მოხდა მისი დაქვეითება [[პირველი ლიგა|პირველ ლიგაში]] (2007–08, 2008–09, 2009–10), [[2010]] წლიდან ისევ აღზევდა უმაღლეს ლიგაში, სადაც დღემდე ასპარეზობს. საშინაო მატჩებს ატარებს [[რამაზ შენგელიას სტადიონი|რამაზ შენგელიას სტადიონზე]], რომელიც 14 700 მაყურებელს იტევს.
'''„ტორპედო“''' — [[ფეხბურთი|საფეხბურთო]] კლუბი ქალაქ [[ქუთაისი|ქუთაისიდან]]. დაარსდა [[1946]] წელს. პირველ სამ ეროვნულ ჩემპიონატში გამოდიოდა „ქუთაისის“ სახელით. თამაშობს ეროვნული ჩემპიონატის [[უმაღლესი ლიგა|უმაღლეს ლიგაში]]. [[1949]] წელს გახდა საქართველოსა საბჭოთა ჩემპიონატის ოქროს პრიზიორი, ასევე არის [[ეროვნული ლიგა|ეროვნული ლიგის]] 4 გზის ოქროსა ([[უმაღლესი ლიგა 1999-2000|2000]], [[უმაღლესი ლიგა 2000-2001|2001]], [[უმაღლესი ლიგა 2001-2002|2002]], [[ეროვნული ლიგა 2017|2017]]) და სამგზის ვერცხლის ([[უმაღლესი ლიგა 1998-1999|1999]], [[უმაღლესი ლიგა 2002-2003|2003]], [[უმაღლესი ლიგა 2004-2005|2005]]) პრიზიორი. ოთხჯერ გახდა [[საქართველოს საფეხბურთო თასი|საქართველოს თასის]] ([[საქართველოს საფეხბურთო თასი 1998-1999|1999]], [[საქართველოს საფეხბურთო თასი 2000-2001|2001]], [[საქართველოს საფეხბურთო თასი 2016|2016]], [[საქართველოს საფეხბურთო თასი 2018|2018]]) და ერთხელ [[საქართველოს საფეხბურთო სუპერთასი|საქართველოს სუპერთასის]] მფლობელი 2018 წელს. დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაარსებიდან „ტორპედო“ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, მხოლოდ სამი სეზონით მოხდა მისი დაქვეითება [[პირველი ლიგა|პირველ ლიგაში]] (2007–08, 2008–09, 2009–10), [[2010]] წლიდან ისევ აღზევდა უმაღლეს ლიგაში, სადაც დღემდე ასპარეზობს. საშინაო მატჩებს ატარებს [[რამაზ შენგელიას სტადიონი|რამაზ შენგელიას სტადიონზე]], რომელიც 14 700 მაყურებელს იტევს.


თავის დროზე „ტორპედოს“ რიგებში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან [[რევაზ ძოძუაშვილი]], [[თამაზ კოსტავა]] (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი [[1970]]), [[ანზორ კავაზაშვილი]] (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი [[1967]]), [[ნოდარ ხიზანიშვილი]] (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი [[1981]]), [[მურთაზ ხურცილავა]] (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი [[1962]], საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი [[1966]], საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი [[1969]]), [[სერგო კუტივაძე]], [[ოთარ გაბელია]] (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი [[1981]]), [[მანუჩარ მაჩაიძე]] (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი [[1970]]), [[გივი ნოდია]] (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი [[1966]], საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი [[1972]]), [[თენგიზ სულაქველიძე]] (საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი [[1980]], საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი [[1981]]), [[გურამ ცხოვრებოვი]], [[რამაზ ურუშაძე]] (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი [[1961]]).
თავის დროზე „ტორპედოს“ რიგებში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან [[რევაზ ძოძუაშვილი]], [[თამაზ კოსტავა]] (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი [[1970]]), [[ანზორ კავაზაშვილი]] (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი [[1967]]), [[ნოდარ ხიზანიშვილი]] (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი [[1981]]), [[მურთაზ ხურცილავა]] (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი [[1962]], საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი [[1966]], საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი [[1969]]), [[სერგო კუტივაძე]], [[ოთარ გაბელია]] (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი [[1981]]), [[მანუჩარ მაჩაიძე]] (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი [[1970]]), [[გივი ნოდია]] (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი [[1966]], საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი [[1972]]), [[თენგიზ სულაქველიძე]] (საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი [[1980]], საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი [[1981]]), [[გურამ ცხოვრებოვი]], [[რამაზ ურუშაძე]] (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი [[1961]]).
ხაზი 144: ხაზი 144:
* {{ვერცხლი02}} მეორე ადგილი (3): [[უმაღლესი ლიგა 1998-1999|1998-1999]], [[უმაღლესი ლიგა 2002-2003|2002-2003]], [[უმაღლესი ლიგა 2004-2005|2004-2005]]
* {{ვერცხლი02}} მეორე ადგილი (3): [[უმაღლესი ლიგა 1998-1999|1998-1999]], [[უმაღლესი ლიგა 2002-2003|2002-2003]], [[უმაღლესი ლიგა 2004-2005|2004-2005]]
* {{ბრინჯაო03}} ბრინჯაოს პრიზიორი (4): [[უმაღლესი ლიგა 1991|1991]], [[უმაღლესი ლიგა 1993-1994|1993-1994]], [[უმაღლესი ლიგა 2011-2012|2011-2012]], [[უმაღლესი ლიგა 2012-2013|2012-2013]]
* {{ბრინჯაო03}} ბრინჯაოს პრიზიორი (4): [[უმაღლესი ლიგა 1991|1991]], [[უმაღლესი ლიგა 1993-1994|1993-1994]], [[უმაღლესი ლიგა 2011-2012|2011-2012]], [[უმაღლესი ლიგა 2012-2013|2012-2013]]
*'''[[საქართველოს თასი]]'''
*'''[[საქართველოს საფეხბურთო თასი|საქართველოს თასი]]'''
* [[File:Cup Winner.png]] გამარჯვებული (3): [[საქართველოს თასი 1998-1999|1998-1999]], [[საქართველოს თასი 2000-2001|2000-2001]], [[საქართველოს თასი 2016|2016]]
* [[File:Cup Winner.png]] გამარჯვებული (4): [[საქართველოს საფეხბურთო თასი 1998-1999|1998-1999]], [[საქართველოს საფეხბურთო თასი 2000-2001|2000-2001]], [[საქართველოს საფეხბურთო თასი 2016|2016]], [[საქართველოს საფეხბურთო თასი 2018|2018]]
* [[File:Cup Finalist.png]] ფინალისტი (4): [[საქართველოს თასი 1999-2000|1999-2000]], [[საქართველოს თასი 2001-2002|2001-2002]], [[საქართველოს თასი 2003-2004|2003-2004]], [[საქართველოს თასი 2010-2011|2010-2011]], [[საქართველოს თასი 2017|2017]]
* [[File:Cup Finalist.png]] ფინალისტი (5): [[საქართველოს საფეხბურთო თასი 1999-2000|1999-2000]], [[საქართველოს საფეხბურთო თასი 2001-2002|2001-2002]], [[საქართველოს საფეხბურთო თასი 2003-2004|2003-2004]], [[საქართველოს საფეხბურთო თასი 2010-2011|2010-2011]], [[საქართველოს საფეხბურთო თასი 2017|2017]]
*'''[[საქართველოს სუპერ თასი]]'''
*'''[[საქართველოს საფეხბურთო სუპერთასი|საქართველოს სუპერთასი]]'''
* [[File:Cup Winner.png]] გამარჯვებული (1): 2018
* [[File:Cup Finalist.png]] ფინალისტი (2): [[საქარველოს სუპერ თასი 1999|1999]], [[საქარველოს სუპერ თასი 2017|2017]]
* [[File:Cup Finalist.png]] ფინალისტი (2): 1999, 2017
*'''[[პირველი ლიგა]]'''
*'''[[პირველი ლიგა]]'''
* {{ოქრო01}} ჩემპიონი (1): [[პირველი ლიგა 2009-2010|2009-2010]]
* {{ოქრო01}} ჩემპიონი (1): [[პირველი ლიგა 2009-2010|2009-2010]]

15:05, 25 ნოემბერი 2018-ის ვერსია

ქუთაისის ტორპედო
ფაილი:TorpedoLogo400x400.png
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
დაარსდა 1946; 78 წლის წინ (1946)
სტადიონი რამაზ შენგელიას სტადიონი, ქუთაისი, საქართველო
(ტევადობა: 14,700)
მწვრთნელი საქართველოს დროშა კახა ჩხეტიანი
კაპიტანი საქართველოს დროშა როინ კვასხვაძე
ლიგა ეროვნული ლიგა
2017 ჩემპიონი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

„ტორპედო“საფეხბურთო კლუბი ქალაქ ქუთაისიდან. დაარსდა 1946 წელს. პირველ სამ ეროვნულ ჩემპიონატში გამოდიოდა „ქუთაისის“ სახელით. თამაშობს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. 1949 წელს გახდა საქართველოსა საბჭოთა ჩემპიონატის ოქროს პრიზიორი, ასევე არის ეროვნული ლიგის 4 გზის ოქროსა (2000, 2001, 2002, 2017) და სამგზის ვერცხლის (1999, 2003, 2005) პრიზიორი. ოთხჯერ გახდა საქართველოს თასის (1999, 2001, 2016, 2018) და ერთხელ საქართველოს სუპერთასის მფლობელი 2018 წელს. დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაარსებიდან „ტორპედო“ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, მხოლოდ სამი სეზონით მოხდა მისი დაქვეითება პირველ ლიგაში (2007–08, 2008–09, 2009–10), 2010 წლიდან ისევ აღზევდა უმაღლეს ლიგაში, სადაც დღემდე ასპარეზობს. საშინაო მატჩებს ატარებს რამაზ შენგელიას სტადიონზე, რომელიც 14 700 მაყურებელს იტევს.

თავის დროზე „ტორპედოს“ რიგებში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან რევაზ ძოძუაშვილი, თამაზ კოსტავა (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1970), ანზორ კავაზაშვილი (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1967), ნოდარ ხიზანიშვილი (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1981), მურთაზ ხურცილავა (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1962, საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი 1966, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1969), სერგო კუტივაძე, ოთარ გაბელია (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1981), მანუჩარ მაჩაიძე (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1970), გივი ნოდია (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1966, საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი 1972), თენგიზ სულაქველიძე (საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი 1980, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1981), გურამ ცხოვრებოვი, რამაზ ურუშაძე (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1961).

ისტორია

დაარსების პერიოდი

ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობა, 1940-იანი წლები

1946 წელს ქუთაისის ავტოქარხნის ბაზაზე ჩამოყალიბდა გუნდი, სახელად ქუთაისის „ტორპედო“. უკვე 1949 წელს კი, ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს იმჟამინდელი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

1957 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა საფეხბურთო გუნდი „ლოკომოტივი“, რომლის მწვრთნელადაც დაინიშნა ცნობილი სპეციალისტი ანდრო ჟორდანია. იმის გამო, რომ „ლოკომოტივის“ რესპუბლიკურმა საბჭომ თბილისიდან ვერ შეძლო გუნდის პატრონობა, ქუთაისის ხელმძღვანელობამ 1959 წლის 3 მაისს ქალაქის სპორტკომიტეტის დადგენილებით გუნდი გადასცა საავტომობილო ქარხანას და „ლოკომოტივის“ ნაცვლად მას „ტორპედო“ ეწოდა. მთავარ მწვრთნელად დაინიშნა გიორგი ანთაძე. 1959 წლის 23 აპრილს ტორპედოელებმა ქუთაისში პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართეს შვედეთის ქალაქ სუნდსვალის გუნდთან. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. 1959 წლის 5 ივლისს ქუთაისს მეორე უცხოური გუნდი დანიის „ალიანსენი ეწვია. ტორპედოელებმა დიდი უპირატესობის მიუხედავად მეტოქის დამარცხება ვერ შეძლეს — 3:3. 1959 წლის 4 ნოემბერს მესამე საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ქუთათურებმა ფინეთის „პალლოსეურა“ გაანადგურეს-3:0. 1959 წლის საკავშირო ჩემპიონატი „ტორპედომ“ მე-6 ადგილზე დაასრულა.

„ბ“ კლასი

1960 წლიდან ქუთაისის „ტორპედო“ საკავშირო გათამაშების „ბ“ კლასის მეორე ზონაში გამოდიოდა. ქუთაისელებმა შესანიშნავად ჩაატარეს სეზონი. გუნდმა 30 თამაშიდან 47 ქულა დააგროვა, 12 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ლენინაბადის „დინამოს“ და პირველ ზონაში გამარჯვებულ თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა. ორი მატჩის ჯამში გამარჯვება „ტორპედოს“ დარჩა (3:1, 0:1) და „ბ“ ლიგაში პირველი ადგილი მოიპოვა. იმის გამო რომ 1960 წელს „ა“ კლასის საგზური არ გათამაშებულა, ტორპედოელებს მომავალ წელსაც დაბალ ლიგაში მოუხდათ ასპარეზობა, თუმცა გუნდის ფეხბურთელებს სპორტის ოსტატის წოდებები მიანიჭეს.

1961 წლის სეზონში უშანგი სალდაძის ხელმღვანელობით ტორპედოელები კვლავ გამარჯვებული გამოვიდნენ „ბ“ კლასის მეორე ზონის გუნდებს შორის და მოიპოვეს უფლება ებრძოლათ „ა“ კლასის საგზურისთვის. უმაღლესში გადასასვლელ სამთა ტურნირში, რომელიც კიშინიოვში გაიმართა ქუთაისელებმა ტალინის „კალევთან“ და თბილისის „ლოკომოტივთან“ პაექრობაში პირველი ადგილი მოიპოვეს და „ა“ კლასში აღზევდნენ.

„ა“ კლასი

ქუთაისის „ტორპედოს“ მოსკოვის „ტორპედოს“ წინააღმდეგ

1962 წელს 2 მაისს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ქუთაისის „ტორპედო“ საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის სასტარტო მატჩში მოსკოვის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა. წინა დღით ქუთაისელთა დუბლებმა მოსკოველთა მეორე გუნდი 5:1 გაანადგურეს. ახალგაზრდების შემართება ძირითად გუნდსაც გადაედო და ქართველმა ფეხბურთელებმა გადაჭედილი ტრიბუნების თვალწინ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს — 4:2.[1] „ტორპედოს“ კარგი დებიუტი გამოუვიდა, მაგრამ ასპარეზობა ასევე წარმატებულად ვეღარ განაგრძო და საბოლოოდ მე-15 ადგილს დასჯერდა. თუმცა, ქუთათურებმა უკან ჩამოიტოვეს საკმაოდ ცნობილი გუნდები: ლენინგრადის „დინამო“, მინსკის „დინამო“ და „კრილია სოვეტოვი“, რომლებსაც „ა“ კლასში ასპარეზობის საკმაო გამოცდილება გააჩნდათ. საყურედღებოა, რომ ქუთაისელებმა სანიმუშო სათამაშო დისციპლინისთვის გაზეთ „სოვეტსკი სპორტისგან“ მიიღეს პრიზი „სამართლიანი თამაშისთვის“.

ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობა 1962 წლის სეზონში

1963 წლის სეზონში „ტორპედო“ არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა: 15 აპრილს ქუთათურებმა თბილისის „დინამოს“ უმასპინძლეს. ამ მატჩის სანახავად ქალაქის სტადიონზე 40 000 კაცზე მეტი მივიდა. ეს ციფრი დღესაც სარეკორდოა „ტორპედოსთვის“. მატჩი დამთავრდა ფრედ — 0:0. საყურადღებოა, რომ ქუთაისელმა ფეხბურთელებმა წარმატებით ჩაატარეს „მოსკოვური“ მატჩები. მოსკოვის „ცსკას“ 1963 წლის ჩემპიონატში ქუთაისელებთან სეხვედრამდე თამაში არ ჰქონდათ წაგებული და მათი წარმატებული სერია საკუთარ მოედანზე „ტორპედოსთან“ შეწყდა. ქუთათურებმა გასვლაზე დაამარცხეს არანაკლებ სახელოვანი გუნდი მოსკოვის „ლოკომოტივი“, ხოლო კიევში „დინამოსთან“ ფრე 1:1 ითამაშეს. შეხვედრის შემდეგ კიეველმა მაყურებელმა მქუხარე ტაშით დააჯილდოვა ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ლამაზი, ტექნიკური ფეხბურთის დემონსტრირებით მოხიბლეს. 18 აგვისტოს ჩემპიონატის მორიგ მატჩში ავტოქარხნელებმა 1:0 დაამარცხეს გათამაშების ლიდერი მოსკოვის „დინამო“ და საბოლოოდ განამტკიცეს აზრი, რომ ქუთაისის „ტორპედო“ მოსკოვური გუნდებისთვის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქეს წარმოადგენდა.

ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობა, 1960-იანი წლები

1963 წლის სეზონი მე-12-ე ადგილზე დაამთავრეს ქუთაისელმა ფეხბურთელებმა და მათ საყოველთაო აღიარება ჰპოვეს საკავშირო თუ საერთაშორისო სარბიელზე. სეზონის დასასრულს ფეხბურთის საკავშირო ფედერაციამ გამოაქვეყნა სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია, სადაც მეკარეთა სამეულში ლეგენდარული ლევ იაშინის შემდეგ მეორე ნომრად დასახელებული იყო „ტორპედოს“ გოლკიპერი რამაზ ურუშაძე.

ჯუმბერ ხაჟალია – მოსკოვის „ტორპედოს“ წინააღმდეგ გატანილი გამარჯვების გოლის ავტორი

1964 წლის ჩემპიონატის სტარტზე ტორპედოელები არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, რამაც მათი უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხი ეჭვის ქვეშ დააყენა. 25 აგვისტოს გასვლაზე ლენინგრადის „ზენიტის“ დამარცხებამ „ტორპედოელებს“ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი მისცა. 6 ოქტომბერს „ტორპედომ“ გათამაშების ლიდერს, მოსკოვის „ტორპედოს“ უმასპინძლა. როგორც სტუმრებს, ასევე მასპინზლებს ორი ქულა ჰაერივით სჭირდებოდათ. მოსკოველები გამარჯვების შემთხვევაში განიმტკიცებდნენ ლიდერის პოზიციას, ხოლო ქუთაისელებს 2 ქულის დაკარგვის შემთხვევაში არავითარი თეორიული შანსი აღარ რჩებოდათ „ა“ კლასში დარჩენისთვის. ჯუმბერ ხაჟალიას მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა სანუკვარი ორი ქულა მოუტანა ქუთაისელ ფეხბურთელებს, ხოლო მოსკოველებს ეს მარცხი მოგვიანებით ჩემპიონობის დაკარგვადაც დაუჯდათ. „ტორპედომ“ ამის შემდეგ გასვლაზე დაამარცხა „როსტოვი“ და მოსკოვის „დინამო“, შემდეგ კი დამატებით მატჩში გორკის „ვოლგა“ დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. 1964 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა უძლიერეს ფეხბურთელთა სია, სადაც ქუთაისის „ტორპედოდან“ ხუთი ფეხბურთელი მოხვდა: რამაზ ურუშაძე, იუზა ლოსაბერიძე, სერგო კუტივაძე, ჯემალ ხერხაძე და ვალერიან ჩხარტიშვილი.

1965 წელს „ტორპედომ“ პროგრამა მინიმუმი კვლავ შეასრულა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ჩემპიონატის დასრულებმადე სამი ტურით ადრე „ტორპედომ“ გათამაშების ლიდერს კიევის „დინამოს“ უმასპინძლა და ლოსაბერიძის გოლით 1:0 დაამარცხა. ქუთაისში მარცხი კიეველებსაც ჩემპიონობის დაკარგვის ფასად დაუჯდათ. ტორპედოელთა ასპარეზობაზე ცნობილი მიმომხილვევლი ო.სერგეევი წერდა: „რომ არსებობდეს პრიზი ჩემპიონატის ყველაზე უფრო სენსაციური შედეგისთვის, მას უსათუოდ დაიმსახურებდნენ ქუთაისელი ფეხბურთელები. სწორედ მათ წაართვეს ფინიშზე კიეველებს ის ორი ქულა, რომელიც ოქროს მედლების დაკარგვის ფასად დაუჯდათ უკრაინელ ფეხბურთელებს. გუნდმა, რომელმაც დაამარცხა ვერცხლისას და ბრინჯაოს პრიზიორები, სუსტად ჩაატარა შეხვედრები აუტსაიდერებთან...“ საკავშირო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „ტორპედოელები“ საერთაშორისო შეხვედრების ჩასატარებლად აფრიკაში გაემგზავრნენ. ქუთათურებმა 5:1 დაამარცხეს გვინეის ნაკრები, ფრედ 0:0 ითამაშეს მალის ნაკრებთან, 7:0 დაამარცხეს ნიგერიის ერთ-ერთი გუნდი, ბოლოს კი დაამარცხეს მალის ნაკრები - 1:0.

1966 წლის საფეხბურთო სეზონში გუნდმა დაიკავა მე-15 ადგილი და უკან ჩამოიტოვა ისეთი ცნობილი გუნდები, როგორებიც იყვნენ მოსკოვის „ლოკომოტივი“ და ლენინგრადის „ზენიტი“. 1967 წლის ჩემპიონატი „ტორპედომ“ მე-13-ე ადგილზე დაასრულა. რაც საკმაოდ კარგი შედეგი იყო ისეთი პატარა ქალაქის გუნდისთვის როგორიც ქუთაისია. სეზონის ბოლოს „ტორპედოში“ აღზრდილი რევაზ ძოძუაშვილი მიიწვიეს თბილისის „დინამოში“, მოკლე ხანში კი მან საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი. 1968 წელს 9 ქულით ჩამოიტოვა ბოლო ადგილზე მყოფი კიროვაბადის „დინამო“ და კვლავ შეინარჩუნა ადგილი უმაღლეს ლიგაში. მომდევნო წელს კი ქუთათურებმა ჩემპიონატში მე-14 ადგილი მოიპოვეს. 1970 წლის ჩემპიონატის ფინიშზე „ტორპედო“ გათამაშების ცხრილში ბოლოსწინა მე-16 ადგილზე აღმოჩნდა და უმაღლესი ლიგა დატოვა.

დაქვეითება

1971 წლიდან ქუთათურები საბჭოთა პირველ ლიგაში ასპარეზობდნენ. 11 წლის მანძილზე გუნდი იბრძოდა საუკეთესოთა შორის დასაბრუნებლად. მრავალწლიანი წარუმატებელი ცდის შემდეგ, 1981 წელს „ტორპედომ“ პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, რაც მას უმაღლესი ლიგისკენ უხსნიდა გზას. 1982 წლის სეზონში გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა. მომდევნო წელს კი ბოლოსწინა მე-17-ე და კვლავ დაბალ ლიგაში დაქვეითთდა. 1984 წლის ჩემპიონატი ქუთაისელებმა წარმატებით წარმართეს და უკვე მესამედ დაბრუნდნენ უმაღლეს ლიგაში. 1985 წელს გუნდი მთელი სეზონის მანძილზე სახიფათო ზონაში იყო, მაგრამ ფინიშის სწორზე ზედიზედ სამმა გამარჯვებამ „ტორპედოს“ საბოლოოდ მე-11 ადგილი მოუტანა, რაც საუკეთესო შედეგია ქუთაისელთა უმაღლეს ლიგაში 13 წლიანი ასპარეზობის მანძილზე. 1986 წელს მართალია ცალკეულ შეხვედრებში ტორპედოელები ტოლს არ უდებდნენ მეტოქეს, მაგრამ, მთლიანობაში გუნდი არასტაბილურად გამოიყურებოდა, რამაც შედეგზეც იქონია გავლენა და „ტორპედო“ ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.

დამოუკიდებლობის პერიოდი

ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობა 2011

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ „ტორპედო“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული გუნდი გახდა. სწორედ მან შეძლო 1999 წელს „დინამოს“ ჰეგემონიის დამხობა და 1999-2001 ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი.

2008 წელს ქუთაისის „ტორპედო“ ფინანსური გარანტიის არ ქონის გამო დააქვეითეს, მაგრამ მიუხედავად ამის „ტორპედო“ 2008-2009 წლებში უკონკურენტოდ გადავიდა | ლიგაში, ხოლო 2009-2010 წლებში უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაც შეძლეს. „ტორპედომ“ 2010-2011 წლის სეზონი არა სტაბილურად დაიწყო რასაც გულშემატკივრის მოთხოვნით მთავარი მწვრთნელის ნესტორ მუმლაძის განთავისუფლება მოჰყვა, ახალ მწვრთნელად კი გია გიგატაძე დანიშნეს, რომელმაც თამაშის დალაგება შეძლო და ბოლო ადგილიდან გუნდი მე-4-ე ადგილზე გაიყვანა და საქართველოს თასის ფინალის საგზურიც მოიპოვა რომელშიც მძიმე ბრძოლაში 0:1 დამარცხდა გაგრის გუნდ გაგრასთან..[2]

სტადიონი

ქუთაისის ცენტრალური სტადიონი აშენდა 1949-1956 წლებში მაშინდელი ახალი ქუთაისის ტერიტორიაზე. პირველად რეკონსტრუქცია 1998 წელს ჩაუტარდა, ხოლო 2010 წელს მოეწყო უეფას სტანდარტების შესაბამისად. ამჟამად სტადიონი 15 000 მაყურებელს იტევს.

სტადიონის გარდა „ტორპედოს“ გააჩნია საკუთარი ბაზა,[3] ჩოგბურთის კორტების კომპლექსი,[4] საცურაო აუზი,[5] ფიტნეს კლუბი, სოლარიუმი და სხვ.

სტადიონის მთავარი სპორტული არენა მოიცავს საფეხბურთო მოედანს (105X75 მ), 400-მეტრიან სარბენ წრეს და ხტომისა და ტყორცნის სექტორებს. საერთაშორისო სტანდარტის ტაბლო და განათების სისტემა, ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები და პრეს–ზონა უმაღლესი კლასის თამაშებისათვის საჭირო პირობებს ქმნის.[6]

სახელწოდება

  • 1946: დაარსდა როგორც ტორპედო ქუთაისი
  • 1949: დაერქვა ლოკომოტივი ქუთაისი.
  • 1960: დაერქვა ტორპედო ქუთაისი
  • 1990: დაერქვა სკ ქუთაისი.
  • 1992: დაერქვა ტორპედო ქუთაისი
  • 2008: დაერქვა ტორპედო-2008 ქუთაისი
  • 2010 წლიდან ტორპედო ქუთაისი

სიმბოლიკა

ლოგოები

ჰიმნი

ტორპედო,ტორპედო,ტორპედო!
იცოცხლე და იდღეგრძელე ვაშა მრავალჟამიერ!
გაიხარე გამახარე, იმიერ და ამიერ
სიხარულის, სილამაზის, ვაჟკაცობის მორბედო!
შენ რომ ცეცხლი მომიკიდე ვერ ჩავაქრე ტორპედო

1. ძველი ჰიმნი 1987 იხილეთ
2. ტორპედოს ჰიმნი ჯგუფი ფრანის შესრულებით 2010 იხილეთ
3. ტორპედოს ფანკლუბი ტორნადოს სიმღერა "გამარჯვება დღეს" მ.ს.კ გუნდის, ადრენალინის შესრულებით 2011 იხილეთ
4. ფანები სიმღერა "იტორპედე" ლევან ჯოჯუას და გიორგი შენგელიას შესრულებით 2013 იხილეთ

კლუბის ფერები

მწვანე ლურჯი

სპონსორები

პერიოდი სპონსორები ეკიპირება გენერალური სპონსორი
2011-12 Saller WISSOL
2011-12 JAKO WISSOL
2012-13 ვისოლი, AUTO ექსპრესი, ლაგუნა, სმარტი, ავერსი, ალფა, სილქნეტი, საქკაბელი, TravelMinder NIKE WISSOL
2013-14 ვისოლი, AUTO ექსპრესი, ლაგუნა, სმარტი, ავერსი, ალფა, სილქნეტი, საქკაბელი, TravelMinder UMBRO

ტიტულები

შიდა ჩემპიონატები
საერთაშორისო ტურნირები
საბჭოთა დროის ჩემპიონატები
ტორპედოს დუბლების ტიტულები
  • ბენდელას თასი
  • ფინალისტი (1): 2013
ტორპედოს ახალგაზრდული გუნდის საერთაშორისო ტიტულები
  • ევიმას თასი
  • გამარჯვებული (1): 2013
ტორპედოს ფანების ტიტულები
  • ოფიციალური ფანკლუბი „ჯუნგლები“
  • ბალუს თასი
  • გამარჯვებული (1): 2012
  • დასავლეთ საქართველოს თასი
  • გამარჯვებული (2): 2013, 2014

(რეკორდი)

  • ჩიბოს თასი
  • გამარჯვებული (1): 2016

რეკორდები

გოლი N. სახელი ქვეყანა თარიღი
100 დავით ჯანაშია საქართველოს დროშა საქართველო 16 სექტემბერი, 1991
200 მამუკა ხუნდაძე საქართველოს დროშა საქართველო 10 მაისი, 1993
300 მამუკა ხუნდაძე საქართველოს დროშა საქართველო 19 ნოემბერი, 1994
400 მიხეილ აშვეთია საქართველოს დროშა საქართველო 13 მაისი, 1996
500 გიორგი მეგრელაძე საქართველოს დროშა საქართველო 4 სექტემბერი, 1997
600 გია იმედაძე საქართველოს დროშა საქართველო 19 მაისი, 1999
700 დავით ჯანაშია საქართველოს დროშა საქართველო 3 დეკემბერი, 2000
800 შოთა ბაბუნაშვილი საქართველოს დროშა საქართველო 15 სექტემბერი, 2002
900 გიორგი მეგრელაძე საქართველოს დროშა საქართველო 14 აგვისტო, 2004
1000 ნიკოლოზ ნადირაძე საქართველოს დროშა საქართველო 20 მაისი, 2007
1100 მერაბ გიგაური საქართველოს დროშა საქართველო 15 სექტემბერი, 2012

გამოჩენილი ფეხბურთელები

ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში არაერთხელ იყვნენ დასახელებული სხვადასხვა თაობის ტორპედოელები: გურამ ცხოვრებოვი, რევაზ ძოძუაშვილი, ჯემალ ხერხაძე, სერგო კუტივაძე, გივი ნოდია, თენგიზ სულაქველიძე, თამაზ კოსტავა და სხვები. ხოლო რამაზ შენგელია ორჯერ სსრკს ნომერ-1 ფეხბურთელად იქნა აღიარებული. ძმები გივი და ლევან ნოდიები ევროპის ჩემპიონები არიან იუნიორთა შორის. 1969 წლის საკავშირო ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობდა „ტორპედოელთა“ თავდამსხმელი ჯუმბერ ხაჯალია, რომელმაც 16 გოლი გაიტანა და გაზეთ „ტრუდის“ პრიზის ერთ-ერთი რეალური პრეტედენტი იყო. ქუთაისური საფეხბურთო სკოლის აღზრდილები მიხეილ აშვეთია და მალხაზ ასათიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების გამორჩეული წევრები იყვნენ, ხოლო ნუკრი რევიშვილი ახლაც ნაკრების პირველი ნომერია.

სახელი პოზიცია ქვეყანა საფეხბურთო წლები ნათამაშები გოლები
რევაზ ძოძუაშვილი მცველი საქართველოს დროშა 1964–1967 67 1
თამაზ კოსტავა მცველი საქართველოს დროშა 1973–1976 106 0
ანზორ კავაზაშვილი მეკარე საქართველოს დროშა 1972 31 0
ნოდარ ხიზანიშვილი მცველი საქართველოს დროშა 1983 6 0
მურთაზ ხურცილავა მცველი საქართველოს დროშა 1975–1976 47 4
სერგო კუტივაძე ნახევარმცველი საქართველოს დროშა 1962–1966 128 9
ოთარ გაბელია მეკარე საქართველოს დროშა 1983–1984 29 0
მანუჩარ მაჩაიძე ნახევარმცველი საქართველოს დროშა 1981–1982 45 6
გივი ნოდია თავდამსხმელი საქართველოს დროშა 1965–1966 36 9
თენგიზ სულაქველიძე მცველი / ნახევარმცველი საქართველოს დროშა 1974–1978 138 2
გურამ ცხოვრებოვი მცველი საქართველოს დროშა 1961–1963 57 2
რამაზ ურუშაძე მეკარე საქართველოს დროშა 1961–1964 91 0
ირაკლი ზოიძე მეკარე საქართველოს დროშა 2000–2001 36 0
დავით გავარამიძე მეკარე საქართველოს დროშა 2000–2001 19 0
ნიკოლოზ ტოგონიძე მეკარე საქართველოს დროშა 2001–2002 6 0
დავით ჯანაშია თავდამსხმელი საქართველოს დროშა 1989–1993, 1997–2001, 2002, 2005–2007 182 79
მიხეილ აშვეთია თავდამსხმელი საქართველოს დროშა 1993–1994, 2000–2001 40 23
მალხაზ ასათიანი მცველი / ნახევარმცველი საქართველოს დროშა 1999–2003 76 15
ვალერ აბრამიძე მცველი საქართველოს დროშა 1998–2002, 2005–2006 ? ?
კახაბერ კვეტენაძე ნახევარმცველი საქართველოს დროშა 1993–2001, 2002–2003 251 30
ზურაბ იონანიძე თავდამსხმელი საქართველოს დროშა 1992–1993, 1997–2003 171 104
ანდრეი პოროშინი თავდამსხმელი უკრაინის დროშა 2001–2003 55 23
მამუკა მანაგაძე ნახევარმცველი საქართველოს დროშა 1985-1986 20 3
გიორგი მეგრელაძე თავდამსხმელი საქართველოს დროშა 1995-2000, 2004-2005, 2011-2014 175 86

შემადგენლობა 2017

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ.

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე საქართველო საქართველო მაქსიმე ქვილითაია
2 მცველი საქართველო საქართველო ვაჟა ტაბატაძე
3 მცველი საქართველო საქართველო გურამ ადამაძე
5 მცველი საქართველო საქართველო დავით ხურცილავა
6 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ოლეგ მამასახლისი
7 თავდამსხმელი საქართველო საქართველო გაბრიელ საღრიშვილი
8 ნახევარმცველი საქართველო საქართველო შოთა ბაბუნაშვილი
9 თავდამსხმელი საქართველო საქართველო თორნიკე კაპანაძე
10 ნახევარმცველი საქართველო საქართველო გიორგი კუხიანიძე
11 თავდამსხმელი საქართველო საქართველო ნიკოლოზ საბანაძე
12 მეკარე საქართველო საქართველო კახაბერ მეშველიანი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
13 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ბიძინა მახარობლიძე
17 მცველი საქართველო საქართველო გიორგი გურული
18 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ნიკოლოზ კვასხვაძე
22 ნახევარმცველი საქართველო საქართველო გრიგოლ დოლიძე
23 მცველი საქართველო საქართველო გიორგი ქიმაძე
25 მცველი საქართველო საქართველო შალვა ბურჯანაძე
33 ნახევარმცველი საქართველო საქართველო შალვა ფურცხვანიძე
77 ნახევარმცველი საქართველო საქართველო მერაბ გიგაური
88 თავდამსხმელი საქართველო საქართველო ბექა ტუღუში
89 მეკარე საქართველო საქართველო როინ კვასხვაძე
99 თავდამსხმელი საქართველო საქართველო ლაშა კუჭუხიძე

2017 წლის ტრანსფერები

მოვიდნენ

პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მცველი საქართველოს დროშა შალვა ბურჯანაძე საქართველოს დროშა ტორპედო-2 ქუთაისი
მცველი საქართველოს დროშა გურამ ადამაძე საქართველოს დროშა შუქურა ქობულეთი
მცველი საქართველოს დროშა დავით ხურცილავა საქართველოს დროშა სიონი ბოლნისი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ბიძინა მახარობლიძე საქართველოს დროშა ცხინვალი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გიორგი კუხიანიძე საქართველოს დროშა ლოკომოტივი თბილისი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ნიკოლოზ კვასხვაძე საქართველოს დროშა სულორი ვანი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა მერაბ გიგაური საქართველოს დროშა რუსთავი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ნიკოლოზ საბანაძე საქართველოს დროშა მერანი მარტვილი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ

პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მეკარე საქართველოს დროშა მამუკა ქვილითაია საქართველოს დროშა ჭიათურა
მცველი ნიდერლანდების დროშა იურგენ კოლინი {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ავთო ენდელაძე საქართველოს დროშა კოლხეთი-1913 ფოთი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გიორგი ნერგაძე საქართველოს დროშა სამგურალი წყალტუბო
ნახევარმცველი საქართველოს დროშა თენგიზ ბრეგვაძე საქართველოს დროშა სამგურალი წყალტუბო
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გუგა ფალავანდიშვილი მოლდოვის დროშა დაჩია კიშინიოვი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ზაურ გოგიაძე საქართველოს დროშა გურია ლანჩხუთი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ალექსი ბენაშვილი საქართველოს დროშა გურია ლანჩხუთი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ცოტნე მესხი საქართველოს დროშა დინამო თბილისი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ოთარ კვერნაძე საქართველოს დროშა დინამო თბილისი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ვანო წილოსანი თურქეთის დროშა ქეფეზი ბელედიესფორი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ვახტანგ კვარაცხელია {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი

* — იჯარით
** — იჯარიდან

ტორპედოს ბომბარდირები

სეზონი ფეხბურთელი გოლი
2016 საქართველოს დროშა ოლეგ მამასახლისი 5
2015-2016 საქართველოს დროშა თორნიკე კაპანაძე 9
2014-2015 საქართველოს დროშა ოთარ კვერნაძე 10
2013-2014 საქართველოს დროშა ოთარ კვერნაძე 7
2012-2013 საქართველოს დროშა ნიკოლოზ საბანაძე 10
2011-2012 საქართველოს დროშა რევაზ გოცირიძე 10
2010-2011 საქართველოს დროშა გიორგი მეგრელაძე 7

ცხრილში გოლთა რაოდენობა მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

სეზონები

გასაღები

ჩემპიონი მეორე ადგილი მესამე ადგილი აღზევდა დაქვეითდა
ლიგის და თასის ჩემპიონატის შედეგები სეზონების მიხედვით
სეზონი ჩემპიონატი გტ გშ პოზ შიდა თასი ფედერაციის თასი სუპერთასი უეფა
ფიფა
სახელი გოლი
ლიგა ბომბარდირი
1949 სპლ/რკ 26 16 8 2 58 25 40 მე-2 1/32 n/a ? ?
1953 1/64 n/a ? ?
1955 Z4,1/128 n/a ? ?
1957 სპლ/ზ3 30 16 6 8 54 28 38 მე-6 Z3,1/2 n/a ? ?
1958 სპლ/ზ4 30 17 6 7 66 35 40 მე-4 Z4,1/4 n/a ? ?
1959 სპლ/ზ3 26 11 6 9 36 34 28 მე-6 n/a n/a ? ?
1960 სპლ 30 21 7 2 70 21 49 1-ლი Z3,1/4 n/a ? ?
1961 სპლ 30 22 2 6 49 23 46 1-ლი 1/32 n/a ? ?
1962 სულ 18 7 5 6 21 16 19 მე-15 1/16 n/a ? ?
1963 სულ 38 6 21 11 22 37 33 მე-12 1/16 n/a ? ?
1964 სულ 32 10 7 15 20 37 27 მე-13 1/16 n/a ? ?
1965 სულ 32 8 3 21 29 69 19 მე-16 1/16 n/a ? ?
1966 სულ 36 9 10 17 44 59 28 მე-15 1/16 n/a ? ?
1967 სულ 36 8 15 13 37 50 31 მე-13 1/16 n/a ? ?
1968 სულ 38 9 10 19 27 48 28 მე-19 1/16 n/a ? ?
1969 სულ 26 4 6 16 20 50 14 მე-14 1/16 n/a ? ?
1970 სულ 32 6 11 15 24 42 23 მე-16 1/8 n/a ? ?
1971 სპლ 42 12 15 15 47 53 39 მე-11 1/16 n/a ? ?
1972 სპლ 38 19 6 13 49 32 44 მე-5 1/16 n/a ? ?
1973 სპლ 38 16 4 18 40 46 34 მე-9 1/16 n/a ? ?
1974 სპლ 38 14 10 14 37 42 38 მე-8 1/32 n/a ? ?
1975 სპლ 38 18 13 7 55 31 49 მე-3 წე n/a რამაზ შენგელია 15
1976 სპლ 38 13 15 10 46 38 41 მე-7 ე2 n/a რამაზ შენგელია 12
1977 სპლ 38 15 8 15 45 48 38 მე-9 ე1 n/a ? ?
1978 სპლ 38 14 9 15 44 41 37 მე-9 ე1 n/a ? ?
1979 სპლ 46 17 15 14 44 40 46 მე-11 ჯე n/a ? ?
1980 სპლ 46 18 9 19 62 54 45 მე-13 ჯე n/a ? ?
1981 სპლ 46 26 4 16 57 46 56 მე-2 ჯე n/a დევის დარჯანია 19
1982 სულ 34 10 10 14 39 45 30 მე-13 ჯე n/a მერაბ მეგრელაძე 19
1983 სულ 34 4 12 18 26 58 18[7] მე-16 1/4 n/a ? ?
1984 სპლ 42 23 9 10 76 55 55 მე-2 1/16 n/a ოთარ კორღალიძე 24
1985 სულ 34 11 9 14 40 51 31 მე-11 1/32 n/a ? ?
1986 სულ 30 5 7 18 24 60 17 მე-16 1/16 ჯე ? ?
1987 სულ 42 11 12 19 30 51 34 21-ე 1/16 ? ?
1988 სმლ 30 24 4 2 70 21 52 1-ლი 1/32 ? ?
1989 სპლ 42 18 5 19 69 73 41 მე-13 1/4 მერაბ მეგრელაძე 33
1990 უმლ[8] 34 20 5 9 62 33 65 მე-4 1/4[8] ? ?
1991 უმლ 19 11 2 6 34 30 35 მე-3 n/a[9] ? ?
1991–92 უმლ 38 15 4 19 66 60 49 მე-11 1/2 ? ?
1992–93 უმლ 32 16 4 12 70 54 52 მე-5 1/2 ? ?
1993–94 უმლ 32 15 7 10 56 49 52 მე-3 1/16 ? ?
1994–95 უმლ 30 14 2 14 58 47 44 მე-6 1/8 ? ?
1995–96 უმლ 30 15 7 8 69 49 52 მე-7 1/4 ? ?
1996–97 უმლ 30 14 4 12 70 58 46 მე-5 1/8 ? ?
1997–98 უმლ 30 15 9 6 51 30 54 მე-4 1/8 ? ?
1998–99 უმლ 30 21 4 5 73 27 67 მე-2 გამარჯვებული ფინალისტი ინტერტოტოს თასი - ე2 ? ?
1999–00 უმლ 28 19 7 2 70 16 64 1-ლი ფინალისტი n/a უეფა-ს თასი - ე1 ზურაბ იონანიძე 25
2000–01 უმლ 32 20 8 4 49 15 68 1-ლი გამარჯვებული n/a უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა - 2ს ? ?
2001–02 უმლ 32 23 5 4 64 18 74 1-ლი ფინალისტი n/a უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა - 2ს ანდრეი პოროშინი 17
2002–03 უმლ 32 22 6 4 65 20 72 მე-2 1/2 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა - 2ს ზურაბ იონანიძე 26
2003–04 უმლ 32 15 6 11 46 38 51 მე-7 ფინალისტი უეფა-ს თასი - სე სულიკო დავითაშვილი 20
2004–05 უმლ 36 20 10 6 56 31 70 მე-2 1/4 ? ?
2005–06 უმლ 30 8 6 16 28 42 30 მე-12 SR უეფა-ს თასი - 1ს ? ?
2006–07 უმლ 26 9 4 13 24 35 31 მე-7[10] 1/4 ? ?
2007–08 პილ 27 11 6 10 38 31 39 მე-11 ჯე ? ?
2008–09 პილ 30 14 3 13 32 22 45 მე-9 1/16 ? ?
2009–10 პილ 28 22 4 2 70 12 70 1-ლი ე2 რევაზ კვერნაძე 14
2010–11 უმლ 36 14 13 9 31 22 55 მე-4 ფინალისტი გიორგი მეგრელაძე 14
2011–12 უმლ 36 20 7 9 50 32 67 მე-3 1/4 უეფა-ს ევროპის ლიგა - 1ს რევაზ გოცირიძე 13
2012–13 უმლ 32 19 7 6 57 30 64 მე-3 1/4 უეფა-ს ევროპის ლიგა - 1ს ნიკოლოზ საბანაძე 12
2013–14 უმლ 32 14 6 12 43 44 48 მე-9 1/4 ოთარ კვერნაძე 7
2014–15 უმლ 30 10 11 9 39 33 41 მე-8 1/4 ოთარ კვერნაძე 10
2015–16 უმლ 30 14 6 10 50 42 48 მე-6 1/4 თორნიკე კაპანაძე 9
2016 უმლ
(თეთრი ჯგუფი)
12 4 3 5 16 12 15 მე-3 (ჯგუფში) გამარჯვებული ოლეგ მამასახლისი 5

ყველა ტურნირის სტატისტიკა

განახლდა: იანვარი 2017
ტურნირი სეზონი მატჩები გტ გშ
საქართველოს ეროვნული ლიგა (დონე 1 2017- ) - - - - - - -
საქართველოს უმაღლესი ლიგა (დონე 1 1990-2017) 27 764 387 155 222 1304 873
პირველი ლიგა (დონე 2) 3 85 47 13 25 140 65
საქართველოს თასი 29 158 4 82 4 36 0 40 0 298 12 165 6
საქართველოს სუპერთასი 2 2 0 0 2 1 3
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 3 10 4 2 4 12 15
უეფა-ს თასი/უეფა-ს ევროპის ლიგა 5 12 2 2 8 14 28
უეფა-ს ინტერტოტოს თასი 1 4 2 1 1 9 3
საბჭოთა უმაღლესი ლიგა (დონე 1) 14 443 107 129 207 402 659
საბჭოთა პირველი ლიგა (დონე 2) 20 746 338 169 239 1037 818
საბჭოთა მეორე ლიგა (დონე 3) 1 34 25 7 2 76 24
სსრკ-ს თასი 37 82 27 15 40 93 123
სსრკ-ს ფედერაციის თასი 1 3 0 2 1 3 4
ჯამში 141 2343 1021 531 791 33789 2780

არაოფიციალური ტურნირები

განახლდა: 12 ივლისი 2013
ტურნირი სეზონი მატჩები გტ გშ
თანამეგობრობის თასი (დონე 1) 2 8 4 1 3 12 12
თანამეგობრობის თასი/პირველი ლიგა წყარო (დონე 2) 1 3 3 0 0 8 1
თურქმენეთის პრეზიდენტის თასი 2 8 3 3 2 8 7
მარბელიას თასი 1 3 0 1 2 4 7

ევროთასებზე

სეზონი ტურნირი ეტაპი ქვეყანა კლუბი შინ გასვლითი
1998–99 უეფა-ს ინტერტოტოს თასი 1R სომხეთის დროშა ერებუნი 6–0 1–1
2R ბელგიის დროშა ლომელი 1–2 1–0
1999–00 უეფა-ს თასი QR ესტონეთის დროშა ლანტანა ტალინი 4–2 5–0
1R საბერძნეთის დროშა აეკ ათენი 0–1 1–6
2000–01 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2R სერბეთის დროშა ცრვენა ზვეზდა 2–0 0–4
2001–02 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1R ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ლინფილდი 1–0 0–0
2R დანიის დროშა კოპენჰაგენი 1–1 1–3
2002–03 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1R ფარერის კუნძულების დროშა ბ-36 ტორსჰავნი 5–2 1–0
2R ჩეხეთის დროშა სპარტა პრაღა 1–2 0–3
2003–04 უეფა-ს თასი 1R საფრანგეთის დროშა ლანსი 0–2 0–3
2005–06 უეფა-ს თასი 1R ბელარუსის დროშა ბატე ბორისოვი 0–1 0–5
2012–13 უეფა-ს ევროპის ლიგა 1R ყაზახეთის დროშა აკტობე 1–1 0–1
2013–14 უეფა-ს ევროპის ლიგა 1R სლოვაკეთის დროშა ჟილინა[11] 0–3 3–3

ევროპული რეკორდი

განახლდა: 12 ივლისი 2013
ტურნირი სეზონი მატჩები გტ გშ
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 3 10 4 2 4 12 15
უეფა-ს თასი/უეფა-ს ევროპის ლიგა 5 12 2 2 8 14 28
უეფა-ს ინტერტოტოს თასი 1 4 2 1 1 9 3
ჯამში 8 26 8 5 13 35 46

უეფა-ს კლუბების რეიტინგში 2013/2014

ადგილი ქვეყანა კლუბი კოეფიციენტი
368 ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა სლავია 2.500
369 საქართველოს დროშა საქართველო ჩიხურა საჩხერე 2.475
369 საქართველოს დროშა საქართველო ტორპედო ქუთაისი 2.475
369 საქართველოს დროშა საქართველო გაგრა 2.475
372 მონტენეგროს დროშა მონტენეგრო სუტიესკა 2.450
განახლდა: 14 დეკემბერი 2013 წყარო

მწვრთნელები

სამწვრთნელო შტაბი

საქმიანობა თანამშრომლები
მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია
მწვრთნელის თანაშემწე გიორგი მეგრელაძე
მეკარეების მწვრთნელი თამაზ ოდიკაძე
ფიზმომზადების მწვრთნელი ალბერტო ბერიკალი
ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გიგატაძე
ახალგაზრდული გუნდის მეკარეების მწვრთნელი გელა კიკალეიშვილი
დუბლების მეორე მწვრთნელი კახა ჩხეტიანი
ასაკობრივი გუნდების კოორდინატორი გიორგი სუხიაშვილი

პერსონალი

საქმიანობა თანამშრომლები
პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე
აღმასრულებელი დირექტორი გიორგი პაპიაშვილი
პრეს ატაშე რამაზ ჩხიკვაძე
სელექციონერი ჯემალ ხერხაძე
ადმინისტრატორი მიშა იოსელიანი
ექიმი დავით მურღულია
ექიმი ზურაბ ხარხელაური
მასაჟისტი თამაზ როინიშვილი

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ზურაბ ჯავახაძე, ქუთაისის ფეხბურთი 100 წლისაა

სქოლიო

  1. ღირსშესანიშნავი თარიღი "ტორპედოს” ისტორიაში ,საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 2 მაისი, 2012.
  2. ტორპედოს ისტორია.
  3. ტორპედოს ბაზა
  4. ტორპედოს ჩოგბურთის კორტები
  5. საცურაო კომპლექსი „ლაგუნა“
  6. სტადიონი
  7. -2 ქულა
  8. 8.0 8.1 ქართულმა კლუბებმა დატოვეს სსრკ-ს ფეხბურთის ფედერაცია და შეუერთდნენ საკუთარი ქვეყნის – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.
  9. იმის გამო, რომ გაზაფხული/შემოდგომის განრიგი შეიცვალა შემოდგომა/გაზაფხულით, 1991 წლის სეზონმა თასის გათამაშების გარეშე ჩაიარა
  10. ქუთაისის ტორპედო სფფ-მ ფინანსური პრობლემების გამო დააქვეითა. იხილეთ საბოლოო რანგი
  11. ჟილინა (სლოვაკეთი) 3:3 ტორპედო (ქუთაისი), „საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი“, 12 ივლისი, 2013.