შინაარსზე გადასვლა

კალციუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალციუმი
20Ca
40.078
4s2
კალციუმი, 20Ca
ზოგადი თვისებები
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა მოვერცხლისფრო-თეთრი მსუბუქი ლითონი
სტანდ. ატომური
წონა
Ar°(Ca)
40.078±0.004
40.078±0.004 (დამრგვალებული)
კალციუმი პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სილიციუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმი ნეოდიმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოსმიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო ვერცხლისწყალი თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესინი ოგანესონი
Mg

Ca

Sr
კალიუმიკალციუმისკანდიუმი
ატომური ნომერი (Z) 20
ჯგუფი 2 ჯგუფი (ტუტემიწა ლითონები)
პერიოდი 4 პერიოდი
ბლოკი s-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Ar] 4s2
ელექტრონი გარსზე 2, 8, 8, 2
ელემენტის ატომის სქემა
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
დნობის
ტემპერატურა
842 °C ​(1115 K, ​​1548 °F)
დუღილის
ტემპერატურა
1484 °C ​(1757 K, ​​2703 °F)
სიმკვრივე (ო.ტ.) 1.55 გ/სმ3
სიმკვრივე (ლ.წ.) 1.378 გ/სმ3
დნობის კუთ. სითბო 8.54 კჯ/მოლი
აორთქ. კუთ. სითბო 154.7 კჯ/მოლი
მოლური თბოტევადობა 25.929 ჯ/(მოლი·K)
ნაჯერი ორთქლის წნევა
P (პა) 1 10 100 1 k 10 k 100 k
T (K)-ზე 864 956 1071 1227 1443 1755
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი 1, +2
ელექტროდული პოტენციალი -2.76
ელექტრო­უარყოფითობა პოლინგის სკალა: 1.00
იონიზაციის ენერგია
  • 1: 589.8 კჯ/მოლ
  • 2: 1145.4 კჯ/მოლ
  • 3: 4912.4 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 197 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 176±10 პმ
იონური
რადიუსი
(rion)
(+2e) 99 პმ
ვან-დერ-ვალსის რადიუსი 231 პმ
მოლური მოცულობა 29.9 სმ3/მოლი

კალციუმის სპექტრალური ზოლები
სხვა თვისებები
ბუნებაში გვხვდება პირველადი ნუკლიდების სახით
მესრის სტრუქტურა კუბური წახნაგცენტრირებული
მესრის პერიოდი 5.580 Å
ბგერის სიჩქარე 3810 მ/წმ (20 °C)
თერმული გაფართოება 22.3 µმ/(მ·K) (25 °C)
ხვედრითი თბოტევადობა 25.9 /(K·მოლ)
თბოგამტარობა 201 ვტ/(·K)
კუთრი წინაღობა 33.6 ნომ·მ (20 °C)
მაგნეტიზმი დიამაგნეტიკი
მაგნიტური ამთვისებლობა +40.0×10−6 სმ3/მოლ
იუნგას მოდული 20 გპა
წანაცვლების მოდული 7.4 გპა
დრეკადობის მოდული 17 გპა
პუასონის კოეფიციენტი 0.31
მოოსის მეთოდი 1.75
ბრინელის მეთოდი 170–416 მპა
CAS ნომერი 7440-70-2
ისტორია
აღმომჩენია ჰამფრი დეივი (1808)
პირველი მიმღებია ჰამფრი დეივი (1808)
კალციუმის მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
40Ca 96.941% სტაბილური
41Ca კვალი 9.94×104 წ ε 41K
42Ca 0.647% სტაბილური
43Ca 0.135% სტაბილური
44Ca 2.086% სტაბილური
45Ca სინთ 163 დღ-ღ β 45Sc
46Ca 0.004% სტაბილური
47Ca სინთ 4.5 დღ-ღ β 47Sc
48Ca 0.187% 5.6×1019 წ ββ 48Ti

კალციუმი[1][2] (ლათ. Calcium — „კირი“; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეოთხე პერიოდის, მეორე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეორე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, IIა) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია 20; ატომური მასა — 40.078, tდნ — 842 °C, tდუღ — 1484 °C, სიმკვრივე — 1.55 გ/სმ3. მოვერცხლისფრო-თეთრი მსუბუქი ლითონი. ბუნებრივი კალციუმი შედგება ხუთი სტაბილური , , , , და ერთი სუსტად რადიოაქტიური (T1/2=5.6×1019 წ) იზოტოპისაგან.

Ca-ის ნაერთებია - კირი, მარმარილო, თაბაშირი. ჯერ კიდევ ძველი დროიდან მათ გამოიყენებდნენ სამშენებლო მასალად. მე-18 საუკუნის ბოლომდე ქიმიკოსები კირს მარტივ ელემენტად თვლიდნენ. 1789 წელს ლავუაზიემ წამოაყენა ვერსია რომ: კირი, მაგნეზია, ბარიტი - რთული ნივთიერებებია. 1808 წელს ჰემფრი დევიმ ხსნარის ელექტროლიზის საშუალებით ჩამქრალი კირისა და ვერცხლისწყლის ჟანგით დაამზადა კალციუმის ამალგამა, ხოლო აქედან ვერცხლისწყლის განდევნით მიიღო ლითონი, რომელსაც უწოდეს კალციუმი.

ბუნებაში გავრცელება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედამიწის ქერქში გავრცელების მიხედვით კალციუმი მე-5 ადგილზეა (O, Si, Al და Fe) მთელი მასის 3,38%. ის ენერგიულად მიგრირებს და გროვდება სხვა და სხვა გეოქიმიურ სისტემებში, ქმნის 385 მინერალს (4 ადგილი მინერალებში). ტენიანი ტერიტორიების უდიდესი ნაწილი (ტყის ზონები, ტუნდრები) განიცდის Ca-ის ნაკლებობას, ის ნიადაგებიდან აქ ადვილად გამოირეცხება, რის შედეგან ნიადაგები ნაკლებად ნაყოფიერია, რაც იწვევს ორგანიზმების დაბალ პროდუქტიულობას და პატარა ზომებს. Ca დედამიწის გულში ძალიან მცირეა, ის ჭარბობს დედამიწის ქერქის ქვედა ნაწილში, სადაც გროვდება ძირითად ქანებში; Ca-ის უდიდესი ნაწილი შედის ფელდშპატის - კალციუმის ანორტიტის Ca[Al2Si2O8 ] შემადგენლობაში. ასევე სხვა მინერალებში:

  • დიოფსიტი - CaMg[Si2O6]
  • ვოლასტონიტი - Ca3[Si3O9]
  • კალციტი - CaCO3 (ბუნებ. ფორმები - ცარცი, კირი, მარმარილო)
  • დოლომიტი - CaMg(CO3)2
  • ფოსფორიტი - Ca5(PO4)3(OH,CO3), სხვა და სხვა მინარევით.
  • აპატიტი - Ca5(PO4)3(F,Cl),
  • თაბაშირი - CaSO4.2H2O (გავრცელებულია მლაშე და მარილოვან ტბებში)
  • ფლუორიტი - CaF2

კალციუმის დიდი რაოდენობაა ბუნებრივ წყალში, გლობალური კარბონატული წონასწორობის

(CaCO3 + H2O + CO2 U Ca(HCO3)2 U Ca2 + + 2HCO3- ეს რეაქცია ორივე მიმერთულებით მიმდინარეობს) არსებობის შედეგად.
  • დიდი მნიშვნელობა აქვს ბიოგენურ მიგრაციას. კალციუმის საკმაოდ დიდი რაოდენობაა ცოცხალ ორგანიზმებში, ლითონებს შორის მას პირველი ადგილი უჭირავს, მაგ.: ძვლებში, სკილეტებში CaCO3 – ლოკოკინის და მოლუსკების ნიჟარებში და ა.შ.
  • დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე მიწისქვეშა გრუნტის წყლების მოქმედებას, როდესაც ისინი გრუნტების გამორეცხვით წარმოქმნიან - კარსტს და ქმნიან გვირაბებს, სტალაქტიტებს და სტალაგმიტებს

სტანდარტული ატომური მასა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალციუმის სტანდარტულ ატომურ მასად მიღებულია — 40,078, რომელიც როგორც წესი იანგარიშება ბუნებაში არსებულ ყველა სტაბილურ იზოტოპტთა საშუალო შეწონილი მასით, მათი დედამიწის ქერქსა და ატმოსფეროში გავრცელების პროპორციულად.

იზოტოპი Z N ატომური მასა
(მ.ა.ე.)
% ბუნებაში საშუალო
შეწონილი
40Ca 20 20 39,962590 96,941 % 38,740135
42Ca 20 22 41,958618 0,647 % 0,271472
43Ca 20 23 42,958766 0,135 % 0,057994
44Ca 20 24 43,955481 2,086 % 0,916911
46Ca 20 26 45,953692 0,004 % 0,001838
48Ca 20 28 47,952534 0,187 % 0,089671
Ar, სტან.(Ca) 100 % 40,078022

მრეწველობაში Ca მიიღბენ 2 ხერხით:

1) CaO და Al ფხვნილის ნაერთის ბრიკეტების ვაკუუმში (0,01-0,02 მმ.ვ.ს) გახურებით 1200 C
6CaO+2Al=3CaOx12O3 + 3Ca Ca-ის ორთქლი კონდენსირდება ცივ ზედაპირზე;
2) შენადნობის CaCl2 და KCl ის ელექტროლიზით (თხევადი სპილენძ-კალციუმიანი კათოდით Cu –Ca (65% Ca) რომელთაგან Ca აცილებენ ვაკუუმში 950-1000 C)

ფიზიკური თვისებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალციუმი - მოვერცხლისფრო-თეთრი ლითონია. არსებობს ორ ალოტროპიულ მოდიფიკაციით: 443 C მდგრადია, კრისტალური მესერი კუბური წიბოცენტრულია Cu-ის მსგავსი, a=0,558 ნმ, ატომური რადიუსი: 1,97 სივრცული ჯგუფი Fm3m, სიმკვრივე - 1,54 გ/სმ3; 464 C-ზე მაღლა მესერი მდგრადია - გეკსაგონალური b-ფორმის. α- Fe-ის მსგავსი. დნობის t=851 C, დუღილის t=1482 C, თბოგამტარობა 20 C-ის დროს - 125,6 ვტ/(მ*К). აქვს საკმაოდ მაღალი პლასტიკურობა.

კალციუმი ტიპური ტუტემიწა ლითონია. ის აქტიური ლითონია თუმცა ყველაზე უფრო ინერტულია ტუტემიწა ლითონებს შორის.ის ღია გარემოში ადვილად შედის რეაქციაში ჟანგბადთან და ჰაერში მყოფ წყალთან, რის გამოც მისი ზედაპირი რუხი ფერისაა, ამიტომაც მას ნავთში ან თხევად პარაფინში ინახავენ. გარე ელექტრონული კონფიგურაციაა - Ca 4s2, რის შესაბამისად კალციუმი ნაერთებში ორ ვალენტიანია.

ეგზოთერმული რეაქციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კალციუმის დაჟანგვა
2Ca+O2=2CaO
  • მოქმედებს ჰალოგენებთან:
Ca+Br2=CaBr2
Ca+2H2O=Ca(OH)2+H2+Q
Ca+H2=CaH2
  • მოქმედებს გახურებისას ნაკლებად აქტიურ არალითონებთან:
Ca+6B=CaB6
3Ca+N2=Ca3N2
Ca+2C=CaC2
3Ca+2P=Ca3P2 (კალციუმის ფოსფიდი), ასევე ცნობილია CaP და CaP5
2Cа+Si=Ca2Si (კალციუმის სილიციდი) ასევე ცნობილია CaSi, Ca3Si4 და CaSi2

ეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეაქცია ეგზოთერმულია.

კალციუმის უმეტესი ნაერთები არალითინებთან წყალთან რეაგირებისას იშლებიან:

CaH2+2H2O=Ca(OH)2+2H2
Ca3N2+3H2O=3Ca(OH)2+2NH3

Ca2+ იონი უფერულია, კალციუმის მარილები ალში აგურისფერ-წითელ ფრად იწვიან. წყალში ასევე კარგად იხსნებიან: კალციუმის ქლორიდი CaCl2, კალციუმის ბრომიდი CaBr2, კალციუმის იოდიდი CaI2, კალციუმის ნიტრატი Ca(NO3)2.

კალციუმის ფტორიდი CaF2, კალციუმის კარბონატი CaCO3, კალციუმის სულფატი CaSO4, კალციუმის ორთოფოსფატი Ca3(PO4)2, კალციუმის ოქსალატი CaC2O4 და სხვანი. ასევე მეთად მნიშვნელოვანია რომ კალციუმის ჰიდროკარბონატი Ca(HCO3)2 განსხვავებით კალციუმის კარბონატისა - Ca(CO3)2 წყალში იხსნება. ბუნებაში ამიტომ ხდება შემდეგი პროცესები: როდესაც წვიმის ან მდინარის წყალი (რომელიც გაჯერებულია ნახშირორჟანგით ჩადის მიწაში და ხვდება კირქვოვანებს, მაშინ შეინიშნება მათი გახსნა წყალში:

CaCO3+CO2+H2O=Ca(HCO3)2

ხოლო იქ სადაც კალციუმის ჰიდროკარბონატით გაჯერებული წყალი გამოდის მიწის ზედაპირზე, სადაც თბება სხივებით მიდის უკურეაქცია:

Ca(HCO3)2=CaCO3+CO2+H2O

რის შედეგადაც ხდება ნივთიერებების დიდი მასების გადატანა რაც წარმოიქმნის ზემოთ აღნიშნულ პროცესებს (კარსტს, მღვიმეებს). წყალში გახსნილი კალციუმის ჰიდროკარბონატები განსაზღვრავენ წყლის სიხისტეს.

  • კალციუმის სუფთა ლითონი გამოიყენება- როგორც აღმდგენი ლითონების მიღების დროს, განსაკუთრებით ნიკელის, სპილენძის და უჟანგავი ფოლადის.

კალციუმი და მისი ჰიდრიდი ასევე გამოიყენება ძნელად აგსადგენი ლითონების მისაღებად, ესენია: ქრომი, თორიუმი და ურანი. კალციუმისა და ტყვიის შენადნობი გამოიყენება აკუმულატორებში.

  • სუფთა კალციუმი ფართოდ გამოიყენება მეტალოთერმიაში იშვიათი ლითონების მისაღებად.
  • სუფთა კალციუმი გამოიყენება ტყვიის ლეგირების დროს, და ბაბიტების წარმოებისას.
  • იზოტოპი 48Ca -ყველაზე ეფექტიანი და გამოყენებადი ელემენტია ზემძიმე ლითონების წარმოებისა და პერიოდული სისტემის ახალი ელემენტების აღმოსაჩენად.

კალციუმის ნაერთები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალციუმის ნაერთები გამოყენება მეტალურგიაში (მეტალოთერმიაში)- CaH2, წყალბადის მისაღებად, ოპტიკაში (კალციუმის ფტორიდი) ლინზები, ობიექტივები, ლაზერებში (კალციუმის ვოლფრამატი), აცეტილენის მისაღენად (კალციუმის კარბიდი) და ლითონების აღსადგენად. გამოიყენება დენის ქიურ წყაროებში (კალციუმის ქრომატი) ბატარეებში, ცეცხლგამძლე საგნების დამზადებისას (კალციუმის ოქსიდი) კერამიკაში. დიდი გამოყენება აქვს ასევე სამკურნალო საშუალებებში (კალციუმის ქლორიდი, კალციუმის გლუკანატი, კალციუმის გლიცეროფოსფატი) მოხუცებისა და ფეხმძიმეთათვის.

კალციუმი ორგანიზმში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალციუმი - როგორც მაკროელემენტი გავრცელებულია მცენარეებში, ცხოველებში და ადამიანში. ადამიანისა და სხვა ორგანიზმებში მისი უმეტესი ნაწილი განლაგებულია მის ჩონჩხში და კბილებში ფოსფატების სახით. სხვა და სხვა ფორმის კალციუმის კარბონატისაგან შედგება უხერხემლოთა (მარჯნის პოლიპები, მოლუსკები, ღრუბლები) ჯგუფის ჩონჩხი. კალციუმის იონები იღებენ სისხლის შედიდებაში მონაწილეობას, ასევე უზრუნველყოფენ მის ოსმოტიკურ წნევას. ასევე ის როგორც უნივერსალური მეორადი შუამავალი არეგულირებს სხვა და სხვა უჯრედების შიდა პროცესებს - კუნთების შეკვეცას, ეკზოციტოზი, მათ შორის ჰორმონების და ნეირომედიატორების შეკვეცა და სხვა. ადამიანია უჯრედის ციტოპლაზმაში კალციუმის კონცენტრაციაა - 10-7 მოლი, უჯრედშორის სითხეში - 10-3 მოლი. მოთხოვნილება კალციუმზე დამოკიდებულია წლოვანებაზე. ზრდასრულისათვის დღეღამეში საჭირო ნორმაა - 800-1000 მილიგრამი, ბავშვებისათვის - 600-900 მგ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩონჩხის ზრდის ინტენსივობა. ორგანიზმში კალციუმის უდიდესი ნაწილი რძის პროდუქტებით ხვდება, დანარჩენი კი ხორცზე, თევზზე და ზოგ მცენარეზე (ლობიო, ცერცვი და სხვა) მოდის. კალციუმის მიმოცვლაში დიდი მნიშვნელობა აქვს მაგნიუმს მისი ნაკლებობის შემთხვევაში ხდება კალციუმის ძვლებიდან გამორეცხვა, და ილექება თირკმლებში ქვების სახით. კალციუმის ათვისებას ხელს უშლის ასპირინი, მჟაუნას მჟავა და ესტროგენების წარმოებულები. მათი კალციუმთან ნაერთები წყალში უხსნადია და ილექება ასევე ქვების სახით. კალციუმისა და ვიტამინ D დიდი რაოდენობა იწვევს ჰიპერკალცემიას. სისხლში კალციუმის ნაკლებობა იწვევს ძარღვის გადაფსკვნებს და კიდურების ტკივილს, ზრდის დეფექტს და შეკრულობას. მაქსიმალური დღეღამური დასაშვები (უვნებელი) დოზაა - 1500-1800მგ.

კალციუმი პროდუქტებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კალციუმი პროდუქტებში
პროდუქტები კალციუმის რაოდენობა მგ/100გ.
ყაყაჩო (თესლი) 1460
კუნჯუტი 783
ჯინჭარი 713
მრავალძარღვა დიდი 412
სარდინა ზეთში (კონსერვ.) 330
ასკილი 257
ნუში 252
მრავალძარღვა ლანცეტა 248
თხილი 226
წიწმარტი 214
სოიო 201
რძე 120
თევზი 30-90
ხაჭო 80
პური 60
ხორცი <50
ჭარხალი <50
  • კნუნიანცი ი.ლ. (მთ. რედ.)ქიმიური ენციკლოპედია: 5ტ., მ, საბჭოთა ენციკლოპედია, 1990 -ტ.2. ფ.293
  • მოკლე ქიმიური ენციკლოპედია, 2ტ., მ, 1963, ფ 370-375;
  • როდიაკინი ვ.ვ., კალციუმი, მისი ნაერთები და შენადნობები, მ., 1967;
  • კაპლანსკი ს.ი., მინერალური გაცვლა, მ. - ლ. 1938;
  • ვიშნიაკოვი ს.ა., სასოფლო სამ. ცხოველების მაკროელემენტარული ცვლა, მ, 1967
  • ფრუმინა ნ.ს., კრუჩკოვა ე.ს., მუშტაკოვა ს.პ. კალციუმის ანალიტიკური ქიმია, მ., 1974
  1. დოლიძე ვ., ციციშვილი ვ., „ოთხენოვანი ქიმიური ლექსიკონი“, თბ., 2004, გვ. 99
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 341-342.