კალციუმის ბრომიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალციუმის ბრომიდი
კალციუმის ბრომიდი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაკალციუმის ბრომიდი
ტრადიციული სახელწოდებაკალციუმის დიბრომიდი
ქიმიური ფორმულაCaBr2
მოლური მასა199.89 გ/მოლი (ანჰიდრიტი)
235.98 (დიჰიდრატი) /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე3.353 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა730 °C
დუღილის ტემპერატურა1,935 °C
ქიმიური თვისებები
pKa9

კალციუმის ბრომიდი — ქიმიური ნაერთი ფორმულით CaBr2(H2O)x. ცალკეულ ნაერთებში შედის როგორც ანჰიდრიტი (x = 0), ჰექსჰიდრატი (x = 6), იშვიათად კი დიჰიდრატი (x = 2). ყველა მათგანი არის თეთრი ფხვნილები, რომლებიც წყალში იხსნებიან და ამ წყალხსნარებიდან კრისტალიზდება ჰექსჰიდრატი. მისი ჰიდრატები ძირითადად გამოიყენება ზოგიერთ საბურღ სითხეში.[1]

სინთეზი, სტრუქტურა და რეაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი მიღება ხდება, კალციუმის ოქსიდის ან კალციუმის კარბონატის რეაქციით ბრომწყალბადმჟავასთან. სხვაგვარად ლითონი კალციუმის რეაქციით ელემენტ ბრომთან.[1]

როდესაც ჰაერში ძლიერ გაცხელდება, კალციუმის ბრომიდი რეაგირებს ჟანგბადთან, კალციუმის ოქსიდისა და ბრომის წარმოიქმნით:

2 CaBr2 + O2 → 2 CaO + 2 Br2

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი ძირითადად გამოიყენება წყალხსნარებში საბურღი სითხეებისთვის,[1] მაგრამ ასევე იყენებენ ნევროზის სამკურნალო საშუალებებში, საკონსერვაციო მასალებში, ფოტოგრაფიასა და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებში.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Michael J. Dagani, Henry J. Barda, Theodore J. Benya, David C. Sanders “Bromine Compounds” Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry 2002, Wiley-VCH, Weinheim. doi:10.1002/14356007.a04_405
  2. Chemical Land 21. ციტირების თარიღი: 25 December 2008.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]