დიამაგნეტიკი
იერსახე
დიამაგნეტიკი — ნივთიერება, რომელიც მაგნიტდება გარე მაგნიტური ველის მიმართულების საწინააღმდეგოდ. როცა გარე მაგნიტური ველი არ არსებობს, დიამაგნეტიკი დამაგნიტებული არ არის. გარე მაგნიტური ველის ზემოქმედებით დიამაგნეტიკის ატომი იძენს m მაგნიტურ მომენტს (ხოლო ნივთიერების თითოეული მოლი — M ჯამურ მომენტს), რომელიც ველის H დაძაბულობის პროპორციულია და მიართულია მის საწინააღმდეგოდ. ამიტომ დიამაგნეტიკის მაგნიტური ამთვისებლობა ყოველთვის უარყოფითია, სადაც ერთი მოლის ამთვისებლობაა.
ნივთიერება | მაგნიტური ამთვისებლობა ·10-6 (მ3/მოლ) |
---|---|
აზოტი, N2 | −3.0 |
წყალბადი, Н2 | −4.0 |
გერმანიუმი, Ge | −12.7 |
სილიციუმი, Si | −3.1 |
წყალი, Н2O | −13.0 |
სუფრის მარილი, NaCI | −30.3 |
აცეტონი, С3Н6О | −33.8 |
გლიცერინი, С3Н8О3 | −57.1 |
ნაფტალინი, С10Н8 | −91.8 |
ბისმუთი, Bi, | −284.0 |
ნახშირბადი, С | −85 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 502.