GameTrailers

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
GameTrailers
Gametrailers New Logo Wikipedia.png
საიტი gametrailers.com
კომერციულობა კი
საიტის ტიპი შვილობილი
რეგისტრაცია თავისუფალი
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
დამფუძნებელი ჯეფრი რ. გროტსი
ბრენდონ ჯონსი
მფლობელი Defy Media
Alexa-ს რეიტინგი Decrease2.svg 8,181 აპრილი, 2015[1]
ამჟამინდელი სტატუსი არააქტიური

GameTrailers (აბრ. GT) იყო ვიდეო თამაშებისადმი მიძღვნილი ვებსაიტი. GameTrailers -ზე თავსდებოდა ვიდეოები და ტრეილერები ვიდეო თამაშების შესახებ (პერსონალური თამაშები, კონსოლის თამაშები და მობილური თამაშები): კინემატოგრაფიული ვიდეოები, მიმოხილვები, წინასწარი მიმოხილვები, ინტერვიუები დეველოპერებთან, გეიმპლეის ვიდეოები და ა.შ. საიტის მომხმარებლებს, სრულიად უფასოდ და რეგისტრაციის გარეშე ჰქონდათ წვდომა საიტზე განთავსებულ ვიდეოებთან.

მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა GameTrailers-ზე აეტვირთათ ვიდეოები, შექმნათ ბლოგები და მონაწილეობა მიეღოთ საიტის ფორუმში, შექმნათ ფრაქციები (საზოგადოებები). საიტს გააჩნდა საკუთარი ვირტუალური ვალუტა, (ინგლ. GameTrailers Points-GTP) რომლის გამომუშავება შეიძლებოდა საიტთან სხვადასხვა ურთიერთქმედებით. მისი მეშვეობით შესაძლებელი იყო როგორც ვირტუალური, ასევე რეალური საქონლის ყიდვა.

2016 წლის 9 თებერვალს Twitter-სა და Facebook-ზე GameTrailers-მა განაცხადა საიტის დახურვის შესახებ.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

GameTrailers დაარსებული იქნა ჯეფრი გროტსის, ბრენდონ ჯონსისა და ჯოშ სლეშერის მიერ 2003 წელს. საიტის აღმსარულებელ დირექტორად დაინიშნა ჯოშ სლეშერი. 2005 წელს საიტი შეიძინა კომპანია MTV Networks-მა.[3]

2007 წლის 12 აგვისტოს კომპანია MTV Networks-მა მოახდინა გართობის განყოფილების რეკონსტრუქცია და საიეტები Ifilm.com და SpikeTV.com შეუერთა Spike.com-ს. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშნა ჯონ სლეშერი, ჯეფრი გროტსი პროდუქციის განვითარები ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო ბრედ ვინტეროსი GameTrailers.com-ის გენერალურ მენეჯერად. .[4]

2014 წლის ივნისში GameTrailers შესყიდული იქნა კმპანია Defy Media-ის მიერ.[5] მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ძველი თანამშრომლების 2/3 დაითხოვილ იქნა სამსახურიდან.[6]

2016 წლის 9 თებერვალს Twitter-ზე GameTrailers-მა განაცხადა საიტის დახურვის შესახებ.[7].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Alexa Ranking. Alexa Internet. წაკითხვის თარიღი: 18 აპრილი, 2015.
  2. After 13 years, GameTrailers is closing down today. Thank you for your continued support over the years. It has been an adventure
  3. MTV Networks Acquires GameTrailers.com. Prnewswire.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-26. წაკითხვის თარიღი: 2008-12-12.
  4. Aileen Budow. [http://www.webcitation.org/66RknHcAQ MTVN Entertainment group promotes brad windters to general manager of Gametrailes.com Winters Takes Over Day-to-Day Operations Of GameTrailers]. GameTrailers. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-26. წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2009.
  5. GameTrailers, Addicting Games and Shockwave acquired by Defy Media“, Polygon, June 9, 2014. წაკითხვის თარიღი: 14 June 2014. 
  6. Layoffs hit GameTrailers day after E3“, Polygon, 13 ივნისი, 2014. წაკითხვის თარიღი: 14 ივნისი 2014. 
  7. GameTrailers on Twitter: "After 13 years, GameTrailers is closing down today. Thank you for your continued support over the years. It has been an adventure."
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=GameTrailers&oldid=3356605“-დან