Syllable Desktop

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სილაბლი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Syllable
Syllable-0.6.5-pl.png
Syllable 0.6.5
შემქმნელი კრისტიან ვან დელ ვლიეტი, კაი დე ვოსი, რიკ კოდილი, არნო კლენკე, ჰენრიკ ისაკსონი
ოპერაციული სისტემის ოჯახი UNIX-ის მსგავსი
სამუშაო მდგომარეობა ალფა
წყაროს მოდელი ღია წყარო
პირველად გამოვიდა 0.4.0 / ივლისი 2002; 15 წლის წინ (2002-07)[1]
უკანასკნელი გამოშვება 0.6.7 / აპრილი 12, 2012; 5 წლის წინ (2012-04-12)
მხარდაჭერილი პლატფორმები IA-32
ბირთვის ტიპი ჰიბრიდული
ოფიციალური საიტი syllable.org

Syllable Desktop — უფასო ოპერაციული სისტემა (GPL-ის ლიცენზიით), მრავალპროცესიანი და მრავალსესიიანი, ინტელის x86 ტიპის პროცესორებით აღჭურვილი კომპიუტერებისთვის. იგი დაფუძნებულია AtheOS-ზე.

იგი თითქმის ფლობს POSIX-ის ნორმას და მოჰყვება 64 ბიტიანი ფაილური სისტემა, AFS (Atheos File System, AtheOS-ის ფაილური სისტემა), რომლის შედარება შეიძლება BeOS-ის ფაილურ სისტემასთან, რომელზეც იგი დაფუძნებულია. მისი გრაფიკული გარსი გათვლილია მარტივად მოხმარებაზე

სხვა სისტემებთან შედარებით, Syllable Desktop-ს ნაკლები თანდართული პროგრამები აქვს, მაგრამ GNU-ს ლიცენზიის მქონე მრავალი პროგრამა ადაპტირებულია. სისტემას გააჩნია ტერმინალი, ინტერნეტ-ბრაუზერი Webster, ელექტრონული ფოსტის კლიენტი (Whisper), მედია-პლეერი, ინტეგრირებული განვითარების გარემო (IDE) და სხვა პროგრამები

აგრეთვე არსებობს სისტემის LiveCD ვერსია, რომლის გამოყენება შესაძლოა მყარ დისკზე ინსტალირების გარეშე.

ათეოსის პროექტის წინ წასვლა ძალიან შენელდა 2001 წლის დასრულების დროიდან. ისე რომ ბოლოს სულ შეწყდა. ამიტომაც მოყვარულებთა ჯგუფმა, რომლის მეთაურები იყვნენ რიკ კაუდილი (Rick Caudill), ჰენრიკ ისაკსონი (Henrik Isaksson) და კრისტიან ვან დერ ვლიეტი (Kristian Van Der Vliet), გადაწყვიტეს პროქტის გაგრძელება ახალი პროექტის სახელით, რომელიც არის სილაბლი (Syllable). ეს პროექტი მალე პოპულარული გახდა ძველ ათეოსის მომხმარებლების შორის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Syllable_Desktop&oldid=3392715“-დან