ბაიაზიდ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაიაზიდ II
Levni. Portrait of Bayezid II. 1703-30 Topkapi Saray museum.jpg
ოსმალეთის მე-8 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1481
მმართ. დასასრული: 25 აპრილი, 1512
წინამორბედი: მეჰმედ II
მემკვიდრე: სელიმ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 დეკემბერი, 1447
დაბ. ადგილი: დიდიმოტიკა
გარდ. თარიღი: 26 მაისი, 1512
გარდ. ადგილი: სტამბოლი
მეუღლე: გიულბაჰარ ხათუნი
შვილები: აჰმედი, ქორქუთი
სელიმი, მაჰმუდი
მეჰმედი, ალემშაჰი
აბდულა,
სელჯუკ სულთანი,
ჰატიჯე სულთანი,
აიშე სულთანი,
ხუნდი სულთანი,
აინი შაჰ სულთანი,
ფატმა სულთანი,
ჰიუმა სულთანი,
ქამერ სულთანი,
მელიჰა სულთანი
დინასტია: ოსმანები
მამა: მეჰმედ II
დედა: სითი მიუქრიმე ხათუნი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა: Tughra of Bayezid II.JPG

ბაიაზიდ II (ოსმ. بايزيد ثانى‎ — Bâyezîd-i sânî, თურქ. İkinci Bayezid; დ. 1447 — გ. 1512) — ოსმალეთის იმპერიის მერვე სულთანი 1481-1512 წწ. მეჰმედ II-ის, კონსტანტინოპოლის დამპყრობელისა და სითი მიუქრიმე ხათუნის შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1481 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ავიდა ტახტზე. მისი მმართველობის პერიოდში მიმდინარეობდა უწყვეტი ომები უნგრეთთან, პოლონეთთან, ვენეციასთან, ეგვიპტესთან, სპარსეთთან. ეს ომები მეტ-ნაკლები წარმატებებით მიმდინარეობდა და ოსმალეთს ასუსტებდა.

ბაიაზიდმა იარაღი აღმართა თავისი ძმის ჯემის წინაღმდეგ, რომელიც ტახტს ეცილებოდა ეგვიპტის დახმარებით. საბოლოოდ 1495 წელს ჯემი რომში მოაწამვლინა. მისი მმართველობის ბოლო პერიოდი არეულობით გამოირჩევა. მიმდინარეობდა ტახტისათვის ბრძოლა მის შვილებს შორის.

ბაიაზიდის შვილების ბრძოლა ტახტისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიაზიდს მრავალი შვილი ჰყავდა, მაგრამ განსაკუთრებით ცნობილია მისი სამი ვაჟი: შეჰზადე აჰმედი (მანისის სანჯაყ-ბეი 1481-1483 წწ. და ამასიის სანჯაყ-ბეი 1483-1513 წწ.), შეჰზადე ქორქუთი (მანისის სანჯაყ-ბეი 1483-1502 წწ. და ანტალიის სანჯაყ-ბეი 1502-1513 წწ.) და შეჰზადე სელიმი (მომავალი სულთანი). ტახტისთვის ბრძოლა 1509 წლიდან მნიშვნელოვნად გამძაფრდა. ამ წელს, ქორქუთი ეგვიპტეში გაიქცა, რათა ეთხოვა დახმარება ტახტზე ასვლაში, მაგრამ უარი მიიღო და დედაქალაქში დაბრუნდა. ამასთან ერთად, სელიმსა და ბაიაზიდს შორის მოხდა დაპირისპირება, რომელშიც ბაიაზიდის არმიამ იმარჯვა და სელიმი თავის სიმამრ ყირიმის ხან მენგლი I-თან გაიქცა ყირიმში.

აჰმედი კი სელიმის დამარცხების შემდეგ თავს უკვე ანატოლიის სულთნად თვლიდა და დედაქალაქში მიემართებოდა. მისი არმია საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენდა, თუმცა დედაქალაქში წასვლასა და ბაიაზიდის ტახტიდან ჩამოგდებაზე არმიისაგან უარი მიიღო და ამიტომ იძულებული გახდა ანატოლიაში დარჩენილიყო. ბაიაზიდს ძალზე ეშინოდა აჰმედის. როცა ამ ყველაფერმა სელიმის ყურამდე მიაღწია, ის დედაქალაქში დაბრუნდა და ბაიაზიდს უთხრა, რომ თუ ტახტიდან მის სასარგებლოდ გადადგებოდა, მაშინ ის აჰმედს დაამარცხებდა.

სელიმის დაბრუნებასთან ერთად, შეჰზადე ქორქუთი ჯერ მანისაში ჩავიდა მალულად, ხოლო შემდეგ უკვე დედაქალაქშიც გადავიდა. ის შეხვდა სელიმს, რომელმაც მოახერხა ძმის დარწმუნება, რომ დაბრუნებულიყო საკუთარ სანჯაყში და უარი ეთქვა ტახტზე. ქორქუთი დაბრუნდა საკუთარ სანჯაყში და უარიც თქვა ძალაუფლებაზე, ოღონდ მხოლოდ ცოტა ხნით.

ბაიაზიდი 1512 წლის 25 აპრილს ტახტიდან გადადგა და იგი სელიმს დაუთმო. ერთი თვის შემდეგ კი გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, მამა სელიმმა მოაკვლევინა.

სელიმის მმართველობის პირველ თვეებში აჰმედი განაგრძობდა ანატოლიის კონტროლს, ხოლო ქორქუთი თავს აჩვენებდა სელიმს, რომ არ იყო მისი წინააღმდეგი, თუმცა სელიმმა გამოიჭირა იგი, როცა ამბოხებისთვის ემზადებოდა და 1513 წელს ემეთში სიკვდილით დაასჯევინა. ამავე 1513 წელს მან დაამარცხა აჰმედის არმია, თავად აჰმედი ტყვედ იგდო და რამდენიმე დღეში, ბურსაში, ისიც სიკვდილით დაასჯევინა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]