შინაარსზე გადასვლა

გარეუბანი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „გარეუბანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გარეუბანი (მრავალმნიშვნელოვანი).
დალასის გარეუბანი

გარეუბანი — დასახლებული არე, რომელიც შედის ქალაქის ან დასახლებული პუნქტის შემადგენლობაში ან ქალაქისაგან მცირე სავალ მანძილზე მდებარეობს. ტერმინს ხშირად იყენებენ ტერმინის „ქალაქის ცენტრი“ საპირისპიროდ. გარეუბნები დიდი რაოდენობით პირველად XIX და XX საუკუნეებში გაჩნდა გაუმჯობესებული სარკინიგზო და საგზაო ტრანსპორტის ფონზე, რამაც პერიოდული მგზავრობა გაადვილა.[1] როგორც წესი, გარეუბნებს ახასიათებთ მოსახლეობის უფრო მცირე სიმჭიდროვე და მოსახლეობის დიდი ნაწილი პერიოდულად მგზავრობს ქალაქის შიდა ნაწილებში თუ ბიზნეს უბნებში. გამონაკლისია ინდუსტრიული გარეუბნები, ქალაქ-თანამგზავრები და ახალი ქალაქები. გარეუბნები ხშირად ყალიბდება ისეთ ქალაქებთან, რომლის გარშემოც დიდი ოდენობით ვაკე მიწაა.[2]

  1. Hollow, Matthew. (2011)Suburban Ideals on England's Interwar Council Estates. ციტირების თარიღი: 2012-12-29.
  2. The Fractured Metropolis: Improving the New City, Restoring the Old City, Reshaping the Region[მკვდარი ბმული] by Jonathan Barnett, via Google Books.