შინაარსზე გადასვლა

კოლომბო

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კოლომბო
කොළඹ; கொழும்பு
დროშა გერბი

ქვეყანა შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა
კოორდინატები 6°56′04″ ჩ. გ. 79°50′34″ ა. გ. / 6.93444° ჩ. გ. 79.84278° ა. გ. / 6.93444; 79.84278
ფართობი 37.31 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1 მეტრი
მოსახლეობა 647 100 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 17 344 კაცი/კმ²
აგლომერაცია 5 648 000
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი 011
საფოსტო ინდექსი 00000–09999
ოფიციალური საიტი cmc.lk
კოლომბო — შრი-ლანკა
კოლომბო

კოლომბო (სინჰალ.කොළඹ, ტამილ. கொழும்பு) — შრი-ლანკის უდიდესი ქალაქი და ყოფილი დედაქალაქი. მდებარეობს კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე და ესაზღვრება ამჟამინდელ დედაქალაქ შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტეს. კოლომბო საქმიანი, ცოცხალი ქალაქია, სადაც თანამედროვე ცხოვრება და კოლონიური არქიტექტურა თუ ნანგრევები ერთმანეთშია შერწყმული.[1] 2001 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 647 100 ადამიანს შეადგენდა.[2] კოლომბოს მეტროპოლიური არეალი, რომელიც ასევე გამპაჰასა და კალუტარას რაიონებსაც მოიცავს, 3 694.20 კმ²-ზეა გადაჭიმული და მისი მოსახლეობა 5 648 000 - აღწევს.[3][4]

ფართო ნავმისადგომის გამო, კოლომბო აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო გზებზე სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და ის ცნობილი იყო ჯერ კიდევ უძველესი ვაჭრებისათვის, დაახლოებით 2 000 წლის წინ.

1978 წელს, ადმინისტრაციული დედაქალაქი კოლომბოდან შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტეში გადავიდა, ხოლო ქვეყნის კომერციულ დედაქალაქად დღემდე კოლომბო რჩება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Jayewarden+-e, Mr.. How Colombo Derived its Name. ციტირების თარიღი: 2007-01-18.
  2. Census July 17, 2001 (via citypopulation.de)
  3. Department of Census and Statistics, Sri Lanka; Statistical Abstract 2007, Estimated mid year population by district, 2002 - 2006 (pdf-file) Total population of the three districts of the Colombo Metropolitan Region. Retrieved on 2008-12-31.
  4. Buildsrilanka.com; Summary of the CMR Structure Plan დაარქივებული 2009-05-03 საიტზე Wayback Machine. Definition and description of the Colombo Metropolitan Region. Retrieved on 2008-12-31.